პირველად ტურნირი მასტერსი გაიმართა 1975 წელს West Centre Hotel-ში, ლონდონში. მისი ორგანიზატორი იყო Benson & Hedges, რომელიც ტურნირის სპონსორად დარჩა 2004 წლამდე. 10 მონაწილიდან ფინალისტების პირველი წყვილი შეადგინეს ინგლისელმა ჯონ სპენსერმა და უელსელმა რეი რიარდონმა. დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელიც დასრულდა გადამწყვეტი ფრეიმის შავ ბურთზე გადათამაშებით, სპენსერმა გაიმარჯვა. 1981 წელსტერი გრიფიტსი 2323 მაყურებლის თვალწინ გახდა პირველი სნუკერისტი, რომელმაც მასტერსის მოგება პირველივე ცდიდან მოახერხა. ხოლო 1986 წელს კანადელმა კლიფ თორბერნმა მოხაერხა ზედიზედ მოპოვებული ტიტულების რეკორდის დამყარება — ის გახდა მასტერსის ზედიზედ ორგზის და საერთო ჯამში სამგზის ჩემპიონი.
1988 წლის მასტერსის ფინალისტს, მაიკ ჰალეტს, ძალიან არ გაუმართლა: იგი ფინალში სტივ დეივისს შეხვდა, რომელმაც მოწინააღმდეგე 9:0 გაანადგურა. თვითონ დეივისს იმ სეზონზე უკვე 6 ტიტული ჰქონდა მოგებული, ეს გამარჯვება კი ამავდროულად 23-ე „მშრალი“ მოგება გახდა.
მასტერსი არის ყველაზე პრესტიჟული არარეიტინგული ტურნირი და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე „მდიდარი“ ტურნირი, თუმცა პირველად ჩატარებისას საპრიზო ფონდმა მხოლოდ 2000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2012 წელს ტურნირის გამარჯვებულს გადაეცა 150 000 £, ხოლო ყველაზე მსხვილი ფულადი პრიზის მფლობელი გახდა მარკ უილიამსი: 2003 წელს მან მოიგო 210 000 ფუნტი სტერლინგი.