დავით მაჩაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით მაჩაბელი
დაბ. თარიღი 1814
დაბ. ადგილი თამარაშენი, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 (22) ოქტომბერი 1873
გარდ. ადგილი თამარაშენი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია

დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი (დ. 1814, სოფ. თამარაშენი, ახლანდელი ახალგორის რაიონი— გ. 22 ოქტომბერი [ძვ. სტ. 10 ოქტომბერი], 1873, იქვე) , ქართველი პოეტი, მუსიკის მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით მაჩაბელი დაიბადა 1814 წელს. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. დავითი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან და მიხეილ თუმანიშვილთან. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ,,თბილისის გიმნაზიის ყვავილის" და ხელნაწერი ანთოლოგიის გამოცემისა. დავით მაჩაბელი მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. გიმნაზიის დასრულების (1835) შემდეგ უბრალო მოხელედ მსახურობდა თბილისის მთავარმმართველობაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო 1839 წლამდე. მისი პირველი ლექსი "თოვლი" გამოქვეყნდა 1832 წ. ჟურნალში ,,სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათენი". მისი შემოქმედების მთავარი თემები იყო სიყვარული და პატრიოტიზმი. იგი ავტორია ისტორიული პოემისა "მთიული", რომელშიც აღწერილია რუსეთის ჯარების მიერ ადლერის აღება. აღსანიშნავია დაუმთავრებელი თხზულება " ქართველო ზნეობა"(1864წ.), რომელშიც ავტორი ახასიათებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, მიმოიხილავს მის ისტორიას და ქართული გალობის საკითხებს. გარდაიცვალა1873 წელს.