ტავაუს ბორცვების ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტავაუს ბორცვების ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 4°24′ ს. გ. 117°54′ ა. გ. / 4.400° ს. გ. 117.900° ა. გ. / -4.400; 117.900
ფართობი 279,72 კმ²
დაარსდა 1979
მმართველი ორგანო საბაჰის პარკები

ტავაუს ბორცვების ეროვნული პარკიეროვნული პარკი მალაიზიაში, საბაჰის შტატში. შეიქმნა 1979 წელს, ქალაქ ტავაუს წყალშემკრები აუზის დაცვის მიზნით. მდებარეობს ტავაუდან 24 კილომეტრში და მოიცავს 279,72 კმ² ფართობზე გადაჭიმულ დაბლობის დეპტეროკარპულ წვიმის ტყეს, რომელიც გარშემორტყმულია ზეთის პალმებისა და კაკაოს პლანტაციებით.

პარკში მრავლადაა საპიკნიკე და საკემპინგე ზონები. მოიცავს უსწორმასწორი ვულკანურ ლანდშაფტს, სადაც წარმოდგენილია ცხელი წყაროები და სანახაობრივი ჩანჩქერები. უმაღლესი წერტილია მაგდალენას მთა (1310 მ).

ეროვნულ პარკს მართავს სახელმწიფო ინსტიტუტი „საბაჰის პარკები“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]