დეივიდ II (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დეივიდ II
David II
David II of Scotland by Sylvester Harding 1797.jpg
შოტლანდიის მეფე
კორონაცია: 24 ნოემბერი, 1331
მმართ. დასაწყისი: 7 ივნისი, 1329
მმართ. დასასრული: 22 თებერვალი, 1371
წინამორბედი: რობერტ I
მემკვიდრე: რობერტ II
რეგენტი: რანდოლფ მორეელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 მარტი, 1324
დაბ. ადგილი: ფაიფი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 22 თებერვალი, 1371
გარდ. ადგილი: ედინბურგი, შოტლანდია
მეუღლე: ჯოან ტაუერელი
მარგარეტ დრუმოდი
დინასტია: ბრიუსები
მამა: რობერტ I
დედა: ელიზაბედ დე ბურგი
რელიგია: კათოლიციზმი

დეივიდ II, იგივე დეივიდ ბრიუსი (ინგლ. David II; დ. 5 მარტი, 1324, ფაიფი — გ. 22 თებერვალი, 1371, ედინბურგის სასახლე) — შოტლანდიის მეფე 1329–1371 წლებში, ბრიუსების დინასტიის წარმომადგენელი, რობერტ I-ისა და ელიზაბედ დე ბურგის ვაჟი.

დეივიდ II დაიბადა 1324 წლის 5 მარტს, დუნფერმლინის სასახლეში, ფაიფში. მისი დედა, ელიზაბედ დე ბურგი რობერტ I-ის მეორე ცოლი იყო. ელიზაბედი 1327 წელს გარდაიცვალა. დეივიდი 1328 წლის 17 ივლისს ჯოან ტაუერელზე დაქორწინდა. ჯოანი იყო ინგლისის მეფის, ედუარდ II-ის ქალიშვილი. 1329 წლის 7 ივნისს რობერტ I გარდაიცვალა და ტახტი ხუთი წლის დეივიდს ერგო.

დეივიდი 1331 წელს აკურთხეს მეფედ. მეფის სრულწლოვნებამდე, რეგენტად დაინიშნა რანდოლფ მორეელი. 1332 წელს რანდოლფი და დეივიდი დამხობილ იქნა ედუარდ ბალიოლის მიერ. დეივიდი ტახტის დაბრუნებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ის და მისი მეუღლე იძულებულნი გახდნენ საფრანგეთში გაქცეულიყვნენ, სადაც ისინი მიიღო მეფე ფილიპ VI-მ.

1341 წელს შოტლანდიაში ძალაუფლება რობერტ სტიუარტმა მოიპოვა. დეივიდი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ იგდო ძალაუფლება ხელთ. 5 წლის შემდეგ, 1346 წელს მან საფრანგეთის მხარდაჭერით ბრძოლა დაიწყო ინგლისთან. მან ისარგებლა იმით, რომ ედუარდ III საომრად საფრანგეთში იმყოფებოდა. შოტლანდიის არმია დამარცხდა დურჰამთან ბრძოლაში. ამ ბრძოლაში მეფე დაშავდა და იგი ტყვედ აიყვანეს ინგლისელებმა.

დეივიდ II ინგლისში ტყვეობაში 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 1357 წელს, ბერვიკის ხელშეკრულების მიხედვით, მას საშუალება მიეცა შოტლანდიაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ამის სანაცვლოდ 100 000 უნდა გადაეხადა. დეივიდს ეს ფული სრულიად არასდროს გადაუხდია.

მის მეუღლეს, ჯოანს შვილი არ ეყოლა, მაგრამ დეივიდი უშედეგოდ ცდილობდა მასთან გაყრას. ჯოანი 1362 წელს გარდაიცვალა. დეივიდს განასკუთრებით აწუხებდა მემკვიდრის საკითხი და ცოლად მარგარეტ დრუმოდი შეირთო, თუმცა შვილი არც მასთან ეყოლა. ედუარდ III-მ შესთავაზა დეივიდს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას შვილი არ ეყოლებოდა ინგლისის მეფეს სრული უფლება ჰქონოდა შოტლანდიის ტახტზე, თუმცა შოტლანდიის პარლამენტმა ამაზე უარი განაცხადა. დეივიდ II 1371 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ მას შვილი არ ჰყავდა, ერთადერთ მემკვიდრედ მისი დისშვილი, რობერტ სტიუარტი ითვლებოდა. რობერტ II-ის გამეფების შედეგად, შეწყდა ბრიუსების მმართველობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Brown. (2004). The Wars of Scotland, 1214–1371. The New Edinburgh History of Scotland, volume 4. Edinburgh: Edinburgh University Press.
  • Ranald Nicholson. (1975)., Scotland. The Later Middle Ages. Edinburgh: Mercat Press.
  • Michael Penman. (2003). David II, 1329–71: The Bruce Dynasty in Scotland. East Linton: Tuckwell Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]