არნოლდ ზომერფელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არნოლდ ზომერფელდი
გერმ. Arnold Sommerfeld
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1868(1868-12-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი კენიგსბერგი[1] [6]
გარდ. თარიღი 26 აპრილი, 1951(1951-04-26)[9] [2] [4] [5] [6] [7] [8] (82 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი[9] [6]
დასაფლავებულია ნორდფრიდჰიფი[10]
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი, მათემატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[2] , აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი[2] , გეტინგენის უნივერსიტეტი[2] და კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტი[2] [6]
ალმა-მატერი კენიგსბერგის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ლაინუს პოლინგი, პიტერ დებაი, ჰანს ბეთე, ალფრედ ლანდე, ვოიცეხ რუბინოვიჩი და Werner Romberg[2]
მეუღლე Johanna Sommerfeld
ჯილდოები მაქს პლანკის მედალი, ლორენცის მედალი, ერსტედის მედალი[11] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, მატეუჩის მედალი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12] და honorary doctor of the University of Calcutta

არნოლდ ზომერფელდი (დ. 5 დეკემბერი, 1868 — გ. 26 აპრილი, 1951) — გერმანელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა და მრავალი სამეცნიერო აკადემიების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არნოლდ ზიმერფელდი დაიბადა 1868 წლის 5 დეკემბერს კენიგსბერგში, ექიმის ოჯახში. 1886 წელს ამავე ქალაქში დაამთავრა გიმნაზია და იმავე წელს შევიდა კენიგსბერის უნივერსიტეტის მათემატიკის განყოფილებაზე. მას ასწავლიდნენ ისეთი მათემატიკოსები როგორებიც იყვნენ: ფ. ფილდემანი, ა. გურვიცი და დ. ჰილბერტი. სწორედ მათ განსაზღვრეს მისი მათემატიკური მომზადება, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო მის სწრაფ მეცნიერულ წინსვლას.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის თეორიული ფიზიკის განვითარებაში ზომერფელდს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მართალია მას მონაწილეობა არ მიუღია დიად აღმოჩენებში (ფარდობითობის თეორია, კვანტური მექანიკა, ბირთვული ფიზიკა), მაგრამ ყველა იმდროინდელი თანამედროვე ფიზიკოსისათვის მისი გვარი მაინც ცნობილი იყო. ეს გამოწვეული იყო ზომერფელდის შემოქმედებითი ტალანტით და საოცრად მრავამხრივი ინტერესით.

ზომერფელდი სხვა თეორეტიკოსი ფიზიკოსებისაგან განსხვავდებოდა იმით, რომ იგი პრაქტიკული საკითხებითაც იყო დაინტერესებული, რაც მას გამოყენებითი საკითხების გადაჭრის საშუალებას აძლევდა. შემოქმედებითი მუშაობა ზომერფელდის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენდა. იგი განსაკუთრებული ტიპის პედაგოგიც იყო. ბორნის თქმით „ზომერფელდს ფიზიკოსების აღმოჩენისა და მათი გამოზრდის დიდი უნდარი ჰქონდა“. მრავალ ქვეყნებში თრგმნილი და გამოცემული თეორიული ფიზიკის მრავალტომიანი მისი კურსი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. მისი წიგნი „ატომისა და სპექტრის აღნაგობა“ ფიზიკოსების მთელი თაობის ენციკლოპედიად გადაიქცა.

1891 წელს ზომერფელდმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ნებისმიერი ფუნქციები მათემატიკურ ფიზიკაში“. ამ ნაშრომში მან განიხილა მათემატიკის ერთი დარგიმ, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში დასტრიალებდა.

სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ 1893 წელს ზომერფელდი მიემგზავრება მაშინდელი მათემატიკის ცენტრში — გეტინგენში, სადაც მალე გამოჩენილი მათემატიკოსის კლაინის ასისტენტი გახდა. 1896 წელს ზომერფელდმა პრივატ-დოცენის წოდების მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დიფრაქციის მათემატიკური თეორია“. ეს ნაშრომი დიფრაქციის ამოცანის მკაცრი გადაწყვეტის პირველი შემთხვევა იყო.

1897-1898 წლებში ზომერფელდის თანაავტორობით გამოქვეყნდა კლაინის ორი ტომი სხელად „ბზრიალის თეორია“. ამის პარალელურადდ ზომერფელდმა გადაჭრა საინტერესო საკითხი ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების შესახებ სასრული კვეთის მავთულების გასწვრივ. 1897 წელს ზომერფელდმა დაიკავა პროფესორის თანამდებობა კლაუსტის სამთო აკადემიაში, ხოლო 1900 წელს იგი აახენის უმაღლესი ტექნიკური სკოლის ტექნიკური მექანიკიიის პროფესორად მიიწვიეს. კლაუსტალეში ზომერფელდმა გამოაქვეყნა სტატიები: საშენ მასალათა სიმტკიცის, რკინიგის მუხრუჭების თეორიის, დინამომანქანების რხევების, ლავალის ტურბინებისა და სხვა პრაქტიკული საკითხების ირგვლივ. პარალელურად ზომერფელდი ელექტრონული თეორიითაც დაინტერესდა. ლორენტცის წარმოდგენათა ფარგლებში მან შეისწავლა თომსონის წინასწარმეტყველება სინათლის სიჩქარით მოძავი ელექტრონის შესახებ და მათემატიკურად გამოთვალა იგი.

1906 წელს ზომერფელდი მიუნხენის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგედ აირჩიეს. მან იქ 45 წელის დაყო და სიცოცხლეც იქვე დაასრულა. მისი მოღვაწეობით მიუნხენის უნივერსიტეტი მალე მსოფლიოს ფიზიკოსთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა. ზომერფელდის მიერ წაკითხული ლექციები მრავალ სტუდენტს იზიდავდა.

ზომერფელდის გამოქვეყნებული ნაშრომების რიცხვი 450 აღწევს.

არნოლდ ზომერფელდი გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, მიუნხენში, 1951 წლის 2 აპრილს, საავტომობილო კატასტროფის შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 172-177, თბ., 1980.
  • А. Зоммерфельд, Пути познания в физике. Сборник статей, составитель У. И. Франкфурт, М., 1973.
  • П. С. Кудрявцев, История физики, т. З, М., 1971.
  • Б. И. Спасский, История физики, ч. II, М., 1964.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11861553X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Seidel F. Die Straßen in Clausthal – Zellerfeld – Buntenbock / Hrsg.: Clausthal-Zellerfeld — 1983. — S. 15.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 Зоммерфельд Арнольд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. Find a Grave — 1996.
  11. https://www.aapt.org/programs/awards/oersted.cfm
  12. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 332.