ლევონ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევონ I
Լեիոն Ա
კილიკიის სომეხთა სამეფოს ლორდი
მმართ. დასაწყისი: 1129/1130
მმართ. დასასრული: 1137
წინამორბედი: კონსტანდინ II
მემკვიდრე: თოროს II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 14 თებერვალი, 1140
შვილები:

თოროს II

მლეჰი

სტეფანი

რუბენი

ორი უცნობი ქალიშვილი
დინასტია: რუბენიანები
მამა: კონსტანდინ II

ლევონ I [1][2][3] (სომხ. Լեիոն Ա; დ. უცნობია — გ. 14 თებერვალი, 1140, კონსტანტინოპოლში) — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეხუთე ლორდი[2] (1129[2]/1130[1]1137[1][2]), ან „მთების ლორდი“, როგორც ამ სამეფოს მმართველებს უწოდებდნენ.

ლევონმა მოახერხა ბიზანტიის იმპერიისა და ჯვაროსნების დაპირისპირება ედესის საგრაფოსა და ანტიოქიის სამთავროსთან, თავის სასიკეთოდ გამოეყენებინა[2]. მისი წარმატება ძირითადად სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა. ბიზანტიელების გამარჯვებით კილიკიის სომეხთა სამეფომაც იხეირა[2].

მან გააფართოვა თავისი სამეფო კილიკიის ვაკეებიდან ხმელთაშუა ზღვამდე[3]. მისი მმართველობის დროს სომხებსა და ჯვაროსნებს შორის ურთიერთობა აღარ იყო ისეთივე მყარი, როგორც მანამდე. უთანხმოების მთავარი მიზეზი სადავო ტერიტორია გახდა[3].

ვიკიციტატა
„ლევონმა ბევრი ცნობილი მებრძოლი მოიწვია და დიდებული საჩუქრებით შეამკო. მათი მომზადება თავის თავზე აიღო და ისინი უცხოელებისა და მოღალატეების წინააღმდეგ განაწყო. ბრძოლებისას ამ რაზმა დაამარცხა და დახოცა ყველა მოწინააღმდეგე. ლევონი თავად აღაფრთოვანებდა საკუთარ მებრძოლებს და შიშის ზარს სცემდა მტერს, ამის გამო მას ახალ აშტაჰაგს უწოდებდნენ.“
(„სომხეთის მცირე ქრონიკა“[4].)

საბოლოოდ ლევონი ბიზანტიის იმპერატორმა იოანე II-მ დაამარცხა[2]. სომხების ციხის აღების შემდეგ მან ლევონი და მისი ორი ვაჟი ტყვედ წაიყვანა კონსტანტინოპოლში, სადაც ლევონი მალევე დაიღუპა[2].

ცოლი და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევონის ცოლის სახელი უცნობია. (არსებობს ვერსია, რომ მას მეორე ცოლიც ჰყავდა, თუმცა ამის არცერთი წყარო არ მოიპოვება)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ghazarian, Jacob G: The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1393); RoutledgeCurzon (Taylor & Francis Group), 2000, Abingdon; ISBN 0-7007-1418-9
  • Runciman, Steven: A History of the Crusades – Volume II.: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East: 1100–1187; Cambridge University Press, 1988, Cambridge; ISBN 0-521-06162-8

რესურსები ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Runciman, Steven. A History of the Crusades – Volume II.: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East: 1100–1187. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Ghazarian, Jacob G.. The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1393). 
  3. 3.0 3.1 3.2 Vahan M. Kurkjian. (2005-04-05) A History of Armenia. Website. Bill Thayer. ციტირების თარიღი: 2009-07-19.
  4. Vahram. (2008-09-10) Chronicle. Text Archive. Internet Archive. ციტირების თარიღი: 2009-07-19.