ოფოფისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოფოფისებრნი
ოფოფი
ოფოფი (Upupa epops)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყაპყაპისნაირნი
ოჯახი:  ოფოფისებრნი
ლათინური სახელი
Upupidae

ოფოფისებრნი (ლათ. Upupidae) — ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგისა. შეიცავს მხოლოდ 1 სახეობას — ოფოფს (Upupa epops), რომელიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (მადაგასკარის ჩათვლით). მისი სხეულის სიგრძე 26-30 სმ აღწევს. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, როგორც მობუდარი გადამფრენი ფორმა. ბინადრობს ღია ადგილებში, ტყე-ველსა და ველებზე, მდინარეებთან, ტყისპირებში, ქვაღორღიან მშრალ ხევებში, ადამიანის სამოსახლოში. ბუდობს ცალკეული წყვილების სახით. მაისში დებს 3-12 (ჩვეულებრივ 4-6) კვერცხს. დედალი 18 დღეს კრუხობს, მამალი კი კვებავს მას. განგური ივლისიდან ნოემბრამდე მიმდინარეობს. იკვებება ჭიებით, ობობებითა და მწერებით. მამალს თავზე ჭრელი ქოჩორი აქვს, დედალს — მხოლოდ გამრავლების პერიოდში. მართვების ზანდაროზის ჯირკვალი გამოიმუშავებს მყრალ მოშავო-ყავისფერ სითხეს, რომელიც შიშის დროს გამოიყოფა და აფრთხობს მტერს. ამიტომ ჩვენში ოფოფს მყრალსაც ეძახიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]