კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი „კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“
NTUU KPI logo.png
დაფუძნდა 31 აგვისტო, 1898
რექტორი მიხეილ ზგუროვსკი
პროფესორი 375
სტუდენტი 36 000
მდებარეობა უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
საიტი kpi.ua

უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი „კიევის იგორ სიკორსკის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრ. Націона́льний техні́чний університе́т Украї́ни «Ки́ївський політехні́чний інститу́т і́мені І́горя Сіко́рського») — უმაღლესი სასწავლებელი კიევში, რომელიც არის უკრაინაში ყველაზე დიდი უნივერსიტეტი. იგი შედგება 18 ფაკულტეტის, 7 საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების (მათ შორის ერთი სამხედრო), 15 კვლევითი ინსტიტუტისა და ცენტრისგან. ამჟამად ინსიტიტუტში არის 375 პროფესორი და დაახლოებით 36 ათასი სტუდენტი.

ინსტიტუტი დაფუძნდა 1898 წლის 31 აგვისტოს. თავდაპირველად არსებობდა სწავლის ოთხი მიმართულება: მექანიკური, ქიმიური, სასოფლო-სამეურნეო და საინჟინრო. პირველ წელს კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 360 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო პირველი რექტორი იყო ვიქტორ კირპიჩოვი. უმაღლესი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობას იღებდნენ გამოჩენილი რუსი მეცნიერები: ნიკოლაი ჟუკოვსკი, კლიმენტ ტემერაზევი და დიმიტრი მენდელეევი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]