ნინო ხურციძე
![]() | |
ქვეყანა (სპორტი) |
![]() |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1975 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 22 აპრილი, 2018 (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
წოდება |
საერთაშორისო ოსტატი (1999) ქალთა დიდოსტატი (2000) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2472 (ივლისი, 1999) |
ნინო ხურციძე (დ. 28 სექტემბერი, 1975 — გ. 22 აპრილი, 2018, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნინო ხურციძემ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება 16 და 20 წლის გოგონათა შორის. მონაწილეობა აქვს მიღებული 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე. არის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი — ბრინჯაოს (1998), ვერცხლის (2000) და თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი (2000). მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004), ზონალური ტურნირების მონაწილე (1993, 1996). ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი — მეორე ადგილი, ნოვი სადი, სერბეთი (2009), ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი — მესამე ადგილი, მარდინი, თურქეთი (2011), ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი — მესამე ადგილი, პორტო-კარასი, საბერძნეთი (2011). საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის და ასევე საქართველოს თასის მფლობელი.
გარდაიცვალა 42 წლის ასაკში, 2018 წლის 22 აპრილს.[1] საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 2018 წლის სექტემბერში დააწესა ნინო ხურციძის სახელობის პრიზი, რომელიც გადაეცემა ოლიმპიადაში მონაწილე 20 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკე გოგონას.
2019 წლის 16-19 სექტემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ვანის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ქ. ვანში გაიხსნა ნინო ხურციძის სახელობის საჭადრაკო სკოლა და ასევე, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში — ნინო ხურციძის მემორიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პერსონალურად მოწვეულმა ათმა მოჭადრაკემ.[2]
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2009 (მეორე ადგილი) — ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ნოვი სადი, სერბეთი
- 2011 (მესამე ადგილი) — ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, მარდინი, თურქეთი
- 2011 (მესამე ადგილი) — ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი, პორტო-კარასი, საბერძნეთი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღირსების ორდენი: 2001
- მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (პირადი): 1998
- საქართველოს ჩემპიონი კაცთა შორის: 1998
- მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (გუნდური): 1996
- საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის: 1996
- მსოფლიო ჩემპიონი (20-წლამდელთა შორის): 1995
- მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (გუნდური): 1994
- მსოფლიო ჩემპიონი (20-წლამდელთა შორის): 1993
- საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის 1993:
- საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის 1993:
- ევროპის ჩემპიონი: 1992
- საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის: 1989
- საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის: 1989
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნინო ხურციძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Nino Khurtsidze chess games at 365Chess.com
- ნინო ხურციძე — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)