განხილვა:პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:პაპა ბებურიშვილი)

გაცნობებთ, რომ პაპა ბებურიშვილი იყო ვაჩნაძე, ბებურიშვილი– ვაჩნაძე, ეს რატომღაც არ ჩანს ენციკლოპედიაში, მაგრამ ყველა წყაროში ასეა, ასეა სიგელებში და უტყუარი ფაქტია.

გთხოვთ, თუ ეს მართლაც ასეა, დაგვეხმაროთ და მოგვაწოდოთ სანდო წყარო, იქნება ეს წიგნი, ლინკი თუ სიგელი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:33, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ახლა ვნახე საქართველოს ისტორიის ნარკვევები (როგორც ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა თქვა) და პაპა ბებურიშვილი მართლაც მოხსენიებულია როგორც „პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე“: „აგრი-ჩაის ნაპირზე 1751 წ. 15 თებერვლის სუსხიან ორშაბათს ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. თავად პაპა ბებურიშვილ-ვაჩნაძისა და მაჩხაანელი გლეხის — დათუნა ბოსტაშვილის გმირობამ იხსნა განსაცდელში ჩავარდნილი ერეკლე, რომელსაც დატყვევება ოელოდა“ (შეგიძლიათ თქვენც ნახოთ აქ, 457 გვერდზე, მეოთხე ხაზი. ეს არის საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეოთხე ტომის ელექტრონული ვერსია). ყოველ შემთხვევაში, სტატია თუ არ იქნება გასდასატანი, ეს უნდა აღინიშნოს. მაგრამ, ჩემი აზრით, სტატია გადასატანია სახელწოდებაზე „პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე“.— Nodar Kherkheulidze განხილვა 17:18, 7 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ბატონო ნოდარ! ამ მხრივ საინტერესოა ირაკლი ბებურო – ვაჩნაძეზე გვერდის ნახვა, ვინც გამოიგონა ინვალიდის ეტლი.იქ წერია, რომ ვაჩნაძეები გვარს ასე იმიტომ ცვლიდნენ,რომ ო ჯახები ერთმანეთისგან გაერჩიათო. ეს ირაკლი ჩემი აზრით პაპას შთამომავალი იქნება.ვეცდები სხვა რამ თუ ვნახე მოგაწოდოთ. ბოდიში,რომ ვიკიპედიის წესებში ვერ ვერკვევი და შეიძლება ტექსტი იქ არ შემაქვს სადაც საჭიროა.ვეცდები ასევე დავრეგისტრირდე.

თუკი საქართველოს ისტორიის ნარკვევები პაპა ბებურიშვილ–ვაჩნაძეს წერს, თან ეს წყარო ლიტერატურაშიც მითითებული გვაქვს და სტატიის შესავალშიც პიროვნებას სწორედ ამ გვარ–სახელით ვაკონკრეტებთ, მაშინ გადავიტანოთ აღნიშნულ სათაურზე. — მიხეილ (მომწერე) 14:07, 10 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
გადასატანია.—G.G. 14:13, 10 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გადატანილიაNodar Kherkheulidze განხილვა 14:58, 10 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]