დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი სნუკერში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი სნუკერში (ინგლ. UK Snooker Championship) — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 1977 წელს როგორც ტურნირი, რომელიც ღია იყო მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. პირველი გათამაშებსი გამარჯვებული გახდა პეტსი ფეიგანი, რომელმაც ფინალში დუგ მაუნტჯოი დაამარცხა ანგარიშით 12:9 და მიიღო £ 2000.

წესები შეიცვალა 1984 წელს, როდესაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება მიიღო ყველა პროფესიონალმა (თუმცა 2005 წლამდე ამ ტიტულს მხოლოდ ბრიტანელები და ირლანდიელები იგებდნენ); აგრეთვე ტურნირმა მიიღო რეიტინგულის სტატუსი. მას შემდეგ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი ყველა სხვა ტურნირზე მეტ ქულას იძლევა, გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა, რა თქმა უნდა.

ტურნირზე ბევრი დასამახსოვრებელი ფინალი იყო. 1980 წელს შედგა პროფესიონალურ ტურნირებზე სტივ დეივისის 73 გამარჯვებიდან პირველი. 1981 წელს დეივისისა და ტერი გრიფიტსის ფინალი საკმაოდ სანახაობრივი იყო. დეივისმა 16:3 გაიმარჯვა, მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში კი ეს მოთამაშეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ (ზედიზედ ოთხი ფინალი) მათი მოულოდნელი მარცხის წინ, რომელიც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ რაუნდზე განიცადეს. 1983 წელს ალექს ჰიგინსმა დაამარცხა დეივისი 16:15 მას შემდეგ, რაც პირველი სესია მშრალად წააგო — 0:7. ამ მატჩში დეივისის მარცხი თითქმის იმაზე უფრო მეტად ღირსშესანიშნავი გახდა, ვიდრე 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დენის ტეილორთან დამარცხება. 1985 წელს უილი ტორნმა ნამდვილი სიმტკიცე გამოავლინა დეივისის წინააღმდეგ თამაშისას. იგი თავიდან 13:10-ს ლიდერობდა დღის სესიის სტარტისთვის, მაგრამ შემდეგ მარტივ ლურჯ ბურთულას ააცილა და დამარცხდა 14:16. ამ გამარჯვებამ დეივისი გამოაცოცხლა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე მარცხის შემდეგ. ტორნმა მას შემდეგ ჯერაც ვერ მოიგო ვერც ერთი რეიტინგული ტურნირი. 1988 წელს დუგ მაუნტჯოიმ მოახერხა სტივენ ჰენდრისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა და გამარჯვებისკენ ლტოლვის წყალობით მოახერხა ახალგაზრდა ტალანტის დამარცხება (16:12), აგრეთვე იგი გახდა რეიტინგული ტურნირის ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული. უფრო მეტად გასაკვირი ისაა, რომ მანამდე მან მოიგო Mercantile Credit Classic და გახდა იმ დროისთვის ერთ-ერთი იმ ოთხი მოთამაშიდან, რომლებმაც მოახერხეს ზედიზედ ორი ტურნირის მოგება. 1989 წელს სტივენ ჰენდრიმ დეივისის დამარცხება ისევე მარტივად მოახერხა, როგორც ეს უკანასკნელი ახერხებდა რამდენიმე წლის წინ. შემდეგ წელს ჰენდრიმ კვლავ დაამარცხა დეივისი ანგარიშით 16:15. სტივმა აღნიშნა, რომ ჰენდრიმ გასაოცარი სიმტკიცე გამოავლინა. 1993 წელს უკვე თვითონ ჰენდრი დამარცხდა ფინალში 17 წლის რონი ო'სალივანთან. ო'სალივანი მაშინ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა (ერთი კვირის შემდეგ მას 18 შეუსრულდა).

2005 წელს სტივ დეივისი 1990-იანების შემდეგ პირველად გავიდა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის ფინალში. ეს ფინალი მის კარიერაში მეასე გახდა. დეივისი შეხვდა დინ ჯუნხუის, რომელთანაც 6:10 დათმო. ამ ჩემპიონატზე დაფიქსირდა ფინალისტთა შორის ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობა (დეივისი 38 წლის, მოწინააღმდეგე მხოლოდ 18-ის). აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 23-წლიანი გამოსვლების განმავლობაში დეივისმა ამ ტურნირზე ყველაზე მაღალი ბრეიკი გააკეთა — 145 ქულა. დღემდე სტივ დეივისს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ამ ტურნირის ტიტული — იგი დიდი ბრიტანეთის ექვსგზის ჩემპიონია. 2006 წელს სტივენ ჰენდრის, რომელიც ფინალში გავიდა, შეეძლო მისი მაჩვენებლის გამეორება, მაგრამ იგი პიტერ ებდონთან დამარცხდა 6:10.

2009 წელს დინ ჯუნხუიმ დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი კარიერაში მეორედ მოიგო. დღემდე იგი ერთადერთი არაბრიტანელი სნუკერისტია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ეს ტურნირი.

სხვადასხვა დროს დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატს ასპონსორებდა სხვადასხვა ფირმები, როგორებიცაა Coral, Tennents, Royal Liver Assurance, Liverpool Victoria, Travis Perkins, Maplin Electronics, Pukka-Pies, 12bet.com და ამჟამად williamhill.com. ამ ტურნირს ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში აშუქებს BBC. ტარდება წლის ბოლოს (როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში ან შუა რიცხვებში).

დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატზე დაფიქსირებულია 11 მაქსიმალური ბრეიკი: ორ-ორჯერ სტივენ ჰენდრისა (1995 და 1999) და რონი ო’სალივანის (2007 და 2014), თითოჯერ უილი თორნის (1987 — პირველი მაქსიმუმი ამ ტურნირზ), პიტერ ებდონის (1992), ნიკ დაისონის (2000), დინ ჯუნხუის (2008), ჯონ ჰიგინსის (2012) და მარკ სელბის (2013).

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
არარეიტინგული
1977 ირლანდიის დროშა პეტსი ფეიგანი უელსის დროშა დუგ მაუნტჯოი 12:9 1977/78
1978 უელსის დროშა დუგ მაუნტჯოი ინგლისის დროშა დევიდ ტეილორი 15:9 1978/79
1979 ინგლისის დროშა ჯონ ვირგო უელსის დროშა ტერი გრიფითსი 14:13 1979/80
1980 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 16:6 1980/81
1981 ინგლისის დროშა სტივ დეივისი უელსის დროშა ტერი გრიფითსი 16:3 1981/82
1982 უელსის დროშა ტერი გრიფითსი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 16:15 1982/83
1983 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 16:15 1983/84
რეიტინგული
1984 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 16:8 1984/85
1985 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა უილი თორნი 16:14 1985/86
1986 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა ნილ ფუდსი 16:7 1986/87
1987 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 16:14 1987/88
1988 უელსის დროშა დუგ მაუნტჯოი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 16:12 1988/89
1989 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 16:12 1989/90
1990 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 16:15 1990/91
1991 ინგლისის დროშა ჯონ პეროტი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 16:13 1991/92
1992 ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი ინგლისის დროშა ჯონ პეროტი 16:9 1992/93
1993 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:6 1993/94
1994 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ირლანდიის დროშა კენ დოერტი 10:5 1994/95
1995 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა პიტერ ებდონი 10:3 1995/96
1996 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 10:9 1996/97
1997 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:6 1997/98
1998 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი უელსის დროშა მეთიუ სტივენსი 10:6 1998/99
1999 უელსის დროშა მარკ უილიამსი უელსის დროშა მეთიუ სტივენსი 10:8 1999/00
2000 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი უელსის დროშა მარკ უილიამსი 10:4 2000/01
2001 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ირლანდიის დროშა კენ დოერტი 10:1 2001/02
2002 უელსის დროშა მარკ უილიამსი ირლანდიის დროშა კენ დოერტი 10:9 2002/03
2003 უელსის დროშა მეთიუ სტივენსი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:8 2003/04
2004 შოტლანდიის დროშა სტივენ მაგუაიერი ინგლისის დროშა დევიდ გრეი 10:1 2004/05
2005 ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი ინგლისის დროშა სტივ დეივისი 10:6 2005/06
2006 ინგლისის დროშა პიტერ ებდონი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:6 2006/07
2007 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა სტივენ მაგუაიერი 10:2 2007/08
2008 ინგლისის დროშა შონ მერფი ჰონგ-კონგის დროშა მარკო ფუ 10:9 2008/09
2009 ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 10:8 2009/10
2010 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი უელსის დროშა მარკ უილიამსი 10:9 2010/11
2011 ინგლისის დროშა ჯად ტრამპი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა მარკ ალენი 10:8 2011/12
2012 ინგლისის დროშა მარკ სელბი ინგლისის დროშა შონ მერფი 10:6 2012/13
2013 ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი ინგლისის დროშა მარკ სელბი 10:7 2013/14
2014 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა ჯად ტრამპი 10:9 2014/15

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]