Players Tour Championship

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Players Tour Championshipსნუკერის დაბალრეიტინგული ტურნირების სერია, რომელიც შედგება 12 ეტაპისაგან (ექვს-ექვსი ინგლისსა და კონტინენტურ ევროპაში), აგრეთვე ფინალური ტურნირისგან (PTC-ის გრანდფინალი). სერია მიმდინარეობს თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში — ივნისიდან მარტამდე.

12 ტურნირიდან თითოეულში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პროფესიონალს მეინ-ტურიდან და ყველა მსურველ მოყვარულს. თუკი მონაწილეთა რაოდენობა 128 მოთამაშეს აღემატება (ამ რიცხვზეა გათვლილი ნებისმიერი ეტაპის ძირითადი ბადე), ტარდება კვალიფიკაციის წინასწარი რაუნდი. ყოველ ეტაპზე სათამაშოდ მოთამაშემ უნდა გადაიხადოს £ 100. ფინალურ ტურში გადის 24 მოთამაშე, რომლებმაც ყველაზე მეტი საპრიზო დააგროვეს და მონაწილეობა მიიღეს არანაკლებ 6 ეტაპში (სამი ინგლისური და სამი ევროპული).

ტურნირის ყველა მატჩი იმართება 4 გამარჯვებამდე.

რეიტინგული ქულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PTC-ის ეტაპები:

  • გამარჯვებული: 2000 ქულა
  • ფინალისტი: 1600 ქულა
  • ნახევარფინალისტები: 1280 ქულა
  • მეოთხედფინალისტები: 1000 ქულა
  • 1/8 ფინალის მონაწილეები: 760 ქულა
  • 1/16 ფინალის მონაწილეები: 560 ქულა
  • 1/32 ფინალის მონაწილეები: 360 ქულა

PTC-ის ფინალური ტურნირი:

  • გამარჯვებული: 3000 ქულა
  • ფინალისტი: 2400 ქულა
  • ნახევარფინალისტები: 1920 ქულა
  • მეოთხედფინალისტები: 1500 ქულა
  • 1/8 ფინალისტები: 1140 ქულა
  • პირველი რაუნდი: 840 ქულა

სერიის რეიტინგული ქულები ჯამდება საერთო რეიტინგში და ერიცხებათ მხოლოდ მეინ-ტურის მონაწილეებს.

გრანდფინალის გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
2010/11 ინგლისის დროშა შონ მერფი ინგლისის დროშა მარტინ გოულდი 4:0 2010/11
2011/12 ინგლისის დროშა სტივენ ლი ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი 4:0 2011/12
2012/13 ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი 4:3 2012/13
2013/14 ჩინეთის დროშა ბარი ჰოკინსი ინგლისის დროშა ჯერარდ გრინი 4:0 2013/14
2014/15 2014/15

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]