ლეწურწუმე
სოფელი | |
---|---|
ლეწურწუმე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
თემი | ლეწურწუმე |
კოორდინატები | 42°31′16″ ჩ. გ. 42°06′01″ ა. გ. / 42.52111° ჩ. გ. 42.10028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 246 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 801[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ლეწურწუმე (ლერწუმე) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნაგვაზუ, ჯუმითი). მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დასავლეთით 4,8 კმ–ის დაშორებით. ზღვის დონიდან 246 მეტრის სიმაღლეზე. ლეწურწუმე მოქცეულია სოფლების: ნაკიფუს, ჯაღირას, სარაქონის, ქვედა ჩხოროწყუს და ჯუმითს შორის. ლეწურწუმე განფენილია ყალიჩონას, საპერტაიოს, ლეცანეს, ნაკათის მაღლობებზე. სოფელის შემადგენლობაში შედის შემდეგი უბნები: ჯუმითი, საპერტაიო, საკვინჩიო, ლეჟა, ეგიარზენი, ნაკათი, საესართიო, ლეჯობე, ჭალე, საახალაიო, როკონა, ნაკოპერატუ, მიკოხი, ენწერი. მთავარი ქუჩაა შოთა ესართიას ქუჩა.
სოფელი მდებარეობს ლეწურწუმის გორაკ–ბორცვებზე, რომელიც ძირითადად აგებულია კირქვებით, ამიტომაც სოფელში ბევრი მღვიმე (მაგ. საპერტაიო, ლეწურწუმე, ყალიჩონა) და კირქვული წარმონაქმნია.
გარდა მდინარე ხობისწყლისა, სოფელში ჩამოედინება მდინარეები: სქურჩა, ქორთუ და ჯაღრაფონი.
სოფლიში არის ლეწურწუმის საშუალო სკოლა და ნაკათის პირველდაწყებითი საშუალო სკოლა. სოფლის ცენტრში კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ნიმუშებია: საბავშვო ბაღი, ე.წ. ლეწურწუმის კანტორა, სოფლის გამგეობა, მაღაზიები, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ლეწურწუმელების მემორიალი, სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856–1858) სიმბოლური მემორიალი, რომლის ერთ–ერთ შეტაკება სწორედ სოფლის ცენტრში მოხდა. სოფლის ცენტრში აღმართულია სატელევიზიო ანძა, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რადიოფიცირებას ახდენს.
სოფელი დასახლებულია გვარებით: წურწუმია, ესართია, პერტაია, კვინჩია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 801 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 736 | 355 | 381 |
2014[1] | 801 | 381 | 420 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|