შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Island/არქივი 10

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალამი. არ ვცვლი, უბრალოდ (მხოლოდ და მხოლოდ ჩემს შეტყობინებებში) მართლწერას , სტილს და ა.შ. (მათ შორის - ბარბარიზმები) ვასწორებ. საკმაოდ დიდი შენიშვნა მივიღე მაგ საკითხთან დაკავშირებით მომხმარებელ ფირცხალავასგან --მიშა () 12:51, 4 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

  • ვერ გავიგე მართალი გითხრა. ესე იგი არ მაქვს უფლება ჩემსავე ნაწერში გავასწორო ბარბარიზმები ისე რომ შინაარსი არ შევცვალო? რატომ? --მიშა () 13:13, 4 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგი ისლანდ, მართალია ჩემს შემთხვევაში (ანუ მხოლოდ ბარბ. სტილი და მართლწ.) არ გეთანხმები, თუმცა შენი თხოვნით ხელს აღარ ვახლებ ისტორიას ვიღიმი --მიშა () 14:34, 4 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ გადაამოწმო საერთაშორისო ბმულები ალვის ხე და ოფი. ალვის ხიდან ბმულები ამოვიღე. --ცანგალა () 21:25, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ ამასაც გადახედო. en: Hoopoe - ყურადღება მიაქციე ლათინურ დასახელებას.--ცანგალა () 21:45, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გავასწორე Upupidea → Upupidae. მგონი, უბრალო შეცდომა იყო. - Island 00:30, 8 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ ამის საერთაშორისო ბმულებს გადახედო. ლათინურის მიხედვით რუსული ემთხვევა, გერმანული არა. --ცანგალა () 23:07, 8 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჯერჯერობით იყოს ასე (იხ. species:Chrysophyta). წყალმცენარეების კლასიფიკაცია ძალზე პრობლემატური ყოფილა. რამდენადაც ვხვდები, თანამედროვე ბიოლოგიაში წყალმცენარეები არც შედის მცენარეებში. - Island 04:59, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ისლანდ, მემგონი დროა გააუქმო ბიკიპედიელები. საკმარისი დრო ხომ გავიდა?--George Mel , 06:54, 12 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

უი, მადლობა რომ მითხარი. სწორედ მქონდა მითითებული, უბრალოდ გრიგის სურათი რომ ავტვირთე ეს დავაკოპირე რომ იქ ჩამესვა (იმედია ხვდები, რაზე ვლაპარაკობ) და ეტყობა ჩაწერას დავაჭირე. ეხლა გამოვასწორებ--მოცარტი 12:37, 13 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. პრობლემაა სტატიის ისტორიაში. ლიკამ დაიწყო სტატია, შემდეგ მე სახელ-გვარზე გადავიტანე, მერე ლიკამ რა გააკეთა ვერ გავიგე, რადგან ისტორია ჩემი გადამისამართებით იწყება. გთხოვ გაასწორო.--ცანგალა () 10:30, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვეღარ გასწორდება. - Island 13:19, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაგახარო, გაგისწორებია. მადლობა.--ცანგალა () 13:29, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხო, კარგია. წეღან გასწორებული არ ჩანდა. - Island 13:32, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირების კონფლიქტი

[წყაროს რედაქტირება]

თუ შეიძლება ჯერ დავასრულებ სტატიას და მერე შეიტანეთ ცვლილებები, რათა რედაქტირების კონფლიქტი ავიცილოთ--Leovizza 13:09, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად. - Island 13:11, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა-დახმარება

[წყაროს რედაქტირება]

განხილვა:TVXQ --ცანგალა () 14:20, 29 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ისლანდ, ამ თარგთან არის პრობლემა {{პროექტ რუსეთის ფაილი}}. ჩემი ვარაუდით, თავიდან როდესაც მას უყურებ, თაგის ქვედა ნაწილი უნდა იყოს დახურული, არადა ღიაა. როგორმე შეიძლება მისი დახურვა? წინასწარ მადლობა. --გიორგი , 06:21, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რაღაცა ცვლილება შევიტანე. სწორი გავაკეთე? - Island 09:45, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
როგორც ყოველთვის, ბრავო ვიღიმი--გიორგი , 11:22, 1 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვერაფრით ვერ გამომდის, იქნებ თავად ატვირთო, თუ არ შეწუხდები--Leovizza 21:46, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

პაჩული - ლათინური დასახელებიდან გამომდინარე გადახედე სხვა ენებს. მე რაღაც ეჭვის თვალით ვუყურებ. მხოლოდ რუს. ბმული გავაკეთე რადგან რუსულადაც პაჩული ჰქვია.--ცანგალა () 00:16, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურ გვერდზე (en:Patchouli) წერია, Pogostemon cablin იგივეაო, რაც Pogostemon pachouli. - Island 03:35, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. ვნახოთ ბოტი როგორ დაატრიალებს მომავალში.-ცანგალა () 10:15, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ამ დიდ გამარჯვებას ისტორია არ დაივიწყებს!!!

--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:46, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. - Island 15:13, 11 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პორტალის კატეგორიებისთვის მადლობა. საერთაშორისო გვერდებზე რას იტყვი? გვინდა თუ არა? ნახე ჩემი განხილვის გვერდი.-ცანგალა () 13:18, 11 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბმული რომ იყოს, ცუდი არ იქნება, ჩემი აზრით. - Island 15:13, 11 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პერონოსპორასნაირი სოკოები

[წყაროს რედაქტირება]

პერონოსპორასნაირი სოკოები - რამდენად სწორია ინგლ. ბმული?--ცანგალა () 17:48, 13 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სწორი უნდა იყოს. ოღოდ ახალ კლასიფიკაციაში „პერონოსპორასნაირი სოკოები“ სოკოებში აღარ შედის. - Island 13:55, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. განხილვის გვერდზე ხომ არ ჩავწეროთ ეს ინფორმაცია?--ცანგალა () 12:35, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დახმარება მჭირდება

[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელი:Zangala/ვიკიორდენები - ამ გვერდს მოჰყვება განხილვის გვერდი. როგორ ვერ გაიგე. როგორ უნდა წავშალო?--ცანგალა () 12:35, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მგონი გამოსწორდა. - Island 13:31, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ძალიან დიდი დიდი მადლობა. -ცანგალა () 13:32, 15 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ნავდაფები და ინსტრუმენტების პანელები

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ისლანდ, ეს მარტო ჩემთანაა თუ ნავდაფები და ინსტრუმენტების პანელები სხვებთანაც არ მუშაობენ?--გიორგი , 14:56, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. მგონი ჩემთან ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. javascript ხომ არა გაქვს გამორთული? - Island 14:59, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

უპს...დიდი მადლობა, რუსულ ბიბლიოთეკაში ვიყავი, და ვაკოპირებდი და სავარაუდოდ ამ დროს გამოვრთე. დიდი მადლობა :)--გიორგი , 15:02, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვალტერ ნერნსტი - სტატიაში (N2+O2↔2NO) - ისრები არის გასასწორებელი. უნდა იყოს როგორც = (ერთმანეთის ქვეშ). მადლობა.--ცანგალა () 21:51, 21 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა - Island 12:42, 22 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჭადრაკის ოლიმპიადები

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ისლანდ! გერმანულში და ინგლისურში ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადები წერია ერთად და ამიტომ იქ შეიძლება რომ არ დაყო. მე რადგან ცალ-ცალკე ვწერ, ვფიქრობ უნდა იყოს აღნის§ული ეს ოლიმპიად ვაჟთაა და ქალთა. რა ვიცი ასე ვფიქრობ, თუმცა არ ვკამათობ. --ალეკო ოქროსუბნელი 10:02, 23 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაცია სტატიის წაშლის თაობაზე

[წყაროს რედაქტირება]

მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ადგილზე არ ვიქნები, აქედან გამომდინარე ამ დროის განმავლობაში ვერცერთ სტატიას ვერ დავასრულებ. თუ მიგაჩნიათ, რომ სტატია "დავით ხომასურიძის სარექტიფიკაციო აპარატი" წასაშლელია შეგიძლიათ წაშალოთ... რაც შეეხება "სამხედრო ფორმირება იმედს" ამ სტატიას ჩემს მეტი ვერავინ ვერ შეავსებს, იმიტომ, რომ მე ვფლობ ამ ორგანიზაციის სრულ არქივს და სრულ ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ მისი დაარსებიდან დღემდე, თუ დამაცდით დავასრულებ. დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტერესო და ბევრის მთქმელი სტატია გამოვა. თუ მიგჩნიათ, რომ ეს სტატიაც წასაშლელია, წაშალეთ. პატივისცემით --დუღაბა 19:32, 24 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიების შესახებ

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, გთხოვ დამეხმარო კატეგორია რაიონების გაუქმებაში.--ცანგალა () 14:11, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ბათუმი ბოლოში პრობლემაა. წასაშლელია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ ვიცი მუნიციპალიტეტებია თუ რაიონები. გასარკვევია.--ცანგალა () 23:57, 29 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბოტის მოთხოვნა

[წყაროს რედაქტირება]

ბოტის მოთხოვნა ნახე?--ცანგალა () 10:12, 2 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვნახე. რა იყო? - Island 12:04, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ორმა მოთხოვნა დაწერა მგონი. არაფერი არ უნდა გაკეთდეს?--ცანგალა () 12:13, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ერთს, რომელსაც საცდელი რედაქტირებები აქვს გაკეთებული, ხმა მივეცი. ვნახოთ. მადლობა, რომ შემახსენეთ, ვერ შევამჩნევდი. - Island 12:30, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:აჭარის სოფლები

[წყაროს რედაქტირება]

ხომ არ უნდა იყოს კატეგორია:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლები? სტატიები აჭარა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა--ცანგალა () 10:46, 2 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

უკვე გაგიკეთებიათ კატეგორია:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლები. მეც მგონია, რომ ეგრე უნდა იყოს. - Island 12:03, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია:აჭარაც არსებობს.--ცანგალა () 12:15, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Kleopatra

[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელი:Kleopatra - რამდენიმე ანგარიში გახსნა. როგორ მოვიქცეთ?--ცანგალა () 12:14, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დავბლოკე მის მიერ შექმნილი სამივე ანგარიში მომხმარებელი:Xatshepsuti, მომხმარებელი:Donna caruzo, მომხმარებელი:Ligia che. - Island 12:27, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა რედაქტირებაში

[წყაროს რედაქტირება]

როდესაც რედაქტირებაში ხარ ჩანს ცენტრი - რამე ხომ არ წავშალე?--ცანგალა () 12:14, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცენტრი რა არის?? - Island 12:31, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
როდესაც სტატიის რედაქტირებაში, სადაც არის განლაგებული ინსტრუმენტები ცენტრის ღილაკი არის წაშლილი.--ცანგალა () 12:48, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჩემთან ჩანს. თუ Firefox-ს ხმარობთ, shift+ctrl+R სცადეთ. - Island 12:51, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. -ცანგალა () 13:52, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მეორე ბოტი ნახე?--ცანგალა () 13:52, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მეორეს ჯერ არაფერი გაუკეთებია. სხვათა შორის, ახლა ცენტრი ჩემთანაც აღარ ჩანს. ვნახავ, რაშია საქმე. - Island 14:15, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
სურათი აღარ არის იქ, სადაც უნდა იყოს (http://upload.wikimedia.org/wikipedia/en/5/5f/Button_center.png). დროებით დავმალე ღილეკი. - Island 14:36, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი:პუშკინისდაბდღე--გიორგი , 16:32, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

IP მისამართის დამალვა

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ერთი რუსი მოხმარებელი დამიკავშირდა და მთხოვა მისი ძველი წვლილიდან IP მისამართი დამემალა ან წამეშალა, არ სურს რომ იყოს ხილვადი. მსგავსი რამ საერთოდ შესაძლებელია?--Rastrelli F 15:34, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. კარგად ვერ ვხვდები, მაგ რუს მომხმარებელს რა უნდა. ყოველ შემთხვევაში ასეთი ხერხი კი არსებობს: გვერდს ჯერ მთლად წაშლი და მერე აღადგენ მარტო ისეთ ვერსიებს, რომლებსაც პრობლემა არა აქვს. - Island 09:31, 9 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
პრინციპში ეგ უკვე საკმარისია, მომხმარებელს კი სურდა:
ვიკიციტატა
„Хочу попросить тебя скрыть/удалить 5 правок, которые я сделал со своего статического IP, в викимолодости, потому что забыл представиться системе. ...Я просто не хочу чтобы мой статический IP был доступен публике.“
ვსინჯავ მასე, მადლობა. R. 20:53, 9 ივნისი 2009 (UTC)

--გიორგი , 15:41, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პროექტი:რაგბი ?

[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ყავახანა/სხვადასხვა აქ რამდენიმე ხნის წინ დავწერე და აქაც გავიმეორებ

ქართულ რაგბს 15 ოქტომბერს უსრულდება 50 წელი, იქნება როგორც გამონაკლისი, მოხდეს ამ განზოფილებაზე მუშაობა იქნებ შემოიხედოთ ჭანო 11:09, 11 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მივესალმები რაგბის პროექტის გაკეთებას, მე რაგბისტი ვარ და შევეცდები ბევრი სტატია დავწერო --Lukakhim 11:50, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი :) იმედია კარგი პორტალი გვექნება (პორტალი:რაგბი). წარმატებებს გისურვებ. - Island 11:59, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი, იქნებ მანამდე ვინმემ თარგი:ინფოდაფა რაგბის გუნდი ეს თარგი გააკეთოს, ასევე ურიგო არ იქნება მორგაბებისთვის ცალკე თარგის გაკეთება. გოთას მივწერე და არ ჩანს, ვინ არის აქ კიდევ თარგების სპეციალისტი? ჭანო 21:01, 17 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:ლინგვისტიკა

[წყაროს რედაქტირება]

გაგიმარჯოთ...მართალი ხართ არ არის საჭირო, ისე გავაკეთე არ დავფიქრებულვარ სამწუხაროდ. --ლიკა 09:56, 13 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. კატეგორია:ლინგვისტიკა-ს წავშლი. - Island 10:04, 13 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გულის წასვლა

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, გადამისამართებით ისტორია დაირღვა. სტატიის გააკეთა Datofm. მე ვერ ვასწორებ.-ცანგალა () 11:26, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა - Island 11:32, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სად არის პრობლემა?

[წყაროს რედაქტირება]

კატეგორია:დროშის თარგები -რატომ მოხვდა ამ კატეგორიაში სპორტის სახეობები?--ცანგალა () 14:15, 16 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ალბათ რომელიღაც თარგში <noinclude>...</noinclude> არ არის ჩასმული. - Island 23:31, 16 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კომპიუტერული თამაშის სურათები

[წყაროს რედაქტირება]

თამაშში რომ შევიდე და ისე გადავიღო სურათები....ეგეც დარღვევა იქნება?--Gnome 07:03, 17 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პირველ რიგში, ფოტოგალერეის სახით ლიცენზირებული სურათების ჩვენება, როგორც წესი, მიუღებელია (იხ. en:Wikipedia:Fair_use#Non-free image use in galleries „The use of non-free images arranged in a gallery is usually unacceptable“). ამ ჩამონათვალშია „Screenshots from software products“. თუ რომელიმე სურათი ძალიან მნიშვნელოვანია ახსნა-განმარტებისთვის, შეგიძლია სტატიაში ერთი-ორი დატოვო. - Island 13:19, 17 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ისლანდ, ხომ არ იცი რომელი სტატია იყო 30 000-ე და ვინ იყო მისი ავტორი. წინასწარ მადლობა.--გიორგი , 07:24, 18 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, არ ვიცი. - Island 11:14, 18 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისლანდ გილოცავთ!!!

[წყაროს რედაქტირება]

თარგი:პასკალის დაბადების დღე ––– ფაილი:SoleteRayosÑajo.gif--(გ) 20:25, 18 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგის შესახებ

[წყაროს რედაქტირება]
გაკეთდა (ჯერჯერობით) - Island 16:29, 19 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

Hi! Could you translate and add this article into your wonderful wikipedia? You can reach me here. Thanks. With Kind Regards --Warayupay 18 jen 2009 à 09:49 (UTC)

Tacloban

Tacloban is a port city in the Philippines. It is approximately 360 miles southeast of Manila. It is the capital of the province of Leyte. It is also the regional center of Eastern Visayas.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

en:Tacloban

ისლანდ, ყავახანას ხომ არ დაარქივებ? (არ მინდა ბლოკი მოვხსნა, არადა გვერდის გადატანისას (ყავახანა/არქივი) დაცვაც გადადის.) ენ კი გადაიტან და დაცვასაც განაახლებ :) პ.ს. ე.წ. ხელმოწერის წესის დრო არ დამდგარა?:)--გიორგი , 09:58, 20 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობდი, სამ თვეში ერთხელ დაარქივდეს-მეთქი. ათ დღეში მთლიანად გადავიტანოთ არქივში. ხელმოწერის წესი?? რაზეა საუბარი? - Island 10:34, 20 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში, რომ გუშინ არ გიპასუხე:)ვიკიპედია:ყავახანა#ხელმოწერის წესის გაძლიერება--გიორგი , 03:45, 21 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად, ეგ დავიწყებული მქონდა. გავაკეთე. - Island 06:57, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა:) ოღონდ ალო ვგონებ მოგვკლავს მალე:) ა-ს ვეღარ დაწერს :)--გიორგი , 07:06, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დავით ბაქრაძე

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, სტატია დავით ბაქრაძე - ჩემი დაწერილი არ არის. ისტორიაც იწყება ჩემი გადამისამართებით. იქნებ შეასწორო.--ცანგალა () 10:08, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დავით_ბაქრაძე&diff=268016&oldid=268013 — აქ ჩამატებული ტექსტი საიდან არის გადმოტანილი, ვერ ვხვდები. - Island 10:23, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი. ახლა რაღაც აღვადგინე (ნახე). შეიძლება წაშლილი მაქვს ძველი ტექსტი. უბრალოდ დავით ბაქრაძე (გმირი) - ჩემი დაწერილია. ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე - არა. უნდა დავიჯერო, რომ მე დავწერე. სხვანაირად გამოვა ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ვიღიმი--ცანგალა () 11:04, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს, თქვენ რომელიღაც გვერდიდან გადააკოპირეთ ტექსტი (იხ. ზემოთ მოყვენილი ბმული). ის ტექსტი თავიდან რომელ გვერდზე იყო, გაუგებარია. თუმცა ამ შემთხვევაში, ეს რომც გაირკვეს, აღდგენას ვეღარ მოვახერხებთ. გვერდის წაშლის შემდეგ გარკვეული ხნის მერე (არ არის განსაზღვრული) იმ გვერდზე რაც იყო, მონაცემთა ბაზიდანაც წაიშლება საერთოდ. - Island 12:11, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, კატეგორიებში ინტერვიკების ჩასმისას რაღაც შეუსაბამობას გადავაწყდი, უფრო კონკრეტულად კი კატეგორია:იტალიელი მოგზაურებში და კატეგორია:იტალიელ მკვლევარებში ერთი და იგივე ინტერვიკები არის ჩასმული ანუ ინგლისურზე რომ გადავიყვანოთ ორივე მოხვდება en:Category:Italian explorers–ში.. ასევე არეულია მკვლევარების და მოგზაურების კატეგორიებში ინტერვიკები, ან საერთოდ არ არის ჩასმული. explorers ხომ ქართულად მკვლევარებია და არა მოგზაურები, ხოლო კატეგორია:მოგზაურების ანალოგიური კატეგორია ვერ ვნახე ინგლისურ ვიკიში..მაინტერესებს, რას ფიქრობთ რომლიდან უნდა იქნეს ამოღებული ის ენათაშორისი ბმულები?--ლიკა 19:34, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. მე ვფიქრობ, მოგზაურების კატეგორიები გავაუქმოთ და ყველა სტატია მკვლევრების კატეგორიებში გადავიყვანოთ. - Island 06:01, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ რანაირად იქნება სწორი თუ მკვლევარი და მოგზაური ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვები არ არის. ყველა მკვლევარი არ არის მოგზაური და პირიქით არც ყველა მოგზაური არის მკვლევარი. აი თუნდაც თამარ ღვალაძე იყო მკვლევარი, მაგრამ არა მოგზაური.--ლიკა 06:25, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ორი ვარიანტი ვიფიქრე:
1. შევქმნათ მოგზაური-მკვლევარების (ან მკვლევარი-მოგზაურების) კატეგორიები, მაგ. იტალიელი მოგზაური-მკვლევარები (ან იტალიელი მკვლევარი-მოგზაურები).
2. რუსულში ორივე კატეგორიაა путешественники და исследователи. მაგალითისთვის იხ. ru:Амундсен, Руаль. სტატია შედის კატეგორიებში ru:Категория:Путешественники Норвегии და ru:Категория:Исследователи Арктики. ანუ, მოგზაურები ეროვნებით არის დაყოფილი, მკვლევარები კი კვლევის ობიექტის მიხედვით. - Island 06:55, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მეორე ვარიანტი ძალიან კარგია, ანუ კარგი იქნება თუ შეიქმნება კატეგორიაებიკატეგორია:ანტარქტიდის მკვლევარები(სკოტი, რობერტ ფოლკონ) კატეგორია:ანგლო-საქსონური ენის მკვლევარი მკვლევარები(ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი), კატეგორია:ხელოვნების მკვლევარები(დავით კაკაბაძე), კატეგორია:ანტიკური ლიტერატურის მკვლევარები(პანტელეიმონ ბერაძე), კატეგორია:მუსიკის მკვლევარები (დავით მაჩაბელი)კატეგორია:ქართული ენის მკვლევარები და ა. შ...თუ წინააღმდეგი არ ხართ შევქმნი (ამ და სხვა) კატეგორიებს...--ლიკა 07:38, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
არა მგონია, „გეოგრაფიული“ მკვლევარების გარდა სხვა მკვლევარების კატეგორიების შექმნა საჭირო იყოს. მაგალითად, ხელოვნების მკვლევარებისთვის კატეგორია:ხელოვნებათმცოდნეები გვაქვს. იხილეთ აგრეთვე კატეგორია:ქართველი ლიტერატურათმცოდნეები, კატეგორია:ქართველი მუსიკათმცოდნეები, კატეგორია:ენათმეცნიერები და ა.შ. - Island 12:55, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, მადლობა..--ლიკა 13:03, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი შეკითხვა: შეიძლება კატეგორია:იუველირების შექმნა? აი, მაგალითად ჟან შარდენი მოგზაურთან ერთად იუველირი იყო და მის სტატიაში ჩაისმებოდა კატეგორია:ფრანგი იუველირები და ასე ყველა ცნობილ იუველირთან.--ლიკა 21:14, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:ქართველი ოქრომჭედლები არის. სიტყვა „იუველირს“ „ოქრომჭედელი“ ხომ არ ჯობია? იგივე მნიშვნელობა აქვთ (იხ. [1]). - Island 06:05, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი, ჯობია..--ლიკა 06:25, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში რომ იყო რედაქტირების დროს ღილაკებში პრობლება (ცენტრი - ღილაკი არ ჩანდა) თქვენ რომელი მედიავიკის შეტყობინება შეცვალეთ? ვიქსიკონშიცაა იგივე პრობლემა და გავასწორებ. გმადლობთ :). — დათო პასუხი 13:32, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მედიავიკი:Common.js — წერია „ტექსტის ცენტრში მოთავსების ღილაკი“. ღილაკის შემქმნელ კოდს /* .... */-ში ჩასვამ. - Island 13:40, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა. გავასწორე :) — დათო პასუხი 13:49, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ ისლანდ, შეიძლება კოდში <div class="BGblue1" style="border:1px solid #ABCDEF; text-align:center; background-color:#F2FBFF"> BGblue1-ის ნაცვლად ჩაისვას ეს ფაილი [2]. წინასწარ მადლობა.-- George Mel, 12:47, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ეგ <div class="BGblue1" ...> სად იყო? თუ ფონისთვის მაგ სურათის გამოყენება გინდა, ჯერ ფაილი უნდა ატვირთო ქართულ ვიკიპედიაში და მერე ახალი class უნდა გავაკეთოთ. BGblue1-ის ნაცვლად რა დავარქვათ, BGpurple? - Island 14:30, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

BGblue1-იც საჭიროა, BGbrown, გეთაყვა :) (ჭადრაკის პორტალისთვის მინდა:)-- George Mel, 19:48, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემს ეკრანზე რაღაც იისფერი ჩანდა. კიდე კაი, რომ გკითხე :) გაკეთებულია. - Island 13:54, 28 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

თავიდან იისფერის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ მერე დავფიქრდი და...ჭადრაკს უფრო ყავისფერი მოუხდეა (ჩემი არით) :)-- George Mel, 14:05, 28 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თქვენი დახმარება მჭირდება კიდევ. კატალონიურ ვიკიპედიაში აღმოვაჩინე თარგი:მეტაყუთი (ca:Plantilla:Metacaixa). უკვე ორჯერ ვცადე ამ თარგის გადმოტანა ჩვენს ვიკიში, მაგრამ არ გამომდის. ახლაც ჩემს სავარჯიშოში ვაკეთებ რაღაცებს. თარგის დოკუმენტაციაში, სულ ბოლოს, არის ქვეთავი How can I include this Template in my wiki? მგონი რაღაც მედიავიკიზეა ლაპარაკი, ალბათ დამატებითი კოდები უნდა ჩაიწეროს ჩვენს მედიავიკიებში. შეგიძლიათ დამეხმაროთ? ეს თარგი ამ წუთას საცდელი პორტალის შექმნისათვის მჭირდება, მაგრა თუ გადმოქართულდება, დარწმუნებული ვარ ხშირად გამოვიყენებთ პორტალებში. — დათო პასუხი 07:55, 29 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მეტაყუთისთვის საჭირო კოდები გადმოტანილია (როგორც იყო მითითებული კატალანურ გვერდზე). სტილის სახელები ინგლისურით შევცვალე (მაგ., mcVerd → mbGreen), ca:Plantilla:Metacaixa#Possible translations in English of variable codes-ის მიხედვით. - Island 12:40, 29 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ძალიან დიდი მადლობა. ახლა ისე არ მუშაობს თარგი, როგორც ორიგინალში. ალბათ ეს უკვე თარგის ბრალია და არა მედიავიკისი. ვეცდები ვიპოვო შეცდომა... — დათო პასუხი 13:25, 29 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
უკვე მუშაობს. - Island 14:01, 29 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა :) — დათო პასუხი 14:11, 29 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, როდესაც რედაქტირებაში ხარ ინგლ. ტექსტი ჩანს, რაც უწინ არ იყო. --ცანგალა () 10:59, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს, სისტემაში ცვლილებები შეიტანეს და ეგ ყველა ვიკიპედიაში გამოჩნდა. გადასათარგმნია მედიავიკი:Wikimedia-copyright, მედიავიკი:Wikimedia-editpage-tos-summary, მედიავიკი:Wikimedia-copyrightwarning. - Island 11:30, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია--ცანგალა () 11:33, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ის რაც ადრე გვქონდა, სად წავიდა? ეს შეტყობინებები უკვე ნათარგმნი გვაქვს, უბრალოდ მედიავიკების სახელებია გამოცვლილი. - ალ-ო     @ 12:50, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ალბათ ამათ გულისხმობ მედიავიკი:Copyrightwarning და მედიავიკი:Copyright. ტექსტი ცოტათი შეუცვლიათ. - Island 14:14, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
არა, ის რაც ადრე გვქონდა რედაქტირების ფანჯრის ქვეშ. ცვალებადი წითელი გამაფრთხილებელი ნიშნით. - ალ-ო     @ 17:01, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მგონი, ეგ მედიავიკი:Copyrightwarning არის. ეს სხვადასხვა შეტყობინებებს აჩვენებდა იმის მიხედვით, სურათის ატვირთვაა თუ ჩვეულებრივი რედაქტირებაა. ადრინდელი ვერსია [3]. ყველა სისტემური შეტყობინება აქ უნდა იყოს სპეციალური:AllMessages. - Island 00:54, 1 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ამას ვეძებდი. ეს შეტყობინება გვჭირდება, სადაც ადრე იყო. უბრალოდ GFDL-ს შევცვლით ახალი ტექსტით. თან ის რაც ახლა გაჩნდა, უკვე გვიწერია რედაქტირების ფანჯრის ქვევით, სულ ბოლოს (რასაც შესწორება სჭირდება ახალი ლიცენზიის პირობებით) და ორმაგი შეტყობინება გამოგვდის. - ალ-ო     @ 07:45, 1 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
იქნებ ამოვიღოთ სულ ქვემოთ რაც წერია, რომ იგივე გაფრთხილება არ გამეორდეს, როგორც [4]. - Island 12:32, 1 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი, მაგრამ აუცილებელია ეს ყველაფერი ზევით ეწეროს? ძალიან ახორხლილია ის არემარე. ა.
ალბათ უნდათ გააძლიერონ გაფრთხილება, მაგრამ დამძიმებული კი არის. მოკლედ, დიზაინი შენთვის მომინდვია :) - Island 13:02, 1 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ok, გავაკეთე ფრანგულის ნიმუშზე, თუმცა მგონი დივ კლასი არ გვაქვს და ჩარჩო არ უჩნდება შეტყობინებას (და ასევე ფანჯარა მარჯვნივ ბოლომდე არ იწევა). შეძლებ გაასწორო? ბოლოში რაც ტექსტია ის უკვე წასაშლელია (რომელი მედიავიკია არ ვიცი). - ალ-ო     @ 20:40, 1 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია. მადლობა. - Island 00:19, 2 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]