თოროს II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოროს II
Թորոս Բ
კილიკიის სომეხთა სამეფოს ლორდი
მმართ. დასაწყისი: 1144/1145
მმართ. დასასრული: 1069
წინამორბედი: ლევონ I
მემკვიდრე: რუბენ II
გარდ. თარიღი: 6 თებერვალი, 1169
დინასტია: რუბენიანები
მამა: ლევონ I

თოროს II[1][2][3] (სომხ. Թորոս Բ; დ. უცნობია — გ. 6 თებერვალი, 1169) — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეექვსე ლორდი (1144/11451169) ან „მთების ლორდი“, როგორც ამ ქვეყნის მმართველებს უწოდებდნენ.

თოროსი მამასთან და ძმასთან ერთად, 1137 წელს ტყვედ წაიყვანა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორმა იოანე II-მ. მას შემდეგ რვა წლის განმავლობაში კილიკიის მმართველობა ბიზანტიის ხელში დარჩა. მამისა და ძმისგან განსხვავებით, თოროსმა ტყვეობას თავი დააღწია და 1143 წელს კილიკიაში დაბრუნდა, სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში შემოკრიბა მომხრეები და ბიზანტიელების დევნა დაიწყო. ჯვაროსნების წარუმატებლობამ ხელი შეუწყო თოროსის განძრახვის შესრულებას. ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I კომნენოსი ცდილობდა მშვიდობიანი გზით მოეწესრიგებინა ურთიერთობა კილიკიის სამეფოსთან, თუმცა თოროსმა მოახერხა და მისი მმართველობის ბოლოს, სრულად გაათავისუფლა სომეხთა სამეფო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Baldwin, Marshall W.: The Latin States under Baldwin III and Amalric I, 1143–1174 (in: Setton, Kenneth M. (General Editor) – Baldwin, Marshall W. (Editor): A History of the Crusades – Volume I: The First Hundred Years; The University of Wisconsin Press, 1969, Madison, Milwaukee, and London; ISBN 978-0-299-04834-1)
  • Ghazarian, Jacob G: The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1393); RoutledgeCurzon (Taylor & Francis Group), 2000, Abingdon; ISBN 0-7007-1418-9
  • Runciman, Steven: A History of the Crusades – Volume II.: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East: 1100–1187; Cambridge University Press, 1988, Cambridge; ISBN 0-521-06162-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ghazarian, Jacob G.. The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1393). 
  2. Runciman, Steven. A History of the Crusades – Volume II.: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East: 1100–1187. 
  3. Vahan M. Kurkjian. (2005-04-05) A History of Armenia. Website. Bill Thayer. ციტირების თარიღი: 2009-07-19.