შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე II (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე II
Alaxandair mac Uilliam
შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 6 დეკემბერი 1214
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი 1214
მმართ. დასასრული: 6 ივლისი 1249
წინამორბედი: უილიამ I
მემკვიდრე: ალექსანდრე III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 აგვისტო, 1198
დაბ. ადგილი: ჰადინგტონი (შოტლანდია)
გარდ. თარიღი: 6 ივლისი 1249 (51 წლის)
გარდ. ადგილი: კერერა
მეუღლე: ჯოან ინგლისელი
(ქ. 1221 - გარდ. 1238)
მარი დე კუსი
(ქ. 1239)
შვილები: ალექსანდრე III, შოტლანდიის მეფე
მამა: უილიამ I
დედა: ერმენგრადა დე ბეომონტი

ალექსანდრე II (შოტ: Alaxandair mac Uilliam) (დ. 24 აგვისტო, 1198 — გ. 6 ივლისი, 1249) — შოტლანდიის მეფე უილიამ I და დედოფალ ერმაგარდას ვაჟი. შოტლანდიის მეფე 1214-1249 წლებში.

ალექსანდრე დაიბადა 1198 წელს შოტლანდიის ქალაქ ჰადინგტონში, მან თავისი ბავშვობის წლები ინგლისში გაატარა. 1214 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა შოტლანდიის მეფე უილიამი, ტახტის მემკვიდრე გახდა ალექსანდრე, ამავე წელს მოხდა ამისი კორონაცია.

ალექსანდრესთვის მემკვიდრეობით მიღებული შოტლანდია საკმაოდ პატარა იყო. მას ესაზღვრებოდა სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ტომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მეფეს არ ემორჩილებოდნენ. ჩრდილოეთით მდებარეობდა კეტნესის საგრაფო და საზერლენდი, დასავლეთით გალებით დასხლებული ჰებრიდის კუნძულები, ხოლო სამხრეთით გალოვეს დამოუკიდებელი საგრაფო. შოტლანდიის სამხრეთით არსებულ ტერიტორია სადავო იყო ინგლისთან. ალექსანდრეს სურდა დაებრუნებინა ეს ტერიტორები, ამის გამო შოტლანდიის მეფე ალექსანდრესა და ინგლისის მეფე ჯონს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

ამ პერიოდში ინგლისის მეფის წინააღმდეგ მისი გრაფები გამოვიდნენ, მათ მეფე ფულს ძალავდა საფრანგეთთან ხანგრძლივი ომების საწარმოებლად, გრაფებმა პეტიცია შეადგინეს. პეტიციაში თავიანთი მოთხოვნები იყო წამოყენებული, ამ პეტიციას მაგნა კარტას სახელი ეწოდა, ბარონებმა შოტლანდიის მეფის ალექსანდრეს მოთხოვნები 45 მუხლში შეიტანეს. მეფე ჯონი იძულებული გახდა ეს დოკუმენტი მიეღო და მან თავისივე ბეჭდით მათი მოთხოვნები დაადასტურა, თუმცა როგორც კი ეს გააკეთა მაშინათვე უარყო ბარონების მოთხოვნები. ბარონებს ეს არ მოეწონათ და მათ ინგლისში მეფის მოშორება გადაწყვიტეს, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ამით ისარგებლა ალექსანდრემ და ჩრდილოეთ ინგლისში შეიჭრა. მას მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ ის სამხრეთისკენ მიიწევდა. ალექსანდრემ კავშირი დაამყარა საფრანგეთთან, შოტლანდიის მეფე იყო პირველი ვინც ინგლისის სამხრეთით არსებულ დოლვერის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა, ბრიტანეთის ნახევარი მის ხელში იყო. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ინგლისის მეფე ჯონი, ინგლისელმა ბარონებმა ალექსანდრეს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, ალექსანდრე იძულებული გახდა ეს შეესრულებინა. ინგლისის ახალმა მეფე ჰენრი III გამოსცა ახალი მაგნა კარტა, სადაც შოტლანდიის მოთხოვნები ამოღებული იყო. ალექსანდრესთვის მოვლნები კიდევ უფრო გაუარესდა, რომის პაპამა მხარი ჰენრის დაუჭირა და ის ეკლესიიდან განკვეთა. პაპი ალექსანდრესგან მოთხოვდა ინგლისისთვის, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის დაბრუმნებას და ჰენრისთვის პატივის მიგებას. ალექსანდრე იძულებული გახდა ეს მოთხოვნები შეესრულებინა.

ამის შემდეგ ალექსანდრე შოტლანდიის ჩრდილოეთით არსებული მიწების დამორჩიელბას შეუდგა. ჯერ მან შემოირიგა გალი აზნაურები და ისინი თავის სამსახურში ჩააყენა. ამავე პერიოდში როშში ალექსანდრეს მოწინააღმდეგე აზნაურები აჯანყდნენ, შოტლანდიის მეფის ერთგულმა გალმა აზნაურებმა აჯანყებულებს თავები მოჰკვეთეს და ის მეფეს გაუგზავნეს. ალექსანდრე მის მეტექოებს სასტიკად უსწორდებოდა. ის იყო შოტლანდიის პირველი მეფე რომელმაც შეძლო შოტლანდიური ყველა ტომის დამორჩიელბა.

ალექსანდრე II 35 წელი იმეფა, ის 1249 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა.

  • Scotland A Concise History, Fourth Edition. New York: Thames & Hudson. 2012. p. 32. ISBN 978-0-500-28987-7.
  • Heath, Ian (2016). Armies of Feudal Europe 1066-1300. Lulu.com. p. 250. ISBN 9781326256524. Retrieved 11 October 2017.