ზუმი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზუმი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| თემი | ზუმი |
| კოორდინატები | 42°36′23″ ჩ. გ. 42°09′36″ ა. გ. / 42.60639° ჩ. გ. 42.16000° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 995[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზუმი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული.
მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 240 მ-ზე, ჩხოროწყუდან 12 კმ-ის დაშორებით. მოსაზღვრე სოფლებია: ხაბუმე, მუხური, ნაკიფუ, ულურია.
XIX საუკუნეში სოფელ ზუმში ყმა-მამულებს ფლობდნენ აფაქიძეები და ჩიქოვანები.[2] 1938 წლამდე ჩხოროწყუს რაიონში ზუმის სახელწოდებით არსებობდა ორი სოფელი: ერთი მუხურის, მეორე — ხაბუმეს სასოფლო საბჭოში. 1938 წლის დეკემბერში ეს ორი სოფელი გაერთიანდა და შეიქმნა ზუმის სასოფლო საბჭო (შემდგომში — თემი, ადმინისტრაციული ერთეული).[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 995 ადამიანი. გავრცელებული გვარებია: ფირცხალავები (ფირცხელავები), ლემონჯავები, სიჭინავები, შოგირაძეები და სხვ.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 1548 | 747 | 801 |
| 2014[1] | 480 | 515 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. III, თბ., 1990. — გვ. 165.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 1938. — გვ. 11.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||