ვალთერ ნერნსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვალტერ ნერნსტი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალთერ ნერნსტი
Walther Nernst SI.jpg
დაბ. თარიღი 25 ივნისი 1864(1864-06-25)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Wąbrzeźno[4]
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი 1941(1941-11-18)[2] [3] (77 წელი)
გარდ. ადგილი Niwica, Żary County
დასაფლავებულია Stadtfriedhof Göttingen
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
პოლონეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკური ქიმია
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[4]
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[5] [6], Pour le Mérite, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი და Robert Wilhelm Bunsen Medal
საიტი nernst.de

ვალტერ ფრიდრიხ ჰერმან ნერნსტი (დ. 25 ივნისი, 1864, ბრიზენი, ახლანდელი ვომბჟეზნო, პოლონეთი — გ. 18 ნოემბერი, 1941, ობერ-ციბელე, მუსკაუს მახლობლად, გერმანია) — გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1883-1887 წლებში სწავლობდა ციურიხის, ბერლინის, გრაცისა და ვიურვბურგის უნივერსიტებში. სპეციალიზაციას იღებდა ფიზიკაში ლუდვიგ ბოლცმანსა და ფ. კოლრაუშთან. სვანტე არენიუსის გავლენით გადაწყვიტა ემუშავა ფიზიკურ ქიმიაში. 1887 დაიწყო მუშაობა ლაიფციგის უნივერსიტეტში ვილჰელმ ოსტვალდის ასისტენტად. 1890 წლიდან გეტინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1891-დან პროფესორი; 1896 წელს უნივერსიტეტთან დააარსა ფიზიკა-ქიმიის ინსტიტუტი. 1902-1933 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის უნივერსიტეტი, იქვე 1905-1922 წლებში ქიმიის ინსტიტუტის, ხოლო 1924-1933 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი შრომები ეხება თერმოდინამიკას, ელექტროქიმიასა და ფიზიკურ ქიმიას, 188 ა. ეტინგსჰაუზენთან ერთად აღმოაჩინა ნერნსტ-ეტინგსჰაუზენის ეფექტი. 1888-1889 საფუძველი ჩაუყარა გალვანური ელემენტის ემძ-ის თეორიას. 1890 აღმოაჩინა ნერნსტის გამაწილების კანონი. 1894 დაამტკიცა, რომ გამხსნელის მადისოცირებელი უნარი მით უფრო მეტია, რაც მეტია მისი დიელექტრიკული შეღწევადობა და აღმოაჩინა ელექტროსტრიქციის მოვლენა.

ნერნსტმა ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლის თანახმად, სხეულის ენტროპიის ცვლილება ნულისაკენ მიისწრაფვის, თუ მისი ტემპერატურა მიისწრაფვის ნულისაკენ (ნერნსტის თეორემა). ეს პრინციპი არ გამომდინარეობს თერმოდინამიკის პირველი და მეორე საწყისებიდან და ხშირად მას თერმოდინამიკის მესამე საწყისს უწოდებენ. წონასწორული რეაქციის (N2+O2⇄2NO) შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა ატმოსფერული აზოტისაგან აზოტმჟავას საწარმოო მიღების ფიზიკო-ქიმიური საფუძვლები, ხოლო 1905-1907 სინთეზურად მიიღო ამიაკი. 1918 ახსნა ქლორისა და წყალბადის ურთიერთქმედების რეაქცია ჯაჭვური მექანიზმით.

ნერნსტმა შეადგინა თეორიული ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც მრავალჯერ გამოიცა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში. გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა კოსმოლოგიის ზოგად საკითხებზე. ნერნსტი იყო მრავალი მევიერებათა აკადემიის წევრი, მათ შორის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1927). მიენიჭა ნობელიის პრემია (1920).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]