მაქს ფონ ლაუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქს ფონ ლაუე
გერმ. Max von Laue
დაბ. თარიღი 9 ოქტომბერი, 1879(1879-10-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი კობლენცი, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია[9]
გარდ. თარიღი 24 აპრილი, 1960(1960-04-24)[1] [2] [3] [4] [9] (80 წლის)
გარდ. ადგილი დასავლეთი ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[1]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და კრისტალოგრაფი
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი და Physikalisch-Technische Bundesanstalt
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ლეო ზილარდი
მეუღლე Magda von Laue
შვილ(ებ)ი Theodore Hermann Von Laue
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ერნსტ რეიტერის მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[11] [12] , მაქს პლანკის მედალი, ჰელმჰოლცის მედალი, მატეუჩის მედალი, რენტგენის მედალი, ადოლფ ფონ ბაიერის ოქროს მედალი, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13] , ორდენი „დამსახურებისათვის“ და Q117353804?

მაქს ფონ ლაუე (გერმ. Max von Laue; დ. 9 ოქტომბერი, 1879, კობლენცი — გ. 24 აპრილი, 1960, ბერლინი) — გერმანელი ფიზიკოსი ვინც გახდა 1914 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში მისი უდიდესი მიღწევისთვის — კრისტალთა სივრცულ მესერზე რენტგენის სხივების დიფრაქციის აღმოჩენისათვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქს ფონ ლაუე დაიბადა 1879 წლის 9 ოქტომბერს, კობლენცში, ჟოლიო ლაუეს და მინა ზერენერის ოჯახში. მას ბავშვობა და სიჭაბუკე გატარებული აქვს პოზნანში. 1998 წელს მან ჩააბარა გამოცდა სიმწიფის ატესტატზე. 1999 წლის შემდეგ ლაუე ფიზიკას, მათემატიკას და ქიმიას სწავლობდა შემდეგ უნივერსიტეტებში: სტრასბურგის უნივერსიტეტში, გეტინგენის უნივერსიტეტში და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტში. გეტინგენში ყოფნის დროს მასე დიზი გავლენა მოახდინეს ფიზიკოსებდა ვოლდემარ ფოიგტიმ და მაქს აბრაამმა და მათემატიკოსმა დავიდ ჰილბერტმა. ბერლინში ყოფნის პერიოდში ლაუე ესწრებოდა ოტო ლუმერის ლექციებს თერმული რადიაციის შესახებ. შემდგომ, 1903-1905 წლებში იგი იმყოფება გეტინგენში. მაქს ფონ ლაუემ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება დაასრულა ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტში, არნოლდ ზომერფელდის მეთვალყურეობის ქვეშ.[14][15][16][17][18]

მაქს ფონ ლაუე 1906 წელს პირველად შეხვდა ალბერტ ინშტაინს. შემდგომში ისინი მეგობრები გახდნენ.

ლაუე ცხოვრების დიდი პერიოდი მუშაობდა სხვადასხვა მეცნიერულ ცენტრებში (ძირითადად მიუნხენში და ბერლინში). იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაინეტერესდა ზოგადი და ისტორიული საკითხებით. საკუთარი ინტერესების გამო ლაუემ ამ პერიოდში დაწერა წიგნი სახელად „ფიზიკის ისტორია“.

მაქს ფონ ლაუე ეხმარებოდა დევნილ ამხანაგებს, ცდილობდა საკონცენტრაციო ბანაკიდან კრაკოვის პროფესორების გათავისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. მის გატაცების საგანს ფიზიკის გარდა ასევე წარმოადგენდა ავტომანქანის მართვა.

მაქს ფონ ლაუე გარდაიცვალა 1960 წლის 24 აპრილს, ბერლინში, საავტომობილო კატასტროფის შედეგად.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქს ფონ ლაუე ისტორიაში შევიდა როგორც კრისტალთა სივრცულ მესეზე რენტგენის სხივების დიფრაქციის აღმომჩენი პიროვნება. ეს აღმოჩენა შემდგომში გამოყენებულ იქნა სხივების დახმარებით კრისტალთა გამოკვლევებში. ლაუეს გამოკვლევებმა დაამტკიცა რენტგენის სხივების ტალღური ბუნება და აგრეთვე ის, რომ ატომები, იონები და ნაწილაკები კრისტალში განლაგებულია სწორი მესერის სახით. მისმა დაკვირვებებმა საფუძველი ჩაუყარა ქიმიის მეტად მნიშნელოვან დარგს — კრისტალოქიმიას, აგრეთვე დასაბამი მისცა მყარი სხულების ფიზიკას.

ლაუე აგრეთვე მუშაობდა ოპტიკაშიც, განსაკუთრებით აინტერესებდა სინათლის კონის გარდატეხისა და არეკვლის პროცესების შექცევადობის საკითხები. მან დაამუშავა ბრტყელ-პარაელურ ფირფიტებზე სინათლის ინტერფერენციის თეორია. აგრეთვე ლაუე მუშობდა კვანტების თეორიაში, ბირთვულ ფიზიკასა და ალბათობის თეორიაში. იგი აინშტაინის თეორიის ზოგიერთ ნაკლოვანებებზე ისე მიუთითებდა, რომ მის მნიშნელობას არ ამცირებდა. პირველად, სწორედ მაქს ფონ ლაუემ ჩამოაყალიბა და სისტემაში მოიყვანა ფარდობითბის კერძო თეორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 112-113, თბ., 1978.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118570129 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. Frankfurter Personenlexikon — 2014.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. 9.0 9.1 9.2 www.accademiadellescienze.it
  10. Munzinger Personen
  11. The Nobel Prize in Physics 1914Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 212.
  14. Walker, p. 73
  15. Max von LaueArchived 5 February 2007 at the Wayback Machine – American Philosophical Society Author Catalog
  16. Max von Laue – Nobel Prize Biography
  17. Hentschel, 1996, Appendix F, see entry for Max von Laue.
  18. Max von Laue Biography – Deutsches Historisches Museum Berlin