ჯეიმზ I (შოტლანდია)
ჯეიმზ I | |
---|---|
James I | |
შოტლანდიის მეფე | |
კორონაცია: | 21 მაისი, 1424 |
მმართ. დასაწყისი: | 4 აპრილი, 1406 |
მმართ. დასასრული: | 21 თებერვალი, 1437 |
წინამორბედი: | რობერტ III |
მემკვიდრე: | ჯეიმზ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 ივლისი, 1394 |
დაბ. ადგილი: | ფაიფი, შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 21 თებერვალი, 1437 |
გარდ. ადგილი: | პერთო, შოტლანდია |
მეუღლე: | ჯოან ბეფორტი |
შვილები: |
მარგარეტი, ისაბელა ელანორი, მერი ჯოანი, ალექსანდერი ჯეიმზ II, ანაბელა |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | რობერტ III |
დედა: | ანაბელა დრუმონდი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჯეიმზ I (ინგლ. James I; დ. 25 ივლისი, 1394, ფაიფი — გ. 21 თებერვალი, 1437, პერთი) — შოტლანდიის მეფე სტიუარტების დინასტიიდან, რობერტ III-ისა და ანაბელა დრუმოდის ვაჟი.
ჯეიმზ I 1394 წელს, ფაიფში დაიბადა. ის არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, ვინაიდან ჰყავდა უფროსი ძმა — როთსეის ჰერცოგი დეივიდი და სწორედ ის ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ დეივიდი მოულოდნელად გარდაიცვალა 1402 წელს და ტახტის მემკვიდრე რვა წლის ჯეიმზი გახდა.
ჯეიმზმა კარგი განათლება მიიღო ინგლისში და მოიხიბლა იქაური მმართველობის მეთოდებით და მეფე ჰენრი V-ით. ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იყო პატიმარი ლონდონის ტაუერში. მან მიიღო გვირგვინი, 1406 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მაინც ტყვეობაში რჩებოდა, ხოლო შოტლანდიას მისი ბიძა მართავდა. 1423 წელს ის 60 000-ად გამოისყიდეს და შოტლანდიაში დაბრუნდა.
ჯეიმზმა პრესტიჟი დაუბრუნა მონარქიას და მიწები წაართვა ამბოხებულ დიდებულებს, მათ შორის საკუთარ ბიძასაც. ჯეიმზ I ძლიერი მმართველი იყო და დააარსა შოტლანდიის სასამართლო სხდომა. მან ძალიან ბევრი დიდებული სიკვდილითაც კი დასაჯა. მეფეს უყვარდა ფუფუნებაში ცხოვრება და მეფის სასახლესა და საკუთარ თავზე ბევრ ფულს ხარჯავდა. ამ ყველაფერმა დიდებულების უკმაყოფილება გამოიწვია და დაიწყო აჯანყება.
აჯანყებას სათავეში ედგა უოლტერ სტიუარტი და რობერტ III-ის ვაჟი მე-2 ქორწინებიდან. ისინი თავს დაესხნენ დომინიკის მონასტერში, პერთში და მოკლეს 1437 წლის 21 თებერვალს. მის შემდეგ კი შოტლანდიის ტახტი მისმა ვაჟმა — ჯეიმზ II-მ.
ჯეიმზ I 1424 წელს დაქორწინდა ჯოან ბოფორზე. მათ ამ ქორწინებიდან რვა შვილი ეყოლათ. აქედან, ტახტის მემკვიდრე ჯეიმზი და მისი ტყუპი ალექსანდერი 1430 წელს დაიბადნენ, მაგრამ ალექსანდერი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barrow, G. W. S. (2003), The Kingdom of the Scots, Edinburgh: Edinburgh University Press, ISBN 0-7486-1802-3
- Barrow, G. W. S., Stewart family (per. c.1110–c.1350), Oxford Dictionary of National Biography (online რედ.), Oxford University Press, , http://www.oxforddnb.com/view/article/49411. წაკითხვის თარიღი: 11 Oct 2010
- Boardman, Stephen (2007), The Early Stewart Kings: Robert II and Robert III, 1371–1406, The Stewart Dynasty in Scotland Series, Edinburgh: John Donald, an imprint of Birlinn Ltd, ISBN 1-904607-68-3
- Boardman, S. I., Stewart, David, duke of Rothesay (1378–1402), Oxford Dictionary of National Biography (online რედ.), Oxford University Press, , http://www.oxforddnb.com/view/article/26468. წაკითხვის თარიღი: 12 June 2010