შინაარსზე გადასვლა

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის (ინგლ. Snooker World Professional Seniors Championship) — სნუკერის მთავარი ტურნირი ზედა ასაკობრივი კატეგორიის (40 წელზე მეტი) მოთამაშეებისთვის.

ტურნირი პირველად გაიმართა 1991 წელს სტოკ-ონ ტრენტში და მისი გამარჯვებული გახდა უელსელი კლიფ უილსონი. შემდეგ ჩემპიონატმა დიდი ხნის განმავლობაში შეწყვიტა არსებობდა და განახლდა მხოლოდ 2010 წელს[1][2][3][4]. აქამდე, 2000 წელს იყო მცდელობა ვეტერანების ტურის ორგანიზებისა, რომელშიც იგეგმებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩართვაც, თუმცა არასაკმარისი ფინანსური დახმარებისა და მასმედიის მხრიდან ყურადღების ნაკლებობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა — ჩატარდა მხოლოდ ერთი ტურნირი, World Seniors Masters. ხოლო 2004 წელს IBSF-მ ორგანიზება გაუწია საკუთარ მსოფლიო პირველობას, თუმცა იგი ცოტა სხვაგვარი ტურნირი იყო და არ შესულა მსოფლიო ჩემპიონატების ოფიციალურ სიაში.

2006 წელს ჩატარდა ერთადერთი გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი, აგრეთვე IBSF-ის ეგიდის ქვეშ.

განახლებული ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 2010 წლის მაის-ნოემბერში. ის მოიცავდა საკვალიფიკაციო (28-30 მაისი) რაუნდსა და ფინალურ, სატელევიზიო სტადიას (5-7 ნოემბერი). ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჯო ჯონსონი. სულ ფინალურ სტადიაზე მაშინ ითამაშა მსოფლიოს ექვსმა ექს-ჩემპიონმა. ესენია: ჯო ჯონსონი, სტივ დეივისი, ჯონ პეროტი, კენ დოერტი, დენის ტეილორი და პიტერ ებდონი, აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატის ექვსგზის ფინალისტი ჯიმი უაიტი. იგეგმებოდა აგრეთვე ალექს ჰიგინსის მონაწილეობა, თუმცა 2010 წლის 24 ივლისს იგი გარდაიცვალა[5]. გამარჯვებული გახდა ჯიმი უაიტი. მომავალ წელს ტურნირზე უფრო მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა თვითონ ჩემპიონატის ფორმატიც ძლიერ განსხვავდებოდა სნუკერის კლასიკური ვარიანტისგან. 2011 წლის გამარჯვებული გახდა დარენ მორგანი.

ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ადგილი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში
1991 სტოკ-ონ-ტრენტი უელსის დროშა კლიფ უილსონი ავსტრალიის დროშა ედი ჩარლტონი 5:4
1992—2009 წლებში ჩემპიონატი არ ტარდებოდა
2010 ბრედფორდი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 4:1
2011 პიტერბორო უელსის დროშა დარენ მორგანი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 2:1

World Seniors Masters-ის გამარჯვებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ადგილი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში
2000 ლონდონი ინგლისის დროშა უილი თორნი კანადის დროშა კლიფ თორბერნი 84-8[6]

IBSF-ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ადგილი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში
2004 ველტჰოვენი ახალი ზელანდიის დროშა დინ ო'კეინი ირლანდიის დროშა იუჯინ ჰიუზი 5:2
2005 მანამა ახალი ზელანდიის დროშა დინ ო'კეინი ირლანდიის დროშა იუჯინ ჰიუზი 5:4
2006 ამანი პაკისტანის დროშა მოჰამედ იუსუფი ავსტრალიის დროშა გლენ უილკინსონი 5:4
2007 კორატი უელსის დროშა დარენ მორგანი ტაილანდის დროშა კარნჩაი ვონგიანი 5:1
2008 ველსი ახალი ზელანდიის დროშა დინ ო'კეინი ინდოეთის დროშა გიტ სეტი 5:1
2009 ჰაიდარაბადი უელსის დროშა დარენ მორგანი ახალი ზელანდიის დროშა დინ ო'კეინი 6:0
2010 დამასკო უელსის დროშა ფილიპ უილიამსი ტაილანდის დროშა ტაი პიჩიტი 6:4

IBSF-ის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ადგილი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში
2006 სან-ხოსე დროშა: ინგლისი ინგლისი ინდოეთის დროშა ინდოეთი 'A' 5:2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]