პერონოსპორასნაირი სოკოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერონოსპორასნაირი სოკოები
Albugo candida
Albugo candida
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ოომიცეტები
რიგი:  პერონოსპორასნაირი სოკოები
ლათინური სახელი
Peronosporales

პერონოსპორასნაირი სოკოები (ლათ. Peronosporales) — სოკოების რიგი ოომიცეტების კლასის. იყოფა 3 ოჯახად: პითიუმისებრნი, პერონოსპორასებრნი, ცისტოპუსისებრნი. ახასიათებთ ერთუჯრედიანი მიცელიუმი. არიან როგორც საპროფიტები, ისე პარაზიტები. უსქესო გამრავლება ზოოსპორანგიუმით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის საბოლოო პროდუქტია ოოსპორა. პერონოსპორასნაირი სოკოების რამდენიმე ასეული სახეობაა ცნობილი. ბევრი მათგანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას იწვევს. მაგ., ყველგან გავრცელებულ კარტოფილის ფიტოფთოროზს იწვევს Phytophthora infestans; თამბაქოს ჭრაქსPeronospora tabacina, ვაზის ჭრაქსPlasmopara viticola და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]