განხილვა:თეიმურაზ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოგესალმებით!!! ავტორთა უმეტესობა წერს, რომ თეიმურაზ მეორე იყო დავით მეორის (იმამყულიხანის) ძე. ეს შეცდომაა. ძალზე უხერხულია ასეთი შეცდომის არსებობა როგორც ინტერნეტში ასევე სხვა ლიტერატურაში. ეს გამოიწვია იმან, რომ ქართულ ენციკლოპედიაშია სტატიაში -ერეკლე მეორე შეცდომაა, ხოლო თეიმურაზ მეორის სტატიაში კი მამა საერთოდ არაა მითითებული.

თეიმურაზ მეორის მამა იყო ერეკლე პირველი. ეს უტყუარი ფაქტია!

რადგან ვიკიპედიის მასალას ბოლო დროს ხშირად იყენებენ, დიდია მისი მნიშვნელობა და აქაც არაა დასახელებული ვინ იყო თეიმურაზ მეორის მამა, აუცილებელია აქ შეტანილი იყოს სწორად ვინ იყო თეიმურაზ მეორის მამა, რადგან დაუკვირებელმა ავტორებმა შეასწორონ თავიანთ სტატიებში შეცდომა.

პატივისცემით პროფ. თეიმურაზ პეტრიაშვილი— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.33.226 (46.49.33.226წვლილი).

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! ჩვენ მხოლოდ ავტორიტეტულ წყაროებს ვეყრდნობით (ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ). გასაგებია თქვენი წუხილი. იქნებ მოგვაწოდოთ რაიმე ავტორიტეტული წყარო, რომელიც თქვენს ნათქვამს ამტკიცებს, რის შესაბამისადაც ჩავასწორებთ და შემდეგ წყაროდაც მივუთითებთ. გმადლობთ. — მიხეილ (მომწერე) 11:06, 2 სექტემბერი 2011 (UTC)


გმადლობთ სწრაფი გამოხმაურებისათვის! მე მაქვს დაწერილი წიგნი –კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა, სადაც მაქვს მოცემული ბევრი მასალა ერკლეზე. თითქმის ყველა ქართველი ისტორიკოსი იცნობს ამ წიგნს და როგორც ექიმს, არ მემდურიან,რადგან ყველაფერი წყაროებზე დაყრდნობითაა წარმოდგენილი.გარეკანზე გენიალოგიაცა მაქვს გამოტანილი. მაგრამ თქვენთვის აუცილებელია დოკუმენტი და ბოდიშს ვიხდი,რომ მხოლოდ ერთს გაწოდებთ ამჯერად, მაგრამ უტყუარი, პირველადი წყაროებიდან.

ავთ.იოსელიანის საქართველოს ისტორიის ქრონიკებში(მე–17–19 სს),1980წ.,რომელიც თავადაც პირველად წყაროებს ეყრდნობა,ზუსტი მითითებებით, 44–ე გვერდზე წერია – " 1703 წელს,ერეკლე პირველის თხოვნით კახეთი მისცა ყეენმა მის შვილს დავითს, იმამყული ხანს." ე.ი.დავითი ერეკლეს პირველის შვილია.

იმავე წიგნში 47 გვ. – "1710 წელს,იანვარში კახთბატონმა მეფე დავით იმამყული ხანმა, სპარსეთში მიმავალმა,თბილისში ინახულა მეფე ვახტანგ მეექვსე და მისი ასული თამარი, უთხოვა თ ა ვ ი ს ძ მ ა ს თ ე ი მ უ რ აზ ს და ჰყო კახეთის გამგედ."(ამით გაერთიანდა ბაგრატიონთა ორი შტო.თ.პ.)– ე.ი დავითი და თეიმურაზი ძმები არიან.ასე,რომ თეიმურაზ მეორე ერეკლე პირველის ვაჟია!

ენციკლოპედიაშიც იციან, რომ ეს შეცდომაა და ალბათ ახალში გასწორდება, როგორც მოგახსენეთ ვიკიპედიაშიც ჩასწორდა – ერეკლე მეორისადმი მიძღვნილ სტატიაში.

კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და ვხედავ,რომ თქვენნაირი ყურადღებიანი ვიკიპედისტების წყალობით ქართული ვიკიპედია კიდევ მეტად დაზუსტდება და გამდიდრდება.

პატივისცემით თეიმურაზ პეტრიაშვილი


მაპატიეთ ბატონო მიხეილ! არ დავაკვირდი.ვიკიპედიაში თეიმურაზ მეორის სურათის ქვემოთ სწორადაა მითითებული, რომ ერეკლე პირველია თეიმურაზ მეორის მამა.მაგრამ კარგი იქნება თუ ტექსტშიც შევა,უფრო თვალსაჩინო და სერიოზული იქნება.ეტყობა სურათს არ აკვირდებიან. ბოდიშის მოხდით – თ.პეტრიაშვილი

ბატონო თეიმურაზ, ჩვენს ტექსტში მგონი არსად წერია, რომ თეიმურაზ II დავით მეორის (იმამყულიხანის) ძე იყო. ინფოდაფაში კი (სურათის ქვემოთ) როგორც თქვენ აღნიშნეთ, უწერია, რომ იგი ერეკლე I-ის ძე იყო. ასეთ შემთხვევათა უმეტესობაში, ამგვარ მონაცემებს მხოლოდ აქ ვწერთ (ინფოდაფაში) უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის და ტექსტში აღარ შეგვაქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. — მიხეილ (მომწერე) 12:42, 2 სექტემბერი 2011 (UTC)

ამ სტყატიაში ნამდვილად არაფერი წერია დავითის ძეობაზე, ინფოდაფაში კი სწორადაა ყველაფერი. რატომ ატყდა ეს ამბავი ვერ გავიგე. ერთი კი, სტატია მნიშვნელოვნადაა დასახვეწი, როგორც შინაარსობრივად, ასევე ტექნიკურად.— Ouzo განხილვაწვლილი 13:37, 2 სექტემბერი 2011 (UTC)

თავიდან დაწერაში რა იგულისხმება, ქსე-ს შინაარსია მიუღებელი თუ სტილისტურადაა გასამართი? — მიხეილ (მომწერე) 13:54, 2 სექტემბერი 2011 (UTC)


ბატონო მიხეილ ! მართალია თქვენთან,ვიკიპედიაში შეცდომა არაფერია, მაგრამ უფრო სრულად და თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ვინ არის თეიმურაზ მეორის მამა, მით უმეტეს ქსე – ში არსებული შეცდომა(სტატიაში –ერეკლე მეორე) საქმეს ზოგადად აფუჭებს და დაუკვირვებლად იმას ეყრდნობიან.

კარგია, რომ თვენ ინფოდაფის გარდა სტატიაში, წინ გამოიტანეთ, იქნებ დააკვირდენ და ისტორიკოსთა ნაშრომებში ნაკლები შეცდომა იყოს.ასე,რომ კარგი საქმე გაკეთდა.


ძალიან საინტერესო მასალა მაქვს თეიმურაზზე, თუნდაც ის, რომ რატომ დაკრძალეს ასტრახანში. როცა მისი გადმოსვენების საკითხი დგება–ეს მართალაც საინტერესოა.თანდათან შევიტან--თემო () 10:42, 27 ნოემბერი 2011 (UTC)


თეიმურაზ მეორის ლიტერატურული შემოქმედების განხილვის კომპენტენცია არა მაქვს და რედაქტირებას ვერ შევძლებ. იქნებ ფილოლოგი დავიხმაროთ.--თემო () 20:57, 27 ნოემბერი 2011 (UTC)

ინფოდაფაზე დაბადების თარიღი შეცდომითაა. თეიმურაზი 1700 წელს დაიბადა. იქ კი წერია 1690 წელი.--თემო () 20:55, 27 ნოემბერი 2011 (UTC)