Champion of Champions

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Champion of Championsსნუკერის მოწვევითი ტურნირი, რომელიც ტარდებოდა 1978 და 1980 წლებში ინგლისში.

მაიკ ბარეტმა, ბოქსის პრომოუტერმა, ამ ტურნირის ფორმატი დააკოპირა Dry Blackthorn Cup-ისგან, რომელიც ძველად ტარდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდა ოთხი პროფესიონალი მოთამაშე, მატჩები კი უემბლის კონფერენც-ცენტრში ტარდებოდა 1800-კაციანი აუდიტორიის წინაშე. Champion of Champions-ის პირველი ჩემპიონი გახდა რეი რიარდონი.

1979 წელს ტურნირი არ გაიმართა იმის გამო, რომ უემბლიში მასტერსი ტარდებოდა. მეორეჯერ Champion of Champions ჩატარდა 1980 წელს, ამჯერად სპონსორის გარეშე და New London Theatre-ში. მასში მონაწილეობა მიიღო 10-მა სნუკერისტმა, რომლებიც 2 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. თუმცა მოთამაშეების მხრიდან ტურნირის ახალი ფორმატით უკმაყოფილებისა და იმის გამო, რომ თამაშები ნაკლებად ნახვადი იყო, ტურნირი აღარ ჩატარებულა.

2013 წელს ტურნირი აღადგინეს. მან ჩაანაცვლა მაყურებელთათვის მობეზრებული პრემიერ ლიგა, რომლის პოპულარობამაც კლება დაიწყო. ახალ ტურნირზე დასწრების დონე საკმაოდ მაღალი იყო. ტურნირის აღდგენის ფარგლებში სნუკერთან თანამშრომლობა განაახლა კომპანია 888.com-მა, რომელიც მანამდე მსოფლიო ჩემპიონატს ასპონსორებდა, მაგრამ 2008 წელს კონტრაქტი გააუქმა ცალმხრივად. ახალმა ტურნირმა დადებითი შეფასება მიიღო და დახასიათდა, როგორც „ტურნირ მასტერსის უმცროსი ძმა“. ახალი ჩემპიონი გახდა რონი ო’სალივანი.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში პრიზი გამარჯვებულს სპონსორი
1978 უელსის დროშა რეი რიარდონი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 11:9 £ 2 000 Daily Mirror
1980 უელსის დროშა დუგ მაუნტჯოი ინგლისის დროშა ჯონ ვირგო 10:8 £ 5 000
2013 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა სტიუარტ ბინემი 10:8 £ 100 000 888 Casino
2014 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა ჯად ტრამპი 10:7 £ 100 000 -

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]