ტურნირში ფიდემ1988 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ექვსი გუნდი (სსრკ, ინგლისი, ნიდერლანდები, აშშ, უნგრეთი და იუგოსლავია) დაუშვა. თავისი კონტინენტების ჩემპიონების სტატუსით გამოდიოდნენ კუბა და ჩინეთი. კვლავ თამაშობდა მასპინძელი - შვეიცარია და აფრიკის ნაკრები. დაფათა რაოდენობა შემცირდა ოთხამდე.
საბჭოელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ლიდერობა და ბოლომდე შეინარჩუნეს იგი. დიდი ბრძოლა გაჩღდა მეორე ადგილისათვის. ბოლო ტურის წინ იუგოსლავიელებს და ინგლისელებს 19-19 ქულა ჰქონდათ. მოლო ტურში იუგოსლავიელებმა შესძლეს ამერიკელთა დამარცხება 3-1, ინგლისელები კი მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ ჩინელებთან და მესამე ადგილზე დარჩნენ.