თოროს I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თოროს I
Թորոս Ա
კილიკიის სომეხთა სამეფოს ლორდი
მმართ. დასაწყისი: 1100/1102/1103
მმართ. დასასრული: 1129/1130
წინამორბედი: კონსტანდინ I
მემკვიდრე: კონსტანდინ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 17 თებერვალი, 1129 / 16 თებერვალი, 1130
შვილები: კონსტანდინ II
დინასტია: რუბენიანები
მამა: კონსტანდინ I

თოროს I[1][2][3] (სომხ. Թորոս Ա) (დ. უცნობია — გ. 17 თებერვალი, 1129 / 16 თებერვალი, 1130[1] /) — კილიკიის სომეხთა სამეფოს მესამე ლორდი[1], რუბენიანების დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც კილიკიის სომეხთა სამეფოს 1100[1]/1102/1103 წლიდან 1129[1]/1130 წლამდე მართავდა.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას თოროსის ქრისტიანებთან კავშირმა[1], საშუალება მისცა მას სახელმწიფო გაეფართოვებინა. თოროსმა ბიზანტიის ტერიტორიები შემოიერთა სისიდან ანაზაბუსამდე და ახალ დედაქალაქად სისი გამოაცხადა[2]. ასევე რამდენიმეჯერ დაუპირისპირდა მომთაბარე თურქებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან კილიკიაში შეჭრას აპირებდნენ, თუმცა თოროსმა მათი განდევნა მოახერხა[1].

თოროსმა შური იძია გაგიკ II-ს მკვლელებზე[1]. ეს ფაქტი ხშირად გამოიყენებოდა რუბენიანებსა და ბაგრატუნებს შორის კავშირის არსებობის მტკიცებულებად[1].

თოროსის მმართველობის დროს ის ეხმარებოდა, ფულს და საჩუქრებს სწირავდა მონასტრების მშენებლობას და განახლებას[1].

ცოლი და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თოროსის ცოლის სახელი უცნობია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ghazarian, Jacob G: The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1093); RoutledgeCurzon (Taylor & Francis Group), 2000, Abingdon; ISBN 0-7007-1418-9
  • Runciman, Steven: A History of the Crusades – Volume II.: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East: 1100–1187; Cambridge University Press, 1988, Cambridge; ISBN 0-521-06162-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 Ghazarian, Jacob G.. The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1093). 
  2. 2.0 2.1 Runciman, Steven. A History of the Crusades – Volume II.: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East: 1100–1187. 
  3. Vahan M. Kurkjian. (2005-04-05) A History of Armenia. Website. Bill Thayer. წაკითხვის თარიღი: 2009-07-18.