მსოფლიოს IV გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
25 ოქტომბერი - 2 ნოემბერი 1997 ლუცერნი, შვეიცარია.
ამჯერად ფიდემ ტურნირში 1996 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი სამი პრიზიორი (რუსეთი, უკრაინა და აშშ) დაუშვა. ტურნირში მონაწილეობის უფლება მიიღეს ევროპის 1997 და პანამერიკის 1995 წლების ჩემპიონებმა, ინგლისისა და კუბის გუნდებმა. აზიას წარმოადგენდა ყაზახეთი, რომელმაც სპეციალურ ტურნირში გაიმარჯვა. ტურნირში დაუშვეს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული - საქართველოს ქალთა ნაკრებიც. ეგვიპტის ნაკრების ნაცვლად, რომელმაც უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, ფიდემ სომხეთის გუნდი მიიწვია. ასევე მიწვეულ იქნა ხორვატიის ნაკრებიც და რაღა თქმა უნდა თამაშობდნენ მასაპინძლები, შვეიცარიელი მოჭადრაკეებიც.
ძირითდი ბრძოლა რუს და ამერიკელ მოჭადრაკეებს შორის წარიმართა. წინ ჯერ რუსები გავიდნენ. მეხუთე ტურის შემდეგ ქულანახევრით წინ უკვე ამერიკელები იყვნენ. მეექვსე ტურში რუსებმა ერთი ქულა ამოქაჩეს. ბოლო ტურის წინ ამერიკელებს 20 ქულა ჰქონდათ, რუსებს - 19,5. ბოლო ტურში რუსებმა ქართველი ქალები მშრალად (4-0) დაამარცხეს. ამერიკელებს ყაზახებთან 3,5 ქულა სჭირდებოდათ, მაგრამ, შავი ფიგურებით მოთამაშე ბენჟმენმა და ჯაიდანოვმა მხოლოდ ყაიმს მიღწიეს და ამერიკამ მხოლოდ 3-1 მოიგო. რუსები ჩემპიონები გახდნენ. მესამე ადგილისათვის ბროლაში სომხებმა ინგლისელებს მხოლოდ ბოლო ტურში აჯობეს. ქართველი ქალები, როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი ადგილებისათვის ბრძოლაში არ ჩარეულა, თუმცა ორი მატჩის მოგება მაინც შესძლო.
საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: მაია ჩიბურდანიძე (+1=4-3), ნანა იოსელიანი (+0=3-4), ქეთევან არახამია (+1=3-4), ნინო გურიელი (+1=4-3), ნინო ხურციძე (+0=1-2) და ნონა გაფრინდაშვილი (+0=0-2).
ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ა | გუნდები | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | რუსეთი | ![]() |
2 | 2 | 2 | 3 | 3 | 2 | 2 | 3,5 | 4 | 23,5 |
2 | აშშ | 2 | ![]() |
2 | 2,5 | 2,5 | 2 | 3 | 3 | 2,5 | 3,5 | 23 |
3 | სომხეთი | 2 | 2 | ![]() |
2,5 | 2,5 | 2 | 2,5 | 2 | 2,5 | 3 | 21 |
4 | ინგლისი | 2 | 1,5 | 1,5 | ![]() |
2 | 3 | 2,5 | 2,5 | 3 | 2,5 | 20,5 |
5 | უკრაინა | 1 | 1,5 | 1,5 | 2 | ![]() |
1,5 | 2 | 3 | 2 | 3,5 | 18 |
6 | ხორვატია | 1 | 2 | 2 | 1 | 2,5 | ![]() |
2,5 | 2 | 3 | 1,5 | 17,5 |
7 | შვეიცარია | 2 | 1 | 1,5 | 1,5 | 2 | 1,5 | ![]() |
2,5 | 2 | 3 | 17 |
8 | ყაზახეთი | 2 | 1 | 2 | 1,5 | 1 | 2 | 1,5 | ![]() |
2,5 | 1,5 | 15 |
9 | კუბა | 0,5 | 1,5 | 1,5 | 1 | 2 | 1 | 2 | 1,5 | ![]() |
3 | 14 |
10 | საქართველო (ქალები) | 0 | 0,5 | 1 | 1,5 | 0,5 | 2,5 | 1 | 2,5 | 1 | ![]() |
10,5 |
პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ებგენი ბარეევი 4 (+3=2-1), პიოტრ სვიდლერი 4,5 (+3=3-1), ალექსანდრე ხალიფმანი 4,5 (+2=5-0), სერგეი რუბლევსკი 4 (+3=2-1), ალექსეი დრეევი 2,5 (+1=3-1), ვადიმ ზვიაგინცევი 4 (+3=2-0).
ალექსანდრე ერმოლინსკი 4 (+1=6-0), ჯოელ ბენჟმინი 3 (+2=2-2), ბორის გულკო 3 (+1=4-0), ნიკ დე ფირმიანი 3 (+2=2-1), გრიგორი კაიდანოვი 5 (+4=2-0), ლარი კრისტიამსენი 5 (+4=2-1).
ვლადიმირ აკოფიანი 5 (+2=6-1), რაფაელ ვაჰანიანი 1,5 (+0=3-1), სმბატ ლპუტიანი 7 (+5=4-0), არტაშეს მინასიანი 4,5 (+2=5-0), აშოტ ანასტასიანი 2 (+1=2-2), მელიქსეტ ხაჩიანი 1 (+0=2-0).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვასილი ივანჩუკი | ![]() |
6 | 8 | 75,0 |
ევგენი ბარეევი | ![]() |
4 | 6 | 66,7 |
ალექსანდრე ერმოლინსკი | ![]() |
4 | 7 | 57,1 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალექსანდრ ონიშუკი | ![]() |
4,5 | 7 | 64,3 |
პიოტრ სვიდლერი | ![]() |
4,5 | 7 | 64,3 |
მაიკლ ადამსი | ![]() |
4 | 7 | 57,1 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
სმბატ ლპუტიანი | ![]() |
7 | 9 | 77,8 |
მურტაზ კაჩგალიევი | ![]() |
6 | 9 | 66,7 |
მეტიუ სადლერი | ![]() |
6 | 9 | 66,7 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
სერგეი რუბლევსკი | ![]() |
4 | 6 | 66,7 |
ჯონათან სპილმენი | ![]() |
4 | 6 | 66,7 |
არტაშეს მინასიანი | ![]() |
4,5 | 7 | 64,3 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
გრიგორი კაიდანოვი | ![]() |
5 | 6 | 83,3 |
გორან დიზდარი | ![]() |
4,5 | 7 | 64,3 |
რიჩრდ ფორსტერი | ![]() |
3 | 5 | 60,0 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვადიმ ზვიაგინცევი | ![]() |
4 | 5 | 80,0 |
ლარი კრისტიანსენი | ![]() |
5 | 7 | 71,4 |
ხუან ბორხესი | ![]() |
2,5 | 6 | 41,7 |