კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი
კიევის წმინდა ანდრიას საკათედრო ტაძარი (უკრ. Андрiївська церква) — ბაროკოს სტილის ტაძარი კიევში. აგებულია 1747-1754 წლებში იმპერატორის არქიტექტორის ბართოლომეო რასტრელის პროექტით. ტაძარი შემაღლებულ ბორცვზე (ანდრიივსკა ჰორა) დგას და გადაჰყურებს ისოტორიულ პოდილის უბანს.
ტაძარი ააგეს რუსი და უკრაინელი ხელოსნების ჯგუფებმა ივანე მიჩურინის ხელმძღვანელობით, რომელიც იმხანად მოსკოვის მთავარი არქიტექტორი იყო. შენობამ ამ ადგილზე შეცვალა ძველი ამაღლების ეკლესია ქალთა ბაზრის მოედანზე. ლეგენდის თანახმად წმინდა ანდრია მოციქულმა ჯვარი აღმართა და დიდი ქრისტიანული ქალაქის დაფუძნება იქადაგა სწორედ ამ ადგილას, რომელიც იმ დროს თითო-ოროლა მოსახლესა და სახნავ-სათესებს ეჭირა.
1968 წლიდან ეკლესია მუზეუმად აქციეს. დროგამოშვებით აქ ტარდება უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ლიტურგიები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- St. Andrew’s Church opens in Kyiv after 11 years of unprecedented restoration works. 2021-02-11.
- St. Andrew's Church uk. National Sanctuary "Sophia of Kyiv". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-13. ციტირების თარიღი: 2011-07-14
- Series "St. Andrew's Church and Andriyivskyy Descent" uk, ru, en. serg-klymenko.narod.ru. ციტირების თარიღი: 2007-08-19
- St. Andrew’s Church, "Kyiv in Your Pocket" დაარქივებული 2008-08-30 საიტზე Wayback Machine.
- St. Andrew's Cathedral of Ukrainian Autocephalous Orthodox Church. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-15. ციტირების თარიღი: 2022-07-18.