შინაარსზე გადასვლა

ედი ჩარლტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედი ჩარლტონი
საერთო ინფორმაცია
მეტსახელი: მტკიცე ედი (Steady Eddie), Mr.Snooker
დაბ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 1929
დაბ. ადგილი: ახალი სამხრეთ უელსი; ავსტრალია
გარდ. თარიღი: 7 ნოემბერი, 2004 (75 წლის)
გარდ. ადგილი: პალმერსტონ-ნორთი; ახალი ზელანდია
მოქალაქეობა: ავსტრალიის დროშა ავსტრალია
პროფესიონალური კარიერა: 1963—1995
უმაღლესი რეიტინგი: № 3 (5 სეზონი)
უმაღლესი ბრეიკი: 124 (Irish Masters 1984)
სენჩერის რაოდენობა: 21
გამარჯვებები ტურნირებზე
სულ გამარჯვება: 18
მსოფლიო ჩემპიონატი: ფინალი (1968, 1973, 1975)
სხვა ტურნირები: 18

ედუარდ ფრენსის (ედი) ჩარლტონი (ინგლ. Edward Fransis (Eddie) Charlton; დ. 31 ოქტომბერი, 1929, ახალი სამხრეთ უელსი; ავსტრალია — გ. 7 ნოემბერი, 2004,პალმერსტონ-ნორთი; ახალი ზელანდია) — ავსტრალიელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე. დაიბადა ქალაქ მარიუეზერში, გარდაიცვალა ჩრდილოეთ პალმერსტონში. ერთ-ერთი საუკეთესო მობილიარდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სნუკერისა და ინგლისური ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ფინალისტი. მან დააარსა სნუკერის პროფესიონალი მოთამაშეების ავსტრალიური ასოციაცია.

ედი ჩარლტონი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ავსტრალიელ სნუკერისტად ითვლება. თავისი სპორტული მიღწევების გარდა ის აგრეთვე წლების განმავლობაში ავითარებდა და პოპულარულს ხდიდა სნუკერს ავსტრალიაში. 1980 წელს დამსახურებებისთვის ედი დაჯილდობდა ავსტრალიის ორდენით[1].

გამოსვლები ტურნირებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]