ტიგის კუნძულის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტიგის კუნძულის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Banded Sea Krait (Laticauda colubrina) returning to the sea (14638010061).jpg
მდებარეობა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 5°43′ ს. გ. 115°39′ ა. გ. / 5.717° ს. გ. 115.650° ა. გ. / -5.717; 115.650
ფართობი 158 კმ²
დაარსდა 1978
მმართველი ორგანო საბაჰის პარკები

ტიგის კუნძულის ეროვნული პარკიეროვნული პარკი მალაიზიაში, საბაჰის შტატში, ქალაქ კუალა-პენიუს ჩრდილოეთით. შეიქმნა 1978 წელს, თუმცა ეს ტერიტორია ჯერ კიდევ 1933 წლიდან იყო დაცული სატყეო ნაკრძალის სახით.

პარკი მოიცავს 158 კმ²-ს, რომლის დიდი ნაწილიც ოკეანეზე მოდის. მათ შორისაა სამი კუნძული — ტიგა, კალამპუნიან-ბესარი და დამიტი. კუნძულები 1897 წელს, ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა.

ტიგის კუნძული ამჟამად გაუვალი მცენარეულობითაა დაფარული. ვულკანური აქტივობა დღემდე გრძელდება, ტალახის ბუყბუყისა და მეთანის ამონთხევის სახით. ტალახის ბოლო დიდი ამოფრქვევა 1960-იან წლებში მოხდა.

კალამპუნიან-ბესარი ამჟამად ქვიშიანი კუნძულია, ტალღებისგან გადარეცხილი. ცნობილია შაქარივით ქათქათა ქვიშითა და სუფთა წყლით. პოპულარულია ყვინთვის მოყვარულებს შორის.

დამიტს ხშირად გველების კუნძულს უწოდებენ, რადგან წარმოადგენს ძლიერ შხამიანი ზღვის გველების შეწყვილების ადგილს.

ეროვნულ პარკს მართავს სახელმწიფო ინსტიტუტი „საბაჰის პარკები“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]