ახუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ახუთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თემი ახუთი
კოორდინატები 42°27′33″ ჩ. გ. 42°10′31″ ა. გ. / 42.45917° ჩ. გ. 42.17528° ა. გ. / 42.45917; 42.17528
მოსახლეობა 849[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
ახუთი — საქართველო
ახუთი
ახუთი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ახუთი

ახუთი[3]სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით, ზანასა და ოწყარიეს ხეობაში. მას ესაზღვრება სოფლები: ნოღა და ფოცხო, ასევე ქვედა ჩხოროწყუ, დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 849 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 196 616 580
2014[1] Decrease2.svg 849 419 430

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული ეკლესია: „დოხოროე", მაცხოვრის სახელობის ეკლესია „ლეგერსამე" და „გოგოლეთის საკაციო". აგრეთვე შემორჩენილია ციხის ნანგრევი „სალიპარტიო". სოფელში ასევე არის ხალხური არქიტექტურის ძეგლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]