ნიკარაგუელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკარაგუელები

რუბენ დარიო,
დანიელ ორტეგა
საერთო მოსახლეობა
6, 000, 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა       5.6 მილიონი
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 600,000
აშშ-ის დროშა აშშ 300,000-700,000
ესპანეთის დროშა ესპანეთი 6,096
ენები ესპანურენოვანი, ინგლისურენოვანი, სხვა
რელიგიები კათოლიკეები

ნიკარაგუელები — ხალხი, რომლებიც სახლობენ ან წარმომავლობით არიან ნიკარაგუიდან. ნიკარაგუელების უმეტესობა ცხოვრობს ნიკარაგუაში, თუმცა მნიშვნელოვანი დიასპორა გააჩნიათ კოსტა-რიკასა და შეერთებულ შტატებში. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ნიკარაგუაში, მაგრამ არ არიან ნიკარაგუელები, რადგანაც არ დაბადებულან ან არ აღზრდილან ნიკარაგუაში, ან საერთოდაც არ აქვთ ნიკარაგუის მოქალაქეობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით ნიკარაგუის მოსახლეობა 5,743,000 (1 ივლისი, 2009) აღწევს. მოსახლეობის მატების ტემპი კი 1.31%-ს უდრის, ახალშობილთა რაოდენობა- 24.9/1,000., რაც სიდიდით მესამეა რეგიონში. სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი არის 72.9 წელი. 69.9 მამაკაცებში, 76.0-ქალებში.

ნიკარაგუის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი არის მანაგუა 1.2 მილიონიანი მოსახლეობით (2005). 2004 წლის მონაცემებით 4,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში 2,7.

ეთნიკური ჯგუფები
ნიკარაგუელი ბიჭები
ჯგუფი რაოდენობა
მეტისები (69%) 3,915,995
თეთრკანიანები (17%) 964,810
შავკანიანები (9%) 510,782
ამერინდიელები (5%) 283,767
Source: CIA World Factbook დაარქივებული 2009-09-12 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული 2009-09-12 საიტზე Wayback Machine. (2007)

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუის მოსახლეობის უმეტესობა არიან თეთრკანიანები და მეტისები. ზუსტად 69% არის მეტისი და 17% თეთრკანიანები. თეთრკანიანები და მეტისები განფენილი არიან ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე და ერთად აღებული ნიკარაგუის მოსახლეობის 86%-ს შეადგენენ, 4,8 მილიონს.

აფრო-ნიკარაგუელი

შავკანიანები და აფრო-ნიკარაგუელები ნიკარაგუის მოსახლეობის 9%- შეადგენენ. მათი განსახლების არეალი ქვეყნის მეჩხრად დასახლებული აღმოსავლეთ რეგიონია-კარიბის ზღვისპირეთი. შავკანიანების უმეტესობა ვესტ-ინდიური წარმოშობისაა და მათი წინაპრები იყვნენ იამაიკიდან მონებად ჩამოყვანილები, ბრიტანეთის პროტექტორატის დროს. ნიკარაგუას ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობის აფრო-ლათინოსები მთელს ცენტრალურ ამერიკაში. ზემოთცამოთვლილ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ასევე ცხოვრობენ გარიფუნას ხალხი, რომელთაც აქვთ კარიბული, ანგოლური, კონგოური და ავარაკული წარმომავლობა.

დარჩენილი 5% არიან ამერინდიელები-ნიკარაგუის ენდოგენური მოსახლეობის წმინდა სისხლის შთამომავლები. ნიკარაგუის კოლუმბიმდელი მოსახლეობის შთამომავლები ნიკარაგუის ტერიტორიაზე აერთიანებენ არაერთ ეთნოსს. დასავლეთ რეგიონში სახლობს ნიკარაოს ხალხი, რომლების კულტურულად ძალზედ ახლოს იყვნენ მაიას ტომებთან და რომელთა მიხედვითაც დაერქვა ნიკარაგუას დღევანდელი სახელი. ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპირო დასახლებული იყო ჩიბჩას ტომებით, რომლების ამ ტერიტორიწებზე გადმოსახლდნენ სამხრეთ ამერიკიდან, დღევანდელი კოლუმბიიდან და ვენესუელიდან. ეს ჯგუფი აერთიანებს შემდეგ ხალხებს: რამა, მოსკიტო, სუმო. მეცხრამეტე საუკუნეში ენდოგენური მოსახლეობის რაიოენობა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ისინი მეტისების უმრავლესობაში შეეთქვიფნენ. მათი უფლებებისთვის ნიკარაგუის მთავრობამ 1983 წელს სელაიას დეპარტამენტი დაჰყო ორ ავტონომიურ რეგიონად, რათა ნიკარაგუაში მცხოვრებ უმცირესობებს საკუთარი თვითმმართველობა ჰქონოდათ.

იმიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუელი ქალები კონცერტზე მანაგუაში

ნიკარაგუაში ხშირად ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან ჩამოსახლება, თუმცა ჩამოსახლებულთა რაოდენობა არასოდეს აღემატებოდა ნიკარაგუის მოსახლეობის 1% 1995 წლამდე. 2005 წლის მონაცენებით ამ მაჩვენებელმა 1,2%-დმე აიწია.

1880-იან წლებში ნიაკარაგუას გადაუარა ევროპიდან იმიგრირებულთა ტალღამ. ოჯახები ჩამოდიოდნენ გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, რათა დაეწყოთ საქმიანობა ნიკარაგუაში. ისინი დაკავდნენ, როგორც სამეურნეო საქმიანობაში, შაქრისა და ყავის წარმოება, ისევე, კომერციულ ბიზნესში საბანკო საქმიანობა, გაზეთებისა და სატუმროების მფლობელობა.

ნიკარაგუაში ცხოვრობს ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულები: სომხები, სირიელები, ნიკარაგუელი ებრაელები, ნიკარაგუელი პალესტინელები და ლიბანელები. მათი რაოდენობა 30, 000-ს აღწევს. არიან აღმოსავლეთ აზიიდან, კერძოდ ჩინეთიდან, იაპონიიდან და ტაივანიდან იმიგრირებულნი. ნიკარაგუელი ჩინელების რაოდენობა 12, 000-ს აღწევს.

ნიკარაგუელები საზღვარგარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუას, ისევე როგორც, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, აქვს დიდი ხნის ისტორია შეერთებულ შტატებში მიგრაციისა. ნიკარაგუა რეგიონის ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა კოსტა-რიკაში მიდის ემიგრაციაში. ნიკარაგუის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით ნიკარაგუელი ოჯახების 11%-ს ჰყავს მინიმუმ 1 ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ.

ნიკარაგუელების ძალზედ მცირე რიცხვი ცხოვრობს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, ევროპაში, კანადაში, ტაივანში, ჩინეთში.

ნიკარაგუელლები კოსტა-რიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუელები კოსტა რიკაში მე-19 საუკუნიდან მიგრირებენ. ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ნიკარაგუელებისთვის შეერთებული შტატები არ არის მიგრაციის უპირველესი ობიექტი, არამედ კოსტა-რიკა. კოსტა-რიკის მოსახლეობის 10% (400,000 - 600,000) არის ნიკარაგუელი. ისინი სეზონურ სამუშაოებზე ჩადიან კოსტა-რიკაში და ისევ ბრუნდებიან სამშობლოში. 1998 წელს ნიკარაგუამ და კოსტა-რიკამ ხელი მოაწერეს სეზონური მიგრაციის გასაკონტროლებელ ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება ნიკარაგუელებს უფლებას აძლევს გადალახონ კოსტა-რიკის დასავლეთი საზღვარი პან-ამერიკული გზატკეცილით. კოსტა-რიკის ჩრდილოეთ ნაწილში 200,000 ნიკარაგუელი ცხოვრობს. იქვე არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც საკუთარი პროგრამით აქტიურად იცავს მიგრანტთა უფლებებს.

ნიკარაგუელი ამერიკელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატები არის საზღვარგარეთ მცხოვრები ნიკარაგუეკების სიდიდით მეორე სახლი. უფრო კონკრეტულად კი მაიამის მიმდებარე რაიონები. მათი რიცხვი 2006 წელს აღწევდა 281,167.

ნიკარაგუადან აშშ-ში მიგრირებული ადამიანების შესახებ ზუსტი ინფირმაციის ამსახველი ადრინდელი დოკუმენტები არ არსებობს. ასეთი ასახავს არა ერთი ქვეყნის, არამედ მთელი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში მიგრირებულთა მაჩვენებლებს. აშშ-ს აღწერის ბიუროს მონაცემებით 1967-1976 ლწებში 7, 500 ადამიანი ლეგალურად ჩავიდა აშშ-ში ნიკარაგუიდან. 1970 წელს ნიკარაგუელი ამერიკელების რიცხვი 28,620 ადამიანს გაუტოლდა. მათი 90%-მა თავის ნებით დატოვეს ნიკარაგუა, როგორც თეთრკანიანებმა. 1960-იან წლებში მიგრირებული ნიკარაგუელების უმეტესობა იყო ქალი, ყოველ მიგრირებულ 100 ქალზე 60 მამაკაცი მოდიოდა. 1998 წელს ორი მილიონი ნიკარაგუელი უსახლკაროდ დარჩა ქარიშხალ მიჩის გამო. 1990-იანი წლების ბოლოს უსახლკაროდ დარჩენილებმა მიიღეს მუდმივი საცხოვრებელი და დროებით შეფარებულთა სტატუსი.

აშშ-ს 1990 წლის მონაცემებით 202,658 ნიკარაგუელიდან 168,659 ადამიანი ნიკარაგუაში დაბადებული იყო. 1992 წლისთვის ნიკარაგუის მოსახლეობის 10–12% ემიგრირებული იყო.

ნიკარაგუელთა თავმოყრის მნიშვნელოვანი ადგილები აშშ-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუელთა თავმოყრის მნიშვნელოვანი ადგილები აშშ-ში არის მაიამი, სადაც 79,559 ადამიანი ცხოვრობს. ისინი ძირითადად თავმოყრილი არიან სვითუოთერისა და „პატარა მანაგუაში“. 2000 წლის მონაცემებით სვითუოთერის მოსახლეობის 16,63% ნიკარაგუული წარმოშობისაა. ეს არის ყველაზე დიდი პროცენტობრივი მაჩვენებელი ნიკარაგუელების ხვედრითი წილისა მათი განსახლების არეალებში.

მეორე დიდი რაიონი ამერიკელი ნიკარაგუელების თავმოყრისა არის კალიფორნია, სადაც ცხოვრობს 51,336 ადამიანი 2000 წლის მონაცემებით.

კულტურა და ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუას აქვს მდიდარი ხალხური, მუსიკალური და რელიგიური ტრადიციები, რომელზეც ძლიერი გავლენა მოახდინა ევროპულმა კულტურამ და იმავდროულად, ნიკარაგუული კულტურა შერწყმულია ამეინდიელების კულტურასთან. შესაძლებელია ნიკარაგუულ კულტურაში გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. წყნარი ოკეანისპირეთი, რომელიც დაპყრობილი იყო ესპანელების მიერ, მდიდარია ხალხური, მუსიკალური და ტრადიციული რელიგიებით. ასევე დიდი გავლენა მოახდინა ევროპულმა კულტურამ მის ჩამოყალიბებაზე. ამიტოომაც იგი ძალზედ ჰგავს სხვა ესპანურენოვანი სახელმწიფოს კულტურას. ნიკარაგუის კარიბული სანაპირო იყო ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ და ამიტომაც ამ რეგიონში გაბატონებულია ინგლისური ენა ესპანურსა და ენდოგენურ ენებთან ერთად. ეს კულტურა ძალზედ ჰგავს კარიბელი ერების კულტურას, როგორიცაა ბელიზი, იამაიკა. წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრები ინდიელები შეეთქვიფნენ მეტისების კულტურას, მაშინ, როცა კარიბის ზღვის სანაპიროზე მცხოვრებმა ინდიელებმა შეინარჩუნეს თავისი თვითმყოფადობა.

ნიკარაგუული მუსიკა არის ნარევი ადგილობრივი ინდიელებისა და ევროპელების, განსაკუთრებით ესპანელების, მუსიკალური გემოვნებისა. მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორისაა მარიმაბა და ცენტრალური ამერიკის სხვა მსგავსი ინსტრუმენტები. მარიმაბას აკომპანემენტს უწევენ ბას ვიოლინო, გიტარა და გიტარილა(პატარა გიტარა, მონდოლინას მსგავსი). მარიმაბას ამზადებენ ხის მერქნისგან, რომელსაც ათავსებენ მეტალის ან ბამბუკის მილებთან მრავალხმოვნობის მისაღებად. მასზე კი უკრავენ ორი ან ოთხი დასარტყამით. ნიკრაგაუის კარიბული სანაპირო ცნობილია ცოცხალი და რიტმული საცეკვაო სიმღერით- პალო დე მაიო. პალო დე მაიოს ფესტივალი იმართება მაისში. გარიფუნას ხალხს აქვს განთქმული მუსიკა, ეწოდება პუნტა.

ყოველწლიური კარნავალი მანაგუაში, ნიკარაგუა

ნიკარაგუული ლიტერატურა სათავეს იღებს კოლონიამდელი პერიოდიდან, მითებისა და ზეპირსიტყვიერების სახით. ზოგიერთი ასეთი მოთხრობა დღესაც ცნობილია ნიკარაგუაში. ნიკარაგუაში ლიტერატურაზეც დიდი გავლენა მოახდინეს ესპანელმა კონკისტადორებმა. იმავდროულად კი ნიკარაგუული პოეზია იყო მნიშვნელოვანი წყარო ესპანურენოვან პოეზიაში. რუბენ დარიომ, რომელიც აღიარებულია მოდერნიზმის ფუძემდებლად მე-19 საუკუნეში, ნიკარაგუულ პოეზიას საერთაშორისო დიდება მოუტანა. სხვა ლიტერატურულ პერსონათაგან აღსანიშნავია ერნესტო კერდენალი, ჯოკონდა ბელი, კლარიბელ ალეგრია, ხოსე კორონელ ურტეჩო.

ელ გუეგუენსე არის სატირული დრამა და მიიჩნევა კოლუმბამდელი ეპოქის პირველ ლიტერატურულ ნაშრომად. იგი აღიარებულია კოლონიამდელი ეპოქის ლათინური ამერიკის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწარმოებად და ნიკარაგუული ფოლკლორის შედევრად, რომელშიც გაერთიანებულია მუსიკა, ცეკვა და თეატრი. თეატრალური პიესა დაწერილია მე-16 საუკუნის უცნობი ავტორის მიერ. ელ გუეგუენსე არის ყველაზე ძველი ენდოგენური თეატრალური ნამუშევარი დასავლეთ ნახევარსფეროში. მრავალი საუკუნის შემდეგ ეს ისტორია წიგნად გამოქვეყნდა 1942 წელს.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიშნული ბლუეფილდსში, ინგლისურ (ზემოთ), ესპანურ (შუაში) და მოსკიტოს ენაზე (ბოლოში)
ინგლისურად მოლაპარაკე კრეოლი ბლუეფილდსში

ნიკარაგუის მოსახლეობის 90% საუბრობს ესპანურ ენაზე. ნიკარაგუაში ვესეო ფორმა არის გავრცელებული, ისევე როგორც არგენტინაში, ურუგვაიში, ჰონდურასსა და კოლუმბიის სანაპირო რეგიონებში. ესპანურს აქვს მრავალი დიალექტი, რომლებზეც საუბრობენ ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებში. ცენტრალური ამერიკის ესპანური არის ესპანური ენის დიალექტი, რომელზეც საუბრობენ ნიკარაგუაში. კარიბის ზღვისპირეთში ბევრი აფრო-ნიკარაგუელი და კრეოლისთვის ინგლისური ენა მშობლიური ენაა. კარიბის სანაპიროებზე მცხოვრები რამა, მოსკიტო, გარიფუნა და სუმო საუბრობენ თავიანთ მშობლიურ, ენდოგენურ ენებზე. ასევე, სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა, როგორიცა ნიკარაგუელი ჩინელები, ნიკარაგუელი პალესტინელები, დაიცვეს თავისი წინაპრების ენა, თუმცა ისინი ესპანურ ან ინგლისურ ენებზეც საუბრობენ.

ნიკარაგუას აქვს სამი გარდაცვლილი ენა, ერთ-ერთი მათგანი კი არასოდეს შეუსწავლიათ. დიდად საყურადღებოა ნიკარაგუული ნიშნების ენა, რომელიც ასევე არის ენათმეცნიერების საკვლევი საგანი.

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუის დროშა

ნიკარაგუის სახელმწიფო დროშა მიღებულია 1971 წლის 21 აგვისტოს. იგი ემყარება ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების დროშას. ორი ლურჯი ზოლი აღნიშნავს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს, თეთრი ფერი კი მშვიდობას. დღეს გაბატონებულია შეხედულება, რომ ლურჯი ზოლები აღნიშნავს სამართლიანობასა და შემწყნარებლობას, თეთრი კი-ღირსებასა და სათნოებას. სახელმწიფო გერბზე მონიშნული სწორკუთხა სამკუთხედი განასახიერებს თანასწორობას. მასში ჩასმული ხუთი ვულკნი ფედერაციის ხუთ სუბიექტს. ასევე ფრიგიული ქუდი (თავისუფლების ქუდი)-თავისუფლება, ცისარტყელა-მშვიდობას და მზის შუქით- ავისუფლებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]