დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეს გვერდი განკუთვნილია ახალბედა ვიკიპედიელებისათვის. არსებობს აგრეთვე უფრო დეტალური გვერდი გამოცდილთათვის. ვიკიპედიის გვერდის რედაქტირება მარტივია — ამისათვის დააწკაპუნეთ ბმულზე რედაქტირება, რომელიც ყოველი გვერდის თავშია განთავსებული. ამით თქვენ მიიღებთ ახალ გვერდს, რომელშიც შეგიძლიათ ტექსტის ჩასწორება, ჩამატება ან წაშლა. რედაქტირების შემდეგ აირჩიეთ ბმული გვერდის შენახვა ცვლილების შესანახად. ისე კი, კარგი იქნება თუ შენახვამდე გადაათვალიერებთ თქვენს ნამუშევარს (ბმული წინასწარი გადახედვა). ვიდრე კარგად დაეუფლებოდეს რედაქტირების ტექნიკას, შეიძლება ივარჯიშოთ აქ.

რჩევები

  • სტატია უნდა შეიცავდეს მინიმუმ სამ დასრულებულ ფრაზას, სამ ბმულს სხვა სტატიებზე და, თუ შესაძლებელია, ერთ ბმულს სხვა ვიკიპედიაზე.
  • პირველი წინადადება ყოველთვის დასრულებულია და შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოცემული თემის შესავალისათვის.
  • ინფორმაციის გამოყენება სხვა (არავიკიპედიური) ტექსტებიდან შესაძლებელია მხოლოდ როგორც ციტატის, წყაროს მითითებით ან საკუთარი სიტყვებით გადმოცემით.

მარტივი მაგალითები

ბმული გვერდზე ხშირი შეკითხვები.

N.B. ახალი გვერდის შესაქმნელად: დაწერეთ ახალი სტატიის სახელი ორმხრივ ორმაგ კვადრატულ ფრჩხილებში, დაარეგისტრირეთ ბმულით „დათვალიერება“, შემდეგ დააკლიკეთ ახალშექმნილ ბმულზე.

ბმული გვერდზე [[ხშირი შეკითხვები]].
იგივე ბმული სხვა სახელით:

გაეცანით ხშირ შეკითხვებს.

N.B. სათაურებში გამოიყენება მხოლოდ ასოები, ციფრები და ინტერვალი, ამასთან მხოლობით რიცხვში და სახელობით ბრუნვაში!
იგივე ბმული სხვა სახელით:
გაეცანით [[ხშირი შეკითხვები|ხშირ შეკითხვებს]].
ბმულებზე სხვა ინტერნეტ-რესურსებისათვის,

ჩასვით URL-მისამართი: http://www.nazgaidze.tk

ბმულებზე სხვა ინტერნეტ-რესურსებისათვის,
ჩასვით URL-მისამართი: http://www.nazgaidze.tk
შრიფტის სხვადასხვა ფორმატები:
  • ნორმალური,
  • კურსივი,
  • მუქი,
  • მუქი კურსივი.

N.B. ეს ფორმატი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ფორმულებში:

F = m a.
შრიფტის სხვადასხვა ფორმატები: *ნორმალური, *''კურსივი'',
*'''მუქი''', *'''''მუქი კურსივი'''''.

N.B. ეს ფორმატი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ფორმულებში:
'''F''' = ''m'' '''a'''.

ყურადღება მიაქციეთ, რომ თუ სტატიაზე ერთდროულად ორი ან მეტი პიროვნება მუშაობს, შეიძლება რედაქტირების კონფლიქტი წარმოიშვას.

იხილეთ აგრეთვე