ლევონ V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევონ V
Լեիոն Դ
Portrait of Levon V in manuscript of Armenian translation of Assises d'Antioche.jpg
კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1320
მმართ. დასასრული: 28 აგვისტო, 1341
წინამორბედი: ოშინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1309
გარდ. თარიღი: 28 აგვისტო, 1341
დინასტია: ჰეთუმიანები
მამა: ოშინი

ლევონ V (სომხ. Լեիոն Դ; დ. 1309 — გ. 28 აგვისტო, 1341) — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე, ჰეთუმიანების უკანასკნელი წარმომადგენელი, ოშინის ვაჟი.

ლევონ V ტახტზე ავიდა მამის, ოშინის გარდაცვალების შემდეგ 1320 წელს. ამ პერიოდში კილიკიის სამეფო აოხრებული იყო მონღოლთა და მამლუქთა განუწყვეტელი შემოსევების შედეგად. ლევონის ტახტზე გამეფებისთანავე ეგვიპტის სულთანი პირველად შემოესია კილიკიის სომეხთა სამეფოს და ააოხრა იგი. 1322 წელს პაპ იოანე XXII-მ წერილი გაუგზავნა მონღოლებს, რითაც შეახსენა მათ შორის გაფორმებული ალიანსი და სთხოვა, რომ დახმარებოდა სომხებს.

ლევონი იძულებული გახდა, რომ ცოლად შეერთო მამის, ოშინის ქალიშვილი პირველი ცოლისაგან. ლევონს ძალიან სურდა დასავლურ ქვეყნებთან გაერთიანება და მაქსიმალურად უწყობდა ხელს რომისა და სომხური ეკლესიების გაერთიანებას.

1331 წელს ლევონი მეორედ დაქორწინდა. მეფის მეორე ქორწინებამ დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, მას აუმხედრდნენ ბარონებიც.

1341 წლის 28 აგვისტოს ლევონ V საკუთარი სამეფოს ბარონებმა მოკლეს. ლევონს მემკვიდრე არ დარჩენია, რამაც ჰეთუმიანების მმართველობის დასასრული გამოიწვია. ამის შემდეგ, სამეფოს ლუზინანები ჩაუდგნენ სათავეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boase, T. S. R. (1978). The Cilician Kingdom of Armenia. Edinburgh: Scottish Academic Press. ISBN 0-7073-0145-9.