შინაარსზე გადასვლა

თაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თაია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თემი თაია
კოორდინატები 42°36′42″ ჩ. გ. 42°12′59″ ა. გ. / 42.61167° ჩ. გ. 42.21639° ა. გ. / 42.61167; 42.21639
ცენტრის სიმაღლე 340
მოსახლეობა 555[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თაია — საქართველო
თაია
თაია — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
თაია

თაია — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. ოჩხომურის (ხობისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 340 მ-ზე, ჩხოროწყუდან 16 კმ-ის დაშორებით.

ტოპონიმი „თაია“ წარმომდგარია მეგრული სიტყვიდან „თა“ (მთა), კნინობითობის მაწარმოებელი სუფიქსის „-იას“ დართვით.[2] საბჭოთა პერიოდში ერთხანს მუხურის სასოფლო საბჭოში შედიოდა. საბოლოო სახით ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად 1965 წელს გამოიყო.[3] წარსულში თაიას სასოფლო საბჭოში შემავალი სოფლები ოცინდალე და ზინდა მოსახლეობის მიგრაციის გამო 1949 წელს გაუქმდა.[4]

სოფლის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე, მიგარიას მთიანი მასივის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ოცინდალეს კომპლექსი — წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (სავარაუდოდ XI ს.) და ციხე-კოშკი. 2012 წლიდან აქ მოქმედებს მამათა მონასტერი.[5]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 555 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[6]737368369
2014[1] 555274281
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თაია&oldid=5349614“-დან