პოლიმერების ქიმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლიმერების ქიმია — ქიმიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის პოლიმერების ქიმიურ თვისებებს. ის იყოფა ნაწილებად: პოლიმერების ფიზიკურ ქიმიად, სტრუქტურულ ქიმიად და ა.შ.

სინონიმია — მაღალმოლეკულარული შენაერთების ქიმია — რომელიც ორგანული ქიმიის შემადგენელი ნაწილია, შესწავლისა და კვლევებისა ობიექტებია სინთეთიკური და ბუნებრივი წარმოშობის მაკრომოლეკულები, რომლებიც შედგებიან განმეორებადი მონომერული ბმების ან მოლეკულარული დაჯგუფებებისაგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქიმიური ბმებით და მთავარ ჯაჭვში შეიცავენ ნახშირბადის, ასევე ჟანგბადის, აზოტის და გოგირდის ატომებს. მაღალმოლეკულური შენაერთების (პოლიმერების) ბაზაზე, საფუძველზე მუშავდება მრავალრიცხობრივი მასალები, მათ შორის ფუნქციალურ ინგრედიენტებიანი ინტელექტუალური სტრუქტურები, რაც არსებითად აფართოებს მათი გამოყენების არეალს. ყველაზე მარტივი მაკრომოლეკულა არის — პოლიეთილენი: …(-CH2-CH2-)n

პრაქტიკულად ყველა ბიომოლეკულა წარმოადგენს რთულ პოლიმერს. უჯრედების რეპროდუქციაზე და მემკვიდრეობითი გენეტიკური ინფორმაციის გადაცემაზე პასუხისმგებელი არის ნუკლეინური მჟავები რომლის ზომებია 103-დან 105 ათასამდე ნუკლეიტიდური წყვილები.

პოლიმერული ქიმიის წარმატებული განვითარების შედეგად შეიქმნა და იქმნება მრავალი ახალი მასალა, რომლებმაც გამოყენება ჰპოვეს მედიცინაში, მრეწველობის მრავალ დარგში და ადამიანის ყოფაცხოვრებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოლიმერების ენციკლოპედია. ტ. 1—3. მ: 1972—1977.
  • სემჩიკოვი ი. დ., მაღალმოლეკულარული შენაერთები, მ, 2003. — გვ. 367.
  • აბლესიმოვი ნ. ე., ქიმიის სინოპსისი, ზოგადი ქიმიის სასწავლო-საცნობარო სახელმძღვანელო, ხაბაროვსკი: ДВГУПС, 2005. — გვ. 84.
  • რამდენი ქიმიაა სამყარიში? ქიმია და სიცოცხლე — XXI ს(რუსული) // ჩ. 2, 2009, № 6, გვ. 34—37.