კუბაგუა
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | კარიბის ზღვა |
კოორდინატები | 10°49′08″ ჩ. გ. 64°10′57″ დ. გ. / 10.81889° ჩ. გ. 64.18250° დ. გ. |
ფართობი | 22,438 კმ² |
სიგრძე | 9,2 კმ |
სიგანე | 3,6 კმ |
უმაღლესი წერტილი | 32 მ |
კუბაგუა (ესპ. Cubagua) — კუნძული კარიბის ზღვაში. ეკუთვნის ვენესუელას. კუნძულ მარგარიტასთან და კოჩესთან ერთად ქმნის ვენესუელის შტატს — ნუევა-ესპარტას. ფართობი 22 438 კმ². სიგრძე 9,2 კმ, სიგანე 3,6 კმ. არაიის ნახევარკუნძულიდან დაშორებულია ჩრდილოეთით 16 კილომეტრში. კუნძული ელიფსის ფორმისაა.
სანაპიროზე აღმართულია კლდოვანი მთები (კლდეები), რომელთა სიმაღლეა 5-7-იდან 20-24 მ-მდე. არის სანაპირო პლაჟის ადგილებიც. კუნძულ კუბაგუას მაქსიმალური სიმაღლე აღწევს 32 მ-ს.
ზედაპირი მშრალია, მოკლებულია შიგა წყლებს. ჰაერის ტემპერატურა უდრის 25°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 250 მმ. განვითარებულია ფლორა და ფაუნა. გვხვდება პარკოსნები, სხვადასხვა სახეობის კაქტუსები, მ.შ. ოპუნცია და სხვა. ფაუნა ღარიბია. გვხვდება კურდღლების მცირე პოპულაცია და თხა. კუნძული მოკლებულია გზებსა და ქუჩებს.
ევროპელთაგან კუნძული პირველად აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1498 წელს. კუნძულზე მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლი ნუევა-კადისი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუნძული კუბაგუა ინფორმაცია დაარქივებული 2008-01-26 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- დაწვრილებითი რუკა (გეოლოგია) (ინგლისური)
- აღწერა (ინგლისური)