კროკერის ქედის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კროკერის ქედის ეროვნული პარკი

Taman Negara Banjaran Crocker

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 5°32′ ს. გ. 116°06′ ა. გ. / 5.533° ს. გ. 116.100° ა. გ. / -5.533; 116.100
ფართობი 1 399 კმ²
დაარსდა 1984
მმართველი ორგანო საბაჰის პარკები

კროკერის ქედის ეროვნული პარკი (მალ. Taman Negara Banjaran Crocker) — ეროვნული პარკი მალაიზიაში, საბაჰის შტატში, კუნძულ ბორნეოზე. შეიქმნა 1984 წელს, თუმცა მანამდე, ეს ტერიტორია სატყეო ნაკრძალი იყო. მოიცავს 1200-1800 მ სიმაღლის კროკერის ქედს. დამთვალიერებელთათვის არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

პარკის ფართობი 1 399 კმ²-ია და უდიდესია საბაჰის შტატში. პარკში წარმოდგენილია კუნძულ ბორნეოს ფლორისა და ფაუნის მრავალი ენდემი. პარკის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული საბაჰის შტატის მრავალი სოფლისა და ქალაქის სუფთა წყლით მომარაგება.

პარკში გავრცელებულია პრიმატთა მინიმუმ 5 სახეობა, მათ შორის ორანგუტანები, გიბონები და გრძელთითა მაიმუნები უზარმაზარი მრავალი თვალებით, ასევე მაკაკები.

ეროვნულ პარკს მართავს სახელმწიფო ინსტიტუტი „საბაჰის პარკები“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]