დავიდ ჰილბერტი
დავიდ ჰილბერტი (გერმ. David Hilbert; დ. 23 იანვარი, 1862, კენიგსბერგი — გ. 14 თებერვალი, 1943, გეტინგენი) — გერმანელი მათემატიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა პრუსიის პროვინცია კენიგსბერგში (თავისი მოსაზრების მიხედვით) ან ვეჰლაუში (1946 წლიდან ცნობილია, როგორც ზნამენსკი), კენიგსბერგის მახლობლად, სადაც მამამისი ოტო ჰილბერტი მუშაობდა მისი დაბადების დროს. 1884 წელს დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. 1893-1895 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1895 წლიდან 1943 წლამდე გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰილბერტის გამოკვლევებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის მრავალ დარგზე. მისმა მოღვაწეობამ განაპირობა ის გარემოება, რომ XX საუკუნის დასაწყისში გეტინგენი იქცა მათემატიკური გამოკვლევათა მსოფლიო ცენტრად. ჰილბერტის სამეცნიერო ბიოგრაფია გამოკვეთილად იყოფა რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ეძღვნება მათემატიკის რომელიმე დარგს: ინვარიანტთა თეორიას (1885-1893), ალგებრულ რიცხვთა თეორიას (1893-1898), გეომეტრიის დაფუძნებას (1898-1902), ვარიაციული აღრიცხვისა და დიფერენციალური განტოლებათა საკითხებს (1900-1906), ინტეგრალური განტოლებათა თეორიას (1900-1910), უორინგის პრობლემას (1908-1909), მათემატიკის ფიზიკურ საფუძვლებს (1910-1922), მათემატიკურ დაფუძნებას (1922-1939). 1900 ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე, წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ჩამოაყალიბა მათემატიკის 23 ძირითადი პრობლემა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები. იყო მათემატიკური თეორიის თვალსაჩინოდ გადმოცემის დიდი ოსტატი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1934 წლიდან). მსოფლიოში ცნობილი მათემატიკის სფეროში მოღვაწე სწავლული 1943 წლის 14 თებერვალს ქ. გეტინგენში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 658.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11855090X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 KNAW Past Members
- ↑ 6.0 6.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 9.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 12.0 12.1 Národní autority České republiky
- ↑ 13.0 13.1 Колмогоров А. Н. Гильберт Давид // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ David Hilbert / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ http://www.w-volk.de/museum/grave34.htm
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://medal.kpfu.ru/laureatyi-medali/
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 169.