იოშიჰიდე სუგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოშიჰიდე სუგა
იაპონ. 菅 義偉
იოშიჰიდე სუგა იაპონ. 菅 義偉
იაპონიის 63-ე პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 სექტემბერი, 2020
მონარქი  ნარუჰიტო
წინამორბედიშინძო აბე

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 დეკემბერი 2012 – 16 სექტემბერი 2020
მონარქი  აკიჰიტონარუჰიტო

დაბადებული1948 წლის 6 დეკემბერი
მოქალაქეობაიაპონიის დროშა იაპონია
ეროვნებაიაპონელი
პოლიტიკური პარტიალიბერალურ-დემოკრატიული პარტია (იაპონია)

იოშიჰიდე სუგა (იაპონ. 菅 義偉; დ. 6 დეკემბერი 1948) — იაპონელი პოლიტიკოსი და იაპონიის მოქმედი პრემიერ-მინისტრი. სუგა მსახურობდა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურ მდივნად პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს კაბინეტში 2012-2020 წლებში და ასევე იკავებდა იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრის თანამდებობას 2006-2007 წლებში.

იოშიჰიდე სუგა დაიბადა მარწყვის მომყვანი ფერმერების ოჯახში აკიტას პრეფექტურაში. საცხოვრებლად ტოკიოში გადასვლისა და უმაღლესის სკოლის დასრულების შემდეგ, მან ჩააბარა ჰოსეის უნივერსიტეტში.[1] ჰოსეის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ 1975 წელს იოშიჰიდე გახდა დეპუტატ ჰიკოსაბურო ოკონოგის დამხმარე. 1987 წელს სუგა აირჩიეს ქალაქ იოკოჰამას მუნიციპალურ ასამბლეაში (საკრებულოში) .[2] 1996 წელს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სახელით კენჭი იყარა პარლამენტის არჩევნებში. კანაგავას პრეფექტურის მეორე ოლქში გამარჯვების შემდეგ, იოშიჰიდე სუგა იაპონიის პარლამენტის წევრი გახდა.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Who is Yoshihide Suga, Japan's next prime minister?“, Mainichi Shimbun, 14 September 2020. ციტირების თარიღი: 16 September 2020. 
  2. Japan’s Next Prime Minister Emerges From Behind the Curtain“, The New York Times, 14 September 2020. ციტირების თარიღი: 16 September 2020.