მსოფლიოს V გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
12 - 20 ოქტომბერი 2001 ერევანი, სომხეთი.
მეხუთე ჩემპიონატისათვის შეიცვალა ტურნირის მასპინძელი. ტურნირში მონაწილეობდნენ: 2000 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი სამი პრიზიორი (რუსეთი, გერმანია და უკრაინა), აზიის 1999 და პანამერიკის 2000 წლების ჩემპიონები - უზბეკეთი და კუბა. ევროპის 1999 წლის ვიცე-ჩემპიონი - უნგრეთი (ჩემპიონი - სომხეთის ნაკრები თამაშობდა მასპინძლის სტატუსით) და ორი მოწვეული გუნდი - ირანი და მაკედონია.
ბრძოლა მეტად დაძაბული გამოდგა. პირველი ადგილისათვის სამი გუნდი: რუსეთი, სომხეთი და უკრაინა ებრძოდნენ ერთმანეთს. თავიდან სომხები დაწინაურდნენ. ორი ტურის შემდეგ ისინი ქულანახევრით უსწრებდნენ რუსებს და სამით - უკრაინელებს. მესამე-მეხუთე ტურებში ეს გუნდები რიგ-რიგობით ისვენებდნენ და ხუთი ტურის შემდეგ წინ 12 ქულით ისევ სომხები იყვნენ, 11-11 ჰქონდათ რუსებს და უკრაინელებს. სომხებს ალნათ მეტიც უნდა ჰქონოდათ, მაგრამ მეოთხე ტურში რუსების დამარცხების შემდეგ, მეხუთე ტურში თავად დამარცხდნენ გერმანელებთან.
მეექვსე ტურში მდგომარეობა არ შეცვლილა. მეშვიდეში კი უკრაინელებმა და სომხებმა ვერ შესძლეს მაკედონიელების და უზბეკების დამარცხება და რუსები დაწინაურდნენ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მერვე ტურის მატჩს სომხეთისა და უკრაინის გუნდებს შორის. პონომარიოვის გამარჯვებამ ვაჰანიანთან წარმატება უკრაინელებს მოუტანა. ბოლო ტურის წინ რუსებს 19,5, უკრაინელებს - 19 და სომხებს - 18,5 ქულა ჰქონდათ. რუსები უკრაინელებს ხვდებოდნენ, ხოლო სომხები - უნგრელებს. სომხებმა დაძაბულობას ვერ გაუძლეს და დამარცხდნენ. უკრაინელებმა კი ისევ პონომარიოვის გამარჯვების წყალობით (მან დრეევი დაამარცხა) შესძლეს რუსების დამარცხება და ჩემპიონის წოდების მოპოვება.
ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ა | გუნდები | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | უკრაინა | ![]() |
2,5 | 2,5 | 2 | 2,5 | 3,5 | 3 | 3 | 3,5 | 21,5 |
2 | რუსეთი | 1,5 | ![]() |
1 | 3,5 | 3 | 2 | 3 | 3,5 | 3,5 | 21 |
3 | სომხეთი | 1,5 | 3 | ![]() |
1 | 1,5 | 2 | 3 | 4 | 4 | 20 |
4 | გერმანია | 2 | 0,5 | 3 | ![]() |
2 | 2,5 | 2 | 3,5 | 3 | 18,5 |
5 | უნგრეთი | 1,5 | 1 | 2,5 | 2 | ![]() |
2 | 1,5 | 2,5 | 3,5 | 16,5 |
6 | უზბეკეთი | 0,5 | 2 | 2 | 1,5 | 2 | ![]() |
2,5 | 1,5 | 3,5 | 15,5 |
7 | კუბა | 1 | 1 | 1 | 2 | 2,5 | 1,5 | ![]() |
3 | 2,5 | 14,5 |
8 | მაკედონია | 2 | 0,5 | 0 | 0,5 | 1,5 | 2,5 | 1 | ![]() |
1,5 | 9,5 |
9 | ირანი | 0,5 | 0,5 | 0 | 1 | 0,5 | 0,5 | 1,5 | 2,5 | ![]() |
7 |
პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვასილი ივანჩუკი 4 (+1=6-0), რუსლან პონომარიოვი 5,5 (+4=3-0), ვლადიმერ ბაკლანი 3 (+1=4-1), ვიაჩესლავ ეინგორნი 4 (+3=2-0), ოლეგ რომანიშინი 2,5 (+1=3-0), ვადიმ მალაჰატკო 2,5 (+2=1-0).
პიოტრ სვიდლერი 4,5 (+2=5-1), ალექსეი დრეევი 3,5 (+2=3-1), ალექსანდრე გრიშუკი 3 (+1=4-0), სერგეი რუბლევსკი 4,5 (+4=1-0), კოსტანტინ საკაევი 3,5 (+3=1-1), ალექსანდრე მოტილიოვი 2(+1=2-0).
ვლადიმერ აკოფიანი 5 (+3=4-0), რაფაელ ვაჰანიანი 4,5 (+4=1-1), სმბატ ლპუტიანი 4 (+4=0-3), კარენ ასრიანი 1,5 (+0=3-0), აშოტ ანატასიანი 2,5 (+2=1-2), არტაშეს მინასიანი 2,5 (+1=3-0).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვლადიმერ აკოფიანი | ![]() |
5 | 7 | 71,4 |
ვასილი ივანჩუკი | ![]() |
4 | 7 | 57,1 |
პიოტრ სვიდლერი | ![]() |
4,5 | 8 | 56,3 |
არტურ იუსუპოვი | ![]() |
4,5 | 8 | 56,3 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
რუსლან პონომარიოვი | ![]() |
5,5 | 7 | 78,6 |
რაფაელ ვაჰანიანი | ![]() |
4,5 | 6 | 75,0 |
ზოლტან გუიმეში | ![]() |
4,5 | 7 | 64,3 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალექსანდრ გრაფი | ![]() |
5 | 8 | 62,5 |
ალექსანდრე გრიშუკი | ![]() |
3 | 5 | 60,0 |
რობერტ რუსკი | ![]() |
4 | 7 | 57,1 |
სმბატ ლპუტიანი | ![]() |
4 | 7 | 57,1 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
სერგეი რუბლევსკი | ![]() |
4,5 | 5 | 90,0 |
ვიაჩესლავ ეინგორნი | ![]() |
4 | 5 | 80,0 |
ტომას ლუთერი | ![]() |
4,5 | 8 | 56,3 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
კოსტანტინ საკაევი | ![]() |
3,5 | 5 | 75,0 |
ოლეგ რომანიშინი | ![]() |
2,5 | 4 | 62,5 |
მარატ დძიმევი | ![]() |
3 | 5 | 60,0 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ნერუს დელგადო | ![]() |
3 | 4 | 75,0 |
ვლადიმერი ეგინი | ![]() |
2,5 | 4 | 62,5 |
არტაშეს მინასიანი | ![]() |
2,5 | 4 | 62,5 |