პულონგ-ტაუს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პულონგ-ტაუს ეროვნული პარკი

Taman Negara Pulong Tau

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Batu Lawi.jpg
მდებარეობა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 3°35′ ს. გ. 115°19′ ა. გ. / 3.583° ს. გ. 115.317° ა. გ. / -3.583; 115.317
ფართობი 63 700 ჰა
დაარსდა 1998

პულონგ-ტაუს ეროვნული პარკი (მალ. Taman Negara Pulong Tau) — ეროვნული პარკი მალაიზიის სარავაკის შტატში, კუნძულ ბორნეოზე, კელაბიტის მთიანეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი საზოგადოებების პეტიციის საფუძველზე, ეროვნული პარკის შექმნის იდეა 1984 წელს გაჩნდა. შეთავაზების მიხედვით, პარკი უნდა შექმნილიყო 164 500 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა მურუდის მთას, ბატუ-ლავის მწვერვალსა და ტამა-აბუს ქედს.[1]

1998 წელს, პროკლამაციამ წარმატებით გაიარა შესაბამისი საფეხურები, თუმცა დარჩა მხოლოდ 63 700 ჰექტარი, სადაც არ შედიოდა ბატუ-ლავის მწვერვალი. 2008 წელს, სარავაკის ხელისუფლებამ არეალი ეროვნულ პარკად გამოაცხადა და პულონგ-ტაუ უწოდა.[1]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკის მცენარეულობა იცვლება ნიადაგის ტიპის, სიმაღლისა და ტოპოგრაფიის მიხედვით. მოიცავს დიპტეროკარპისა და მუხა-ზეთისხილის ტყეებს, როდოდენდრონის სახეობებით მდიდარ ხავსიან ტყეებს. წარმოდგენილია ორქიდეებისა და ნეპენტესის მრავალი სახეობა.ref name="ref1" />

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს, პარკისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ბორნეოს მარტორქის პატარა პოპულაცია, რომელიც სარავაკში მანამდე გადაშენებულად მიაჩნდათ. ტამუ-აბუს ქედზე შემჩნეულია ბორნეოს ორანგუტანის პოპულაციაც.

1998 წელს, მალაიზიის ბუნების საზოგადოებამ პარკის ტერიტორიაზე ექსპედიცია მოაწყო.[1] 10 დღეში, მათ ჩაიწერეს 29 სხვადასხვა ოჯახის 67 სახეობის ფრინველი, რომელთაგან 13 სახეობა ბორნეოს ენდემია. ასევე აღნუსხულია 28 სახეობის ძუძუმწოვარი, რომელთაგან 12 ბორნეოს ენდემია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Malaysian Nature Society 1998 Expedition to the proposed Pulong Tau National Park, Sarawak, Malaysia. Malaysian Nature Society, Miri Branch, Miri, Sarawak.