ლევონ IV
ლევონ IV | |
---|---|
Լևոն Դ | |
კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1303 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1307 |
წინამორბედი: | ჰეთუმ II |
მემკვიდრე: | ოშინი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1289 |
გარდ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 1307 |
დინასტია: | ჰეთუმიანები |
მამა: | თოროს III |
ლევონ IV (სომხ. Լևոն Դ; დ. 1289 — გ. 17 ნოემბერი, 1307) — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე 1303-1307 წლებში, ჰეთუმიანების დინასტიის წარმომადგენელი, თოროს III-ის ვაჟი.
ლევონი დაიბადა 1289 წელს. ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როცა ბიძამ ჰეთუმ II-მ ტახტი დაუთმო, თავად კი ლევონის რეგენტი გახდა. მისი ტახტზე ასვლის დროს სომხეთში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. სამეფო ძლივს ინარჩუნებდა კარგ ურთიერთობას მონღოლთა იმპერიასთან, რომლის ვასალიც უკვე დიდი ხნის წინ გამხდარიყო. ამასთან ერთად, მუდმივად ელოდა მამლუქების შემოსევას სამხრეთიდან.
1305 წელს ლევონი და ჰეთუმი ხელმძღვანელობდნენ სომხეთის არმიის ბრძოლას მამლუქთა წინააღმდეგ, რომელშიც კილიკიის სამეფოს არმია სასტიკად დამარცხდა და განადგურდა.
1307 წელს ლევონი და ბიძამისი მოკლეს მონღოლებმა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის იყო, რომ სომხებმა მონღოლებს უარი უთხრეს აეშენებინათ მეჩეთი კილიკიის სამეფოს დედაქალაქში. ლევონის ნაცვლად ტახტზე მისი კიდევ ერთი ბიძა ოშინი ავიდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- René Grousset, L'Empire du Levant : Histoire de la Question d'Orient, 1949 [détail des éditions], p. 400-1
- Boase, T. S. R. (1978). The Cilician Kingdom of Armenia. Edinburgh: Scottish Academic Press. ISBN 0-7073-0145-9.
|