მაკბეტი (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაკბეტ I
შოტლანდია შოტლანდიის მონარქი
მმართ. წლები: 10401057
კორონაცია: 1040
მმართ. დასაწყისი: 1040
მმართ. დასასრული: 1057
წინამორბედი: დუნკან I
მემკვიდრე: ლულახი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1005
დაბ. ადგილი: დინგუოლი
გარდ. თარიღი: 15 აგვისტო, 1057 წელი
გარდ. ადგილი: ლუმფანანი ან სკოუნი
დაკრძ. ადგილი: აიონა
მეუღლე: გრუოხი
მამა: ფინდლიხი

მაკბეტი (შუასაუკუნეების გელური: Mac Bethad mac Findlaích; თანამედროვე გელური: MacBheatha mac Fhionnlaigh; მეტსახელად Rí Deircc, „წითელი მეფე“;[1] დ. 1005 — გ. 15 აგვისტო, 1057) — შოტლანდიის მეფე 1040 წლიდან გარდაცვალებამდე. იგი მართავდა დღევანდელი შოტლანდიის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს.

ცოტა რამ არის ცნობილი მაკბეტის ადრეული ცხოვრების შესახებ, თუმცა ის იყო მორაიის მმართველის, ფინდლეხის ვაჟი და შესაძლოა იყო მალკომ II-ის შვილიშვილი. 1032 წელს მან მოიპოვა ნახევრად ავტონომიური ბატონობა მორაიზე და გახდა მორმერი და სავარაუდოდ, იყო პასუხისმგებელი წინა მორმერის, გაილ კოემგინის გარდაცვალებაზე. მოგვიანებით მან ცოლად გაილ კოემგინის ქვრივი, გრუოჩი შეირთო, თუმცა მათ ერთად შვილები არ ეყოლათ.

1040 წელს დუნკან I–მა წამოიწყო შეტევა მორეიზე, თუმცა მოკლული იქნა მაკბეტის ჯარების მოქმედებით. მაკბეტმა დაიკავა მისი ტახტი და თავი ალბას მეფედ გამოაცხადა, რაც ადგილობრივებმა მხოლოდ მსუბუქად გააპროტესტეს. მისი 17-წლიანი მმართველობა ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა 1054 წელს მას მოუწია ინგლისურ ლაშქრობასთან შერკინება, რომელსაც ედუარდ აღმსარებლის სახელით ხელმძღვანელობდა სიუორდი, ნორთუმბრიის ერლი. მაკბეტი მოკლეს ლუმფანანის ბრძოლაში, 1057 წელს, მომავალი მალკოლმ III-ის ერთგულმა ძალებმა. იგი დაკრძალეს შოტლანდიის მეფეების ტრადიციულ განსასვენებელ იონაზე.

მაკბეტის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე (გერი) ლულახი, მაგრამ ლულახმა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იმეფა, სანამ მოკლეს ისევ მალკოლმ III-ის მიერ კონტროლირებადმა ძალებმა, რომლის შთამომავლებმა მომავალში 13-ე საუკუნის მიწურულამდე მართეს შოტლანდია. მაკბეტი დღეს ყველაზე უკეთ ცნობილია, როგორც უილიამ შექსპირის ტრაგედიის — მაკბეტის მთავარი გმირი და მრავალი ნამუშევარი, რომელიც მან შთააგონა. ამასთან, შექსპირის მაკბეტი ემყარება ჰოლინსჰედის ქრონიკებს, რომელიც გამოქვეყნდა 1577 წელს და ისტორიულად არ არის ზუსტი.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკბეტის გვარი შუასაუკუნეების გელურში იყო Mac Bethad mac Findlaích. ეს რეალიზებულია, როგორც MacBheatha mac Fhionnlaigh თანამედროვე გელურში და ანგლიცირებული, როგორც მაკბეტ მაკფინლი (ასევე წარმოითქმის ფინდლეი, ფინდლი ან ფინლი). სახელი მაკ ბეთადი, საიდანაც მიღებულია ინგლისური „MacBeth“, ნიშნავს „სიცოცხლის შვილს“. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გელური მფარველის იერსახე, მას არ გააჩნია რაიმე სხვა მნიშვნელობა, სამაგიეროდ აღნიშნავს „მართალ ადამიანს“ ან „რელიგიურ ადამიანს“. ალტერნატიული ვერსიაწარმოშობა არის ის, რომ ეს სახელი მოდის მაკ-ბეთადისგან, რაც ნიშნავს „ერთ-ერთს“.

სამეფო წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგი წყარო მაკბეტს უწოდებს მეფე მალკოლმ II-ის შვილიშვილს და, ამრიგად, დუნკან I-ის ბიძაშვილს, რომლის შემდეგ მმართველობა მის ხელში გადავიდა. ის შესაძლოა იყო აგრეთვე ორკნის და ქეითნესის ერლის — თორფინ ძლიერის ნათესავი. ნაიჯელ ტრანტერი, თავის რომანში მეფე მაკბეტი, წავიდა ისე შორს, რომ მაკბეტი წარმოაჩინა, როგორც თორფინის ნახევარძმა.[2] ამასთან, ეს გაუგებრობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სანდო წყაროების არარსებობის გამო, მეფე მალკოლმის ქალიშვილების ზუსტი რიცხვი დღესაც უცნობია.[3]

ალბას მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუნკანის მოკვლის შემდეგ მაკბეტი გახდა ალბას მეფე. იმ დროისთვის წინააღმდეგობა თითქმის არავის გაუწევია ამ მოვლენისთვის და ეს ნორმალური იქნებოდა, თუ მისი მეფობა საყოველთაოდ არ მიიღებოდა საზოგადოებაში. 1045 წელს, დუნკანის მამა, დანკელდის ძე კრინანი (იგი შოტლანდიის იმ სამეფო ოჯახის ნაწილის ახალგაზრდა წევრი იყო, რომელიც კენელ კონეილისა და იონას მემკვიდრე აბატისგან მოდიოდა) მოკლეს შოტლანდიის ორ არმიას შორის ბრძოლის დროს.[4]

ჯონ ფორდუნმა დაწერა, რომ დუნკანის მეუღლე გაიქცა შოტლანდიაში, თან წაიყვანა შვილები, რომელთა შორის იყვნენ მომავალი მეფეები — მალკოლმ III (Máel Coluim mac Donnchada) და დონალდ III (Domnall Bán mac Donnchada, ან Donalbane). ავტორის რწმენის საფუძველზე, თუ ვისზე დაქორწინდა დუნკანი, არსებობს რამდენიმე ვერსია, რომლის მიხედვითაც გადასახლების სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ნორთუმბრიასა და ორკნეიში, გვაქვს ქორწინების სხვადასხვა ვარიანტი. ამასთან, უილიამ რობერტსონის აზრით, დუნკანის ქვრივისთვის და მისი შვილებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა ნათესავებსა და მხარდამჭერებთან ათოლში წასვლა და დარჩენა.[5]

კრინანის დამარცხების შემდეგ, მაკბეტი აშკარად დაპირისპირების გარეშე დარჩა. მარიანო შოტუსი მოგვითხრობს, თუ როგორ მოილოცა მეფემ რომში 1050 წელს, სადაც, მარიანუსი ამბობს, რომ მან ზღვა რაოდენობით ფული მისცა ღარიბებს.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1052 წელს, მაკბეტი არაპირდაპირ ჩართული იყო ცხარე უთანხმოებაში ინგლისის სამეფოში, გოდვინს, უესექსის სამეფოსა და ედუარდ აღმსარებელს შორის, როდესაც ინგლისის სასამართლოსგან მან მიიღო დევნილები ნორმანების სახით. ამ მოვლენის შემდეგ, შესაძლოა, გახდა პირველი შოტლანდიელი მეფე, რომელმაც გააცნო ფეოდალიზმი შოტლანდიას. 1054 წელს ედუარდის ნორთუმბრიის ერლი, სივარდი გაუძღვა მასიურ ლაშქრობას შოტლანდიისკენ (დუნკანის ქვრივი და მალკოლმის დედა, სუტჰედი, იყო ნორთუმბრიაში დაბადებული; სავარაუდოა, მაგრამ არ არის დადასტურებული, რომ სივარდსა და მალკოლმს შორის არსებობს რაიმე ნათესაური კავშირი). ამ კამპანიამ გამოიწვია სისხლიანი ბრძოლა, რომელშიც ულსტერის მემატიანნების მიხედვით, დაიღუპა 3000 შოტლანდიელი და 1.500 ინგლისელი მებრძოლი, რაც ორივე მეტოქე მხარისთვის უდიდესი დანაკლისი იყო. დაღუპულთა შორის აღმოჩნდნენ სივარდის ერთ-ერთი შვილი და სიძე. შემოჭრის შედეგი იყო ის, რომ მის ტახტზე კონტროლი აღიდგინა მაელ კოლუიმ (Máel Coluim), „კუმბრიის მეფის შვილმა“ (არ იყოს შეგვეშალოს Máel Coluim mac Donnchada-ში, რომელიც მომავალში მალკოლმ III — შოტლანდიის მეფე გახდა).[6] შეიძლება 1054 წელს განვითარებულმა მოვლენებმა შთააგონა უილიამ შექსპირი, თავის პიესაში მალკოლმ მესამე გაემეფებინა ინგლისში.

მაკბეტი დიდხანს ვერ გადაურჩა ინგლისელების შემოსევას, რადგან იგი სასიკვდილოთ დაჭრა ან ადგილზე მოკლა მომავალმა მალკოლმ III-მ („მეფე მალკოლმ ჩეან-მორ“, დუნკან I-ის ვაჟი) [7] მთა „მაუნთის“ ჩრდილოეთით, 1057 წელს, მას შემდეგ, რაც მან თავის ხალხთან უკან დაიხია კაირნამაუნთის უღელტეხილზე, რომ ბოლო პოზიცია მოეპოვებინა ლუმფანანის უკანასკნელ ბრძოლაში.[8] ბერჩანის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ის დაჭრეს და გარდაიცვალა სკონში, სამოცი მილის სამხრეთით, რამდენიმე დღის შემდეგ.[9] მაკბეტის დაღუპვის შემდეგ შვილობილი ლულახი მალევე დაინიშნა მეფედ.

გვიანდელი მწერლებისგან განსხვავებით, არცერთ თანამედროვე წყაროს შენიშვნა არ აქვს მაკბეტზე, როგორც ტირანზე. დუან ალბანახი, რომელიც ხასიათდება დაახლოებით ისეთი ფორმით, როგორიც პოპულარული იყო მალკომ III-ის მეფობის ხანაში, მას მოიხსენიებს „მაკ ბეთად ცნობილად“. ბერჩანის წინასწარმეტყველება უწოდებს მას ფორტფიუს გულუხვ მეფეს და ამბობს:

ვიკიციტატა
„ამ მაღალი, ოქროსთმიანი, წითელი მეფის ხელში შოტლანდია იქნება მშვიდობიანი დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე“

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკბეტი და ბანკო ხვებიან ჯადოქრებს. ილუსტრაცია ჰოლინშედის ქრონიკებიდან (1577)

მაკბეტის ცხოვრება, ისევე როგორც მეფე დუნკან I-ის ცხოვრება, XIV საუკუნის ბოლოსთვის პროგრესირდა ბევრად უფრო ლეგენდისაკენ, როდესაც ჯონ ფორდუნმა და ენდრიუ ვაინტუნმა მასზე ისტორიები შეთხზეს. ლეგენდის სრულყოფაში ასევე დიდი წვლილი შეიტანეს ჰექტორ ბოჩემ, ვალტერ ბაუერმა და ჯორჯ ბიუჰენენმა.

უილიამ შექსპირის გამოსახვა და მისი გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკბეტი და ჯადოქრებიიოჰან ჰაინრიხ ფუსლის (1741–1825) ნამუშევარი

შექსპირის პიესაში, რომელიც ძირითადად ეფუძნება რაფაელ ჰოლინშედის ცნობებს, მაკბეტი თავდაპირველად არის თავაზიანი და ერთგული გენერალი მოხუცი მეფე დუნკანის მიმართ. სამი ჯადოქრისა და მისი მეუღლის, ლედი მაკბეტის მიერ მანიპულირების შემდეგ, მაკბეტი კლავს დუნკანს და ტახტის უზურპაციას ახდენს. საბოლოო ჯამში, ჯადოქრების წინასწარმეტყველებები მაცდური აღმოჩნდება და მაკბეტი მკვლელ ტირანად იქცევა. დუნკანის ვაჟი მალკოლმი აჯანყდება მაკბეტის წინააღმდეგ, რომლის დროსაც დანაშაულის გრძნობით სავსე ლედი მაკბეტი თავს იკლავს. ბრძოლის დროს, მაკბეტი შეეჩეხება მაკდაფს, ლტოლვილ დიდგვაროვანს, რომლის მეუღლე და შვილები ადრე მოკლეს მაკბეტის მკვლელმა ბრიგადებმა. მაკბეტი აცნობიერებს ფაქტს, რომ თუ მაკდუფთან დუელში ჩაებმება, დაიღუპება, ამიტომ თავიდან უარს ამბობს. მაგრამ, როდესაც მაკდუფი განმარტავს, რომ თუ მაკბეტი დანებდება, მას მისი ყოფილი სუბიექტების მხრიან დაცინვა ელოდება, მაკბეტი ფიცავს: „მე არ ვაკოცებ მიწას ახალგაზრდა მალკოლის ფეხებთან“ და სამაგიეროდ ირჩევს მაკდუფთან სასიკვდილო დუელში ჩაბმას. მაკდუფი კლავს მაკბეტს. საბოლოოდ პიესა მთავრდება პრინცი მალკოლმის სამეფო ტახტზე ასვლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • William Forbes Skene, Chronicles, p. 102.
  • Aitchison, Nicholas Boyter (1999). Macbeth:man and myth. p. 38. ISBN 978-0750918916.
  • Davis, J. Madison (1995). The Shakespeare Name and Place Dictionary. p. 294. ISBN 978-1884964176.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. William Forbes Skene, Chronicles, p. 102.
  2. Knapp, Tom. Nigel Tranter: Macbeth the King. ციტირების თარიღი: 8 Aug 2016.
  3. Scotland Kings. ციტირების თარიღი: 8 Aug 2016.
  4. Annals of Tigernach 1045.10; Annals of Ulster 1045.6.
  5. Robertson, Scotland under her Early Kings, p. 122. Hudson, Prophecy of Berchán, p. 224, refers to Earl Siward as Malcolm III's "patron"; Duncan, The Kingship of the Scots, pp. 40–42 favours Orkney; Woolf offers no opinion. Northumbria is evidently a misapprehension, further than that cannot be said with certainty.
  6. Florence of Worcester, 1052; Anglo-Saxon Chronicle, Ms. D, 1054; Annals of Ulster 1054.6; and discussed by Duncan, The Kingship of the Scots, pp. 38–41; see also Woolf, Pictland to Alba, pp. 260–263.
  7. Moncreiffe, Iain (Sir Iain Moncreiffe of that Ilk). The Robertsons (Clan Donnachaidh of Atholl). W. & A. K. Johnston & G. W. Bacon Ltd., Edinburgh. 1962 (reprint of 1954), p. 6
  8. Andrew Wyntoun, Original Chronicle, ed. F.J. Amours, vol. 4, pp 298–299 and 300–301 (c. 1420)
  9. The exact dates are uncertain, Woolf gives 15 August, Hudson 14 August and Duncan, following John of Fordun, gives 5 December; Annals of Tigernach 1058.5; Annals of Ulster 1058.6.