შინაარსზე გადასვლა

მჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მჟავები)

მჟავებირთული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულების შემადგენლობაში შედის წყალბადატომები, ამ უკანასკნელთ მეტალის ატომებით ჩანაცვლების ან მათთან გაცვლის უნარი აქვთ.

მჟავები ისეთ ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდებიან და წარმოქმნიან წყალბად–იონებს. როგორც ქვემოთ ჩანს, მჟავების დისოციაციით წყალხსნარებში წარმოიქმნება წყალბად–იონები და მჟავას ანიონები.

მჟავათა ძალა დამოკიდებულია მათი დისოციაციის ხარისხზე. მაგალითად:

HCl = H+ + Cl_
HNO3 = H+ + NO3-

ან უფრო ზუსტად,

H2O+HNO3=H3O++NO3-

ამიტომ მჟავა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მტკიცეა არამეტალის ცენტრალური ატომის ბმა ჟანგბადთან. ცხადია, მუხტის გადიდება, ე.ი არამეტალის ცენტრალური ატომის ვალენტობის მატება და მისი რადიუსის შემცირება ადიდებს მჟავას ძალას. მაგ. სილიციუმის მჟავა სუსტია, ფოსფორმჟავა საშუალო ძალისაა, გოგირდმჟავა ძლიერი და ქლორმჟავა მეტად ძლიერია. ამასთავე ცნობილია, რომ ნახშირმჟავა სილიციუმმჟავაზე ძლიერია, ხოლო აზოტმჟავა-ფოსფორმჟავაზე.

H2CO3, HNO3
H2SiO3, H3PO4, H2SO4,
___________________________
მჟავათა ძალის მატება

თუ არამეტალი რამდენიმე მჟავას წარმოქმნის, უფრო ძლიერი იქნება ის, რომელშიც არამეტალი მაქსიმალურ ვალენტობას იჩენს. მაგ, გოგირდმჟავა ძლიერია, ვიდრე გოგოირდოვანი მჟავა ან ქლორის მჟავები

ჟანგბადიანი მჟავები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნებისმიერი მჟავა შეიცავს წყალბადს და ელემენტს, რომელიც წყალბადთან ერთად მჟავას წარმოქმნის. ზოგიერთი მჟავა ამ ორი ელემენტის გარდა ჟანგბადსაც შეიცავს, ასეთ მჟავებს ჟანგბადიანი მჟავები ეწოდება. შესაბამისად, შედგენილობის მიხედვით გვაქვს ჟანგბადიანი და უჟანგბადო მჟავეები. მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ატომების რიცხვით განასხვავებენ ერთფუძიან, ორფუძიან და სამფუძიან მჟავებს.

ერთფუძიანია:HCl, HF, HBr, HNO3
ორფუძიანია:H2S, H2SO4, H2SO3, H2CO3
სამფუძიანია:H3PO4, H3PO3.

მჟავათა სახელწოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მჟავა
მჟავას დასახელება მჟავას ფორმულა
ქლორწყალბადმჟავა HCl
ფტორწყალბადმჟავა HF
ბრომწყალბადმჟავა HBr
გოგირდწყალბადმჟავა H2S
იოდმჟავა HI
აზოტმჟავა HNO3
გოგირდმჟავა H2SO4
გოგირდოვანი მჟავა H2SO3
ნახშირმჟავა H2CO3
ქლორის მჟავა HClO4
ფოსფორმჟავა H3PO4
სილიციუმის მჟავა H2SiO3
მეტაფოსფორმჟავა HPO3

მარილმჟავა, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა და ზოგი სხვა მჟავა უფერო სითხეებია. ფოსფორმჟავა, ბორისმჟავა, მეტაფოსფორმჟავა და სხვ. მყარი კრისტალური ნივთიერებებია. თითქმის ყველა მჟავა იხსნება წყალში და მიღებულ ხსნარს აქვს მჟავე გემო. მკვახე ხილის მჟავე გემო გამოწვეულია სხვადასხვა ორგანული მჟავებით. სილიციუმის(H2SiO3) მჟავა წყალში უხსნადია. მჟავათა ხსნარები ფერს უცვლის ინდიკატორებს. მჟავას ხსნარში ლაკმუსი წითლდება, მეთილნარინჯი ვარდისფერი ხდება, ფენოლფთალეინი ფერს არ იცვლის.

მჟავები ქიმიურად მეტად აქტიური ნივთიერებებია. ბევრ ნივთიერებასთან ისინი ჩვეულებრივ ტემპერატურაზეც ენერგიულად რეაგირებენ: 1.მჟავა ურთიერთქმედებს ფუძესთან, მიიღება მარილი და წყალი:

HNO3+NaOH=NaNO3+H2O
H2SO4+2KOH=K2SO4+2H2O