მალუდამის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 1°32′ ს. გ. 111°05′ ა. გ. / 1.533° ს. გ. 111.083° ა. გ. / -1.533; 111.083
ფართობი 432
დაარსდა 2000
მმართველი ორგანო სარავაკის მეტყევეობა

მალუდამის ეროვნული პარკი (მალ. Taman Negara Maludam) — ეროვნული პარკი მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე, სარავაკის შტატში. მდებარეობს მალუდამის ნახევარკუნძულზე და მოიცავს დაბლობის ჭაობიან ტყეს. მსგავსი ტყეები სარავაკის მთლიანი ტერიტორიის 10%-ს ფარავს, მაგრამ თითქმის მთლიანად ათვისებულია ხე-ტყის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისათვის. მალუდამის ეროვნული პარკი მოიცავს სარავაკსა და ბრუნეიში შემორჩენილ უდიდეს ჭაობიან ტყეს.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალუდამის ეროვნულ პარკში ბინადრობს წითელზოლიანი ლანგურის (პრიმატის სახეობა) მთელ მსოფლიოში ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია. მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს მაიმუნთა ეს სახეობა ბორნეოს ენდემია.

პარკში ასევე ბინადრობენ ცხვირა მაიმუნები და ვერცხლისფერი ლანგურები. სხვა ძუძუმწოვართა მრავალფეროვნება დაბალია, თუმცა არის მრავალი ფრინველი, მათ შორის შავი რქაცხვირა, აღმოსავლური ჭრელი რქაცხვირა, მალაური რქაცხვირა, ლურჯყურა ალკუნი, მწვანე საიმპერატორო მტრედი და ა. შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]