დებალცევო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
დებალცევო
Деба́льцеве
Вокзал станції Дебальцеве.jpg
დებალცევოს რკინიგზის სადგური
დროშა გერბი
Flag of Debalcevo.svg Gerb-gor-debalcevo.gif

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი დონეცკი
კოორდინატები 48°20′28″ ჩ. გ. 38°25′40″ ა. გ. / 48.34111° ჩ. გ. 38.42778° ა. გ. / 48.34111; 38.42778
დაარსდა 1878 წელს
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 24,31 კმ²
ცენტრის სიმაღლე 308
მოსახლეობა 25 525 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 1060 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი +380-6249
საფოსტო ინდექსი 84700 - 84790
ოფიციალური საიტი http://debalcevo-dnr.ru/
დებალცევო — უკრაინა
დებალცევო

დებალცევო (უკრ. Деба́льцеве; რუს. Деба́льцево) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს დონეცკის ოლქში. წარმოადგენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სარკინიგზო კვანძს. 2014 წელს ქალაქის მოსახლეობა 25 525 კაცს შეადგენდა.

ომი დონბასში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.

2014 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაიკავეს[1][2], მათ შორის დებალცევოც[3]. 2014 წლის 26 ივლისს ქალაქმა მძიმე ბრძოლები გადაიტანა[3], 28 ივლისს კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დებალცევოზე კონტროლი დაიბრუნა[4]. 2015 წლის იანვარში უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი ქალაქი სეპარატისტების მხრიდან მრავალჯერ დაიბომბა, რაც განპირობებული იყო დონეცკის აეროპორტისა და საპორტო ქალაქ მარიუპოლის დაკავების მცდელობით[5]. დებალცევოდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა[6]. იანვარ-თებერვალში მომხდარი მძიმე ბრძოლების შედეგად, 18 თებერვალს უკრაინელებმა ქალაქი დატოვეს[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]