ბატანგ-აის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბატანგ-აის ეროვნული პარკი

Taman Negara Batang Ai

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 1°08′ ს. გ. 111°53′ ა. გ. / 1.133° ს. გ. 111.883° ა. გ. / -1.133; 111.883
ფართობი 24 კმ²
დაარსდა 1991
მმართველი ორგანო მალაიზიის ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების დეპარტამენტი

ბატანგ-აის ეროვნული პარკი (მალ. Taman Negara Batang Ai) — ეროვნული პარკი მალაიზიაში, სარავაკის შტატში. მდებარეობს ქალაქ კუჩინგიდან 250 კმ-ით აღმოსავლეთით მოიცავს სულ 24 კმ²-ზე გადაჭიმულ ტროპიკულ წვიმის ტყეებს, სადაც გავრცელებულია რამდენიმე უიშვიათესი, დაცული ცხოველი. პარკში მდებარეობს ჰიდროელექტროსადგურისთვის შექმნილი ხელოვნური წყალსატევი. ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1991 წელს და სულ მალე საკმაოდ პოპულარული გახდა როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში, მიუხედავად ინფრასქტრუქტურის ნაკლებობისა.

არეალში გადაადგილება ძირითადად ნავებით ხდება. სველ, დიპტეროკარპულ ტყეებში ბინადრობს ორანგუტანი, გიბონი. ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად იბანის ხალხი შეადგენს; ტურისტებს შორის პოპულარულია ტურები მათი სახლების სიახლოვეს. პარკის მენეჯმენტში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი საზოგადოება. პარკის დაცვის ხელშეწყობის მიზნით, მათ შექმნილი აქვთ კოოპერატივი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]