მომხმარებლის განხილვა:46.49.33.226
გაეცანით ვიკიპედიის წესებს!!!--David 19:50, 4 აგვისტო 2011 (UTC)
გამარჯობა. თქვენ სტატიის „პაპა ბებურიშვილი“ განხილვის გვერდზე დაწერეთ, რომ იგი იყო ვაჩნაძე და ეს ყველგან ასე წერია. ეს თუ მართლა ასეა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია/წყარო ამის შესახებ, იქნება ეს წიგნი, ლინკი თუ სიგელი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:31, 5 აგვისტო 2011 (UTC)
- გამარჯობა. ბატონო თეიმურაზ, გმადლობთ თანამშრომლობისთვის. ვნახე თქვენ მიერ მითითებული წყაროები და ჩემი აზრი დავწერე სტატიის განხილვის გვერდზე. ახლა დაველოდოთ სხვა მომხმარებლების აზრს, თუმცა სტატიაში პაპა ბებურიშვილის სახელი ნამდვილად შესაცვლელია. გთხოვთ, თუ მოგეპოვებათ მასზე დამატებითი ცნობები, დაგვეხმარეთ და სტატიაში აღნიშნეთ ისინი. უკეთესი იქნება, თუ ვიპედიაში დარეგისტრირდებით და შემდეგ შეუდგებით ტექსტის რედაქტირებას — ეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც უკეთესი იქნება. თანაც, რეგისტრაცია დიდ დროს არ წაგართმევთ. გმადლობთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:29, 7 აგვისტო 2011 (UTC)
გამარჯობა. ვიკიპედიის წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. ასევე კარგი იქნება, თუ გაეცნობით ვიკიპედიის მასწავლებელსა და დახმარების გვერდებს. თუ მოგეპოვებათ ცნობები ირაკლი ბებურო-ვაჩნაძის შესახებ, შეგიძლიათ სულ თავისუფლად შექმნათ ახალი გვერდი მაგ სახელწოდებით. გვერდის შექმნის წესებს გაეცნობით ვიკიპედიის მასწავლებელსა და დახმარების გვერდებზე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:57, 8 აგვისტო 2011 (UTC)
- გამარჯობა. სტატია „პაპა ბებურიშვილი“ გადატანილია სახელწოდებაზე „პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე“. გმადლობთ ყურადღებისა და დახმარებისთვის. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:07, 10 აგვისტო 2011 (UTC)
არა, მე მიხეილის ძე ვარ. ვიცი, ვიზეც მესაუბრებით. ალბათ, ექიმ ნოდარის ძეზე მეუბნებით, ხომ? ისე, პაპაჩემსაც ნოდარი ერქვა. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:17, 11 აგვისტო 2011 (UTC)
- ნოდარის შვილიშვილი კი ვარ, მაგრამ არა იმის, რომელიც ექიმი იყო. პაპაჩემი ტურიზმის სფეროთი იყო დაკავებული. გთხოვთ, აქ (ვიკიპედია:მოგვწერეთ) მსგავსი რაღაცები აღარ დაწეროთ, თორემ ეს ვიკიპედიის წესების დარღვევაა და მომხმარებლები ამაზე გაფრთხილებას მოგცემენ. შეგიძლიათ, მომმართოთ ჩემი განხილვის გვერდზე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:11, 11 აგვისტო 2011 (UTC)
მართალი ბრძანდებით, გავითვალისწინებ ! თ. პეტრიაშვილი.
ბატონო ნოდარ ! დახმარებას გთხოვთ ! იქნებ მირჩიოთ როგორ შევქმნა(უფრო სწორად, ალბათ შევიტანო) გვერდი ვიკიპედიაში – პათოფიზილოგია. ეს არის მედიცინის საბაზისო დარგი, მესამე კურსზე ისწავლება და აუცილებელია იყოს ქართულ ენციკლოპედიაში. მე საქართველოს ისტორიით კი ვარ დაინტერესებული, მაგრამ თსსუ–ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ვარ და მინდა მივხედო ამ საკითხს. რომელ ადგილას განვათავსო?
პატივისცემით – თეიმურაზ პეტრიაშვილი
ჩემს განხილვის გვერდზე თქვენი პასუხი არ ვიცი რას დავუკავშირო. არსებობს ორი სტატია.--ცანგალა (გ) 09:54, 31 აგვისტო 2011 (UTC)
გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! ჩვენ მხოლოდ ავტორიტეტულ წყაროებს ვეყრდნობით (ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ). გასაგებია თქვენი წუხილი. იქნებ მოგვაწოდოთ რაიმე ავტორიტეტული წყარო, რომელიც თქვენს ნათქვამს ამტკიცებს, რის შესაბამისადაც ჩავასწორებთ და შემდეგ წყაროდაც მივუთითებთ. გმადლობთ. — მიხეილ (მომწერე) 11:07, 2 სექტემბერი 2011 (UTC)
- ბატონო თეიმურაზ, უკვე ვაცნობე თქვენი მოწოდებული ინფორმაციის შესახებ რედაქტროს, რომელიც ისტორიის თემატიკაზე მუშაობს და გაეცნობა :) ისე გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია და კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოთ ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. ჩვენთვის თვენთან რამდენიმე საკითხზე უკვე შემდგარი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ. — მიხეილ (მომწერე) 12:22, 2 სექტემბერი 2011 (UTC)
- სამწუხარდო ბატონო თეიმურაზ, ისტორიკოსები და ფართო წრეები ვიკიპედიას ნაკლებად ეყრდნობიან, არადა აქ ბევრი რამე მართლაც რომ აბსოლუტურად სწორია იმასთან შედარებით, ვიდრე დღეს გამომავალ გამოცემებში. სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენი სურვილი იქნება, მხოლოდ მითითებებით არ შემოიფარგლოთ, გაიაროთ რეგისტრაცია და უკვე თავად შეიტანოთ წვლილი გართული ვიკიპედიის დახვეწა გაუმჯობესებაში. სხვათა შორის, როგორც აღმოვაჩინე, ვიკიპედიის ზოგიერთ სტატიებში წყაროდ მითითებულია თეიმურაზ პეტრიაშვილის ნაშრომები, ეს თქვენ ხართ? მომყავს აღნიშნული სტატიები ყვარლის ბრძოლა, იოანე ბატონიშვილი, კრწანისის ბრძოლა (1795). — მიხეილ (მომწერე) 09:38, 3 სექტემბერი 2011 (UTC)
დიახ ეს ნაშრომები ჩემია ბატონო მიხეილ,რადგან მე 18 საუკუნის ისტორიით დაინტერესებული ვარ და ორი წიგნი მაქვს ამ თემაზე: "კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა " და "ყვარლის ბრძოლა"(ძირითადად ერეკლე მეორეს მოღვაწეობას ეხება),მაქვს ერთი მემუარული წიგნიც "მთაწმინდაზე ერთი პატარა ბაღია". თუმცა ექიმი ვარ, მაგრამ ისტორიკოსები მეთახმებიან, არ მემდურიან. ჟურნალ მნათობში,2007 წელს, ბატონმა თამაზ ჭილაძემ დაბეჭდა ჩემი მოთხრობა კრწანისის ბრძოლაზე რომელიც წყაროებზე დაყრდნობით და ადგილების ნახვის ანალიზით მაქვს მოცემული.
მადლობა ყურადღებისათვის ბატონო მიხეილ ! – ალბათ დავრეგისტრირდები. თეიმურაზ პეტრიაშვილი.
თხოვნა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, ბატონო თეიმურაზ. დიდი მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ, როგორც ადრე გთხოვეთ, უკეთესი იქნება, თუ დარეგისტრირდებით. ამით უფრო გაგვიადვილდება თქვენთან კავშირის დამყარება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 16:36, 3 სექტემბერი 2011 (UTC)
მართალი ბრძანდებით.სასიამოვნოა ურთიერთობა !!! თ.პ.
გამარჯობა. ბატონო თეიმურაზ. როგორც ვხედავ, აქტიურად შეგაქვთ ცვლილებები სტატიაში „კრწანისის ბრძოლა“ (ასევე სხვა სტატიებში. უკეთესი იქნება, თუ დარეგისტრირდებით, რადგან ამით უფრო გაგიადვილდებათ მუშაობა. დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ არ წარმოგეშობათ არანაირი ვალდებულება (მაგალითად, სისტემატიურად მუშაობა — ეს თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული), უბრალოდ თქვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება, რადგან ასე უფრო მარტივად შევძლებთ თქვენთან თანამშრომლობას. გისურვებთ წარმატებებს! — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:56, 28 სექტემბერი 2011 (UTC)
სტატიის დაწერა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, ბატონო თეიმურაზ. თუ დარეგისტრირებული ხართ, პირველ რიგში, ჯობია შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში, რათა უფრო გაადვილდეს თქვენთვის მუშაობა. ამის შემდეგ, სანამ სტატიის წერას დაიწყებდეთ, გაეცანით დახმარების გვერდებსა და ვიკიპედიის მასწავლებელს. დახმარების გვერდებზე ნახავთ, თუ როგორ უნდა შექმნათ ახალი და არედაქტიროთ არსებული გვერდები. ამის წაკითხვის შემდეგ, ჩაწერეთ ძიებაში შესაქმნელი სტატიის სათაური (ამ შემთხვევაში, პათოფიზიოლოგია) და თუ ასეთი სტატია არ არსებობს, ძიება თავად შემოგთავაზებთ ამ სტატიის შექმნას. თუ რამეს ვერ გაიგებთ, პირადად მომმართეთ და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:09, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)
თეიმურაზს გაუმარჯოს. თქვენ სტატიას ეტიოლოგია დავუმატე ენათშორისო ბმულები. მომხმარებელს აქვს საშუალება სხვა ენებზეც გაეცნოს. ქართული სტატია ყველა სხვა ენებშიც ჩაჯდება,, რასაც რობოტი ავტომატურად გააკეთებს. სამწუხაროდ რეგისტრაციით არ ხართ შემოსული. სტატიის განხილვის გვერდზე არავითარ ინფორმაციას არ ვტოვებთ (ვგულისხმობ იმას რაც დატოვეთ). მე იგი წავშალე. ნოდარის საკმარისი ინფორმაცია მოუცია თქვენთვის. — ცანგალა (გ) 19:35, 4 ოქტომბერი 2011 (UTC) .
გმადლობთ! ბოდიში,რომ წესებს ჯერ კარგად ვერ გავეცანი, მაგრამ ვეცდები "გამოვსწორდე". შემდეგი სტატია მინდა,რომ –"პათოგენეზი"შევქმნა. პატივისცემით: თ პეტრიაშვილი.
- გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! გთხოვთ, თქვენს ანგარიშზე შედით ხოლმე და ისე შექმენით სტატიები . აქვე ერთი თხოვნა მექნება: ჩვენ ვიკი სტანდარტების შესაბამისად ვასწორებთ თქვენს სტატიებს, რედაქტირება მიეცით ხოლმე უკვე შესწორებულ სტატიებს და გადახედეთ რა შევცვალეთ, შემდეგ კი როგორ ჩანს ის შენახვის მერე, შესაბამისად გაითვალისწინეთ იგივე შემდეგ სტატიებშიც. ყველაფერი გამოგივათ! — მიხეილ (მომწერე) 20:10, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)
გთხოვთ ამიხსნათ წაიშალა ჩემი სტატია "პათოგენეზი" თუ შეიძლება მისი გამოყენება, წვლილის აღნიშვნა არ მაინტერსებს. შავი არ მაქვს, პირდაპირ ვწერდი, შრომატევადი იყო და საწყენი იქნება დაკარგვა.მიზეზი რა არის?
პატივისცემით–
თეიმურაზი თეიმურაზ პეტრიაშვილი
ეს განხილვის გვერდი ეკუთვნის ანონიმურ მომხმარებელს, რომელიც ჯერ არ დარეგისტრირებულა, ან რომელიც არ სარგებლობს რეგისტრირებული სახელით. მისი იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება ციფრული IP-მისამართი. ზოგიერთი IP მისამართი პერიოდულად იცვლება და მას შესაძლოა რამდენიმე მომხმარებელი იყენებდეს. თუ ანონიმური მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ან გახსნათ ახალი ანგარიში, რათა თავიდან აიცილოთ სხვა ანონიმურ მომხმარებლებთან თქვენი შეცდომით გაიგივება. რეგისტრაციით ასევე დაიმალება თქვენი IP მისამართი. [WHOIS • RDNS • RBLs • Traceroute • Torstatus] · [RIRs: America · Europe · Africa · Asia-Pacific · Latin America/Caribbean] |