ხაბუმე
სოფელი | |||
---|---|---|---|
ხაბუმე | |||
![]() ხობისწყალი ხაბუმეს მიდამოებში | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ხაბუმე | ||
კოორდინატები | 42°34′15″ ჩ. გ. 42°08′46″ ა. გ. / 42.57083° ჩ. გ. 42.14611° ა. გ. | ||
მოსახლეობა | 1413[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ხაბუმე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მოიდანახე, ჯუმითი). ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად — ე. წ. „სამანჩო“.
არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად); 2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი; 3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ; 4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“.
სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1413 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1834 | 862 | 972 |
2014[1] | ![]() |
691 | 722 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საიტი ხაბუმეზე დაარქივებული 2016-01-10 საიტზე Wayback Machine.
- ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკა (ელექტრონული ვერსია) დაარქივებული 2014-09-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|